საქმე ¹ბს-322-318(კ-12) 18 ივლისი, 2012წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ი-ემ 10.06.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 03.06.11წ. გადაწყვეტილების, საპატრულო პოლიციის ¹ეა 183694 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული ზიანის - 50 ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
გ. ი-ემ 21.06.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 21.09.10წ. გადაწყვეტილებისა და საპატრულო პოლიციის ¹ბდ 610334 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ლ. ყ-ი სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება.
საქალაქო სასამართლოს 05.09.11წ. საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.11წ. გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ი-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.01.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.10.11წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.01.12წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ი-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ი-ემ ქვედა ინსტანციებში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით, მათ შორის, 10.06.11წ. და 21.06.11წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ სასარჩელო განცხადებებზე სამართალწარმოებისათვის 23.06.11წ. ¹1 საგადახდო დავალებითა და 06.07.11წ. ¹1 საგადახდო დავალებით გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100-100 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლოში 04.10.11წ. წარდგენილ კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილია 50 ლარი, ხოლო 29.11.11წ. წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის 150 ლარი.
საკასაციო სასამართლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გ. ი-ის მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სადავო აქტების – სამართალდარღვევის თაობაზე გ. ი-ის მიმართ შედგენილი ოქმების კანონიერის შემოწმება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს კანონით დადგენილი ოდენობის ნახევარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ი-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 200 ლარი.
ამასთან, კასატორს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, ასევე უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.04.12წ. ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკის BIჩ კოდი - ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.01.12წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ. ი-ეს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს 23.06.11წ. ¹1 საგადახდო დავალებით, 06.07.11წ. ¹1 საგადახდო დავალებით, 12.12.11წ. ¹22 და ¹23 საგადახდო დავალებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 400 ლარის ნახევარი _ 200 (ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი – 300773150, მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – თღEშGE22;
3. გ. ი-ეს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 17.04.12წ. ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% _ 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკის BIჩ კოდი - ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01.;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
5.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე