Facebook Twitter

¹ბს-363-359 (კ-12) 11 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 29 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ნ. ო-ემ, ჯ. გ-ამ, თ. ს-ემ, ზ. შ-ამ, ა. ჯ-მა, ნ. მ-მა, ო. ც-ამ, მ. გ-მა, თ. ო-მა, ნ. გ-მა, ე. ტ-იმ, დ. ბ-ემ, ე. გ-ემ, ე. რ-ამ, ნ. ქ-ემ და რ. ბ-მა მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების სს “...” და ამხანაგობა “...” მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათი ნაწილის) ბათილად ცნობას, რომლითაც მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე უკანონოდ წარმოეშვა უფლება სს “...” და “...” და დარეგისტრირდა მათ სახელზე, კერძოდ: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე 23.892 კვ.მ. მიწის ფართობისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: ...; ზონა 01, სექტორი_13, კვარტალი-04, ნაკვეთი 17/042,განცხადების რეგისტრაცია:¹84302, 2007 -22.06/2007; მომზადების თარიღი: 03/07/2007; ¹84302/2007, თარიღი 22/06/2007; უფლების რეგისტრაციის თარიღი: 03/07/2007,) სს “...” სახელზე რეგისტრაციის შესახებ, იმ ნაწილში ბათილად ცნობას, რომლითაც აღნიშნულ ფართობში მოექცა მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 5,882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, აგრეთვე, ამ ქონებაზე შედგენილი (თარიღი 22.11.2006) შესაბამისი საკადასტრო გეგმის; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე, 31900,00 კვ.მ. მიწის ფართობისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი: ...; ზონა-01, სექტორი_13, კვარტალი_04, ნაკვეთი 17/053, განცახების რეგისტრაცია: ¹...; მომზადების თარიღი: 06/08/2007); “...” სახელზე რეგისტრაციის შესახებ_იმ ნაწილში, რომლითაც აღნიშნულ ფართობში მოქცეულია მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 5,882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, აგრეთვე, ამ ქონებაზე შედგენილი (თარიღი:06.08.2007), შესაბამისი საკადასტრო გეგმის; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ ქმედებების ბათილად ცნობა, რომლის შედეგადაც განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა) სს “...” და ამხანაგობა “...” სახელზე; მოპასუხის დავალდებულებას განეხორციელებინა სათანადო ქმედებები, აღნიშნული ქონების მათ სახელზე რეგისტრაციის მიზნით და აღნიშნულის შესახებ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

2008 წლის 10 აპრილს მოსარჩელეებმა სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 11 მარტის პასუხის_ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე_ ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათი ნაწილის) ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეების მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე უკანონოდ წარმოეშვა უფლება სს “...” და ამხანაგობა “...”, კერძოდ, ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე 23.892კვ.მ. მიწის ფართობისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების საკადასტრო კოდი ¹... (ზონა 01, სექტორი 13, კვარტალი 04, ნაკვეთი 17/042, განცხადების რეგისტრაცია ¹84302/2007 -22.06.2007, მომზადების თარიღი 03.07.2007 ¹84302/2007, თარიღი 22.06.2007, უფლების რეგისტრაციის თარიღი 03.07.2007), აღნიშნული ქონების სს “...” სახელზე რეგისტრაციის შესახებ იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც აღნიშნულ ფართობში მოქცეულია მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული დაახლოებით 5.882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, აგრეთვე ამ ქონებაზე შედგენილი (თარიღი 22.11.2006) შესაბამისი საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობა; თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე 31900.00 კვ.მ. მიწის ფართობისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობების საკადასტრო კოდი ¹... (ზონა 01, სექტორი 13, კვარტალი 04, ნაკვეთი 17/053, განცხადების რეგისტრაცია ¹..., მომზადების თარიღი 06.08.2007, თარიღი 22.06.2007, უფლების რეგისტრაციის თარიღი 06.08.2007) აღნიშნული ქონების ამხანაგობა “...” სახელზე რეგისტრაციის შესახებ იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც აღნიშნულ ფართობში მოექცა მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული დაახლოებით 5.882 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობები, აგრეთვე ამ ქონებაზე შედგენილი (თარიღი 06.08.2007) შესაბამისი საკადასტრო გეგმა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იმ ქმედებების ბათილად ცნობა, რომელთა შედეგადაც განხორციელდა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სს “...” და ამხანაგობა “...” სახელზე.

2008 წლის 28 ივლისს მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო განცხადებები და მოითხოვეს მოპასუხე ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე (სასამართლოს გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) მოქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავების უკანონოდ ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, საქმისათვის მნიშვნელოვან არსებით გარემოებათა გამოკვლევით, მოსარჩელეების, როგორც დაინტერესებული პირების მონაწილეობით, განეხილა და გადაეწყვიტა საკითხი, მათ დაინტერესებაში შემავალი ქონების ამ უკანასკნელთა სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით 2008 წლის 29 თებერვალს შემოტანილი სარჩელი და 2008 წლის 10 აპრილს შემოტანილი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2009 წლის 3 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს ძალაში შესვლის მომენტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (2009 წლის 27 იანვრის ¹882009016356-03 გადაწყვეტილება), რომლითაც ცვლილება შევიდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მონაცემებში (კერძოდ, მისამართში) და ... ქ. ¹11-ში მდებარე (მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების) სარეგისტრაციო მისამართად დაფიქსირდა მირცხულავას ქ. ¹9/11.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება სს “...”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-ემ, ჯ. გ-ამ, თ. ს-ემ, ზ. შ-ამ, ა. ჯ-მა, ნ. მ-მა, ო. ც-ამ, მ. გ-მა, თ. ო-მა, ნ. გ-მა, ე. ტ-იმ, დ. ბ-ემ, ე. გ-ემ, ე. რ-ამ, ნ. ქ-ემ და რ. ბ-მა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ო-ემ, ჯ. გ-ამ, თ. ს-ემ, ზ. შ-ამ, ა. ჯ-მა, ნ. მ-მა, ო. ც-ამ, მ. გ-მა, თ. ო-მა, ნ. გ-მა, ე. ტ-იმ, დ. ბ-ემ, ე. გ-ემ, ე. რ-ამ, ნ. ქ-ემ და რ. ბ-მა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ქ-ეს უნდა დაუბრუნდეს ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ო-ის, ჯ. გ-ას, თ. ს-ის, ზ. შ-ას, ა. ჯ-ის, ნ. მ-ის, ო. ც-ას, მ. გ-ის, თ. ო-ის, ნ. გ-ის, ე. ტ-ის, დ. ბ-ის, ე. გ-ის, ე. რ-ას, ნ. ქ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. ნ. ქ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 11 მაისს (საგადასახადო დავალება ¹1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...” მეშვეობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე