საქმე ¹ბს-1758-1726(კ-11) 23 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) 2011 წლის 31 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, ბათუმის რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, რომლითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი.
2012 წლის 19 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საგადასახადო შეთანხმებით საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც კასატორის მიერ გადახდილ იქნა. აღნიშნულის გამო, გამოიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 25 მაისის ¹675 ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოსთან (ბათუმი) საგადასახადო შეთანხმების შესახებ. საგადასახადო შეთანხმებაში აღნიშნულია შემდეგი:
1. საგადასახადო შეთანხმების მხარეები:
კასატორი (მოსარჩელე) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სსიპ - შემოსავლების სამსახური.
2. საგადასახადო შეთანხმების საგანი:
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების ოდენობის შემცირებას ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულების შემთხვევაში.
3. საგადასახადო შეთანხმების პირობები:
3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე;
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პიროებების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2012 წლის 17 აპრილის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 1000 ლარით;
4. საგადასახადო შეთანხმების შედეგები:
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად.
5. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება:
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
6. პასუხისმგებლობა:
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული, მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 %-სა.
7. დასკვნითი დებულებები:
7.1. საგადასახადო შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან;
7.2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ძალადაკარგულად იქნას ცნობილი, თუ 3.2-ე ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ბოლო დღიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება შესრულებული 3.2-ე ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები;
7.3. საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულია ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში.
საგადასახადო შეთანხმება წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) უფროსის გ. ქ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯ. ე-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
ზემოაღნიშნული 2012 წლის 20 ივნისის საგადასახდო შეთანხმების საფუძველზე, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 9 ივლისის ¹11249 ბრძანება, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) (ს/ნ 245433213) პირადი აღრიცხვის ბარათებზე და გააუქმოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ღონისძიებები. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის ჯარიმის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
2012 წლის 19 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. საგადასახადო შეთანხმებით საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც კასატორის მიერ იქნა გადახდილ. აღნიშნულის გამო, გამოიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 25 მაისის ¹675 ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოსთან (ბათუმი) საგადასახადო შეთანხმების შესახებ. საგადასახადო შეთანხმებაში აღნიშნულია შემდეგი:
1. საგადასახადო შეთანხმების მხარეები:
კასატორი (მოსარჩელე) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სსიპ - შემოსავლების სამსახური.
2. საგადასახადო შეთანხმების საგანი:
საგადასახადო შეთანხმების გაფორმება მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების ოდენობის შემცირებას ამ შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულების შემთხვევაში.
3. საგადასახადო შეთანხმების პირობები:
3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე;
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პიროებების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 2012 წლის 17 აპრილის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვროს 1000 ლარით;
4. საგადასახადო შეთანხმების შედეგები:
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დღიდან საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად, გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულად.
5. საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება:
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შეთანხმება შეიძლება გაასაჩივროს, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
6. პასუხისმგებლობა:
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული, მაგრამ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 %-სა.
7. დასკვნითი დებულებები:
7.1. საგადასახადო შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან;
7.2. საგადასახადო შეთანხმების აქტი ძალადაკარგულად იქნას ცნობილი, თუ 3.2-ე ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ბოლო დღიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება შესრულებული 3.2-ე ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები;
7.3. საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულია ერთნაირი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში.
საგადასახადო შეთანხმება წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) უფროსის გ. ქ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯ. ე-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს.
ზემოაღნიშნული 2012 წლის 20 ივნისის საგადასახდო შეთანხმების საფუძველზე, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 9 ივლისის ¹11249 ბრძანება, რომლითაც შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება) სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) (ს/ნ 245433213) პირადი აღრიცხვის ბარათებზე და გააუქმოს კორექტირებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ღონისძიებები. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის ჯარიმის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს, მოპასუხე მხარეს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო შეზღუდულია დისპოზიციურობის პრინციპით, რის გამოც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში და განსაზღვრონ დავის საგანი.
კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს საგადასახადო ვალდებულებების გადახდა, ასევე გადაუხდელი ვალდებულებების გამო საურავი დაეკისრა. მოპასუხე _ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2012 წლის 19 ივლისს წარმოადგინდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დავის საგანთან მიმართებაში მხარეთა შორის განხორციელდა შეთანხმება და მოსარჩელის მიერ გადახდილია მხარეთა შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრული თანხა.
Aამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე “აI" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე “აI” პუნქტით, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
პ. სილაგაძე