სარჩელის გახმობის გამო
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქმე ¹ბს-375-370(კ-12) 25 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს Yთავდაცვის სამინისტროს განცხადება სსსკ-ის 831-ე შესაბამისად, სარჩელის გახმობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ი. ჭ-ის მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისათვის: ჯარიმის სახით – 34802,83 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 10440,85 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 3975,19 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 2-10).
ი. ჭ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის ¹4266 ბრძანებისა და სამანდატო კომისიის 2008 წლის 20 აპრილის ¹9 ოქმის ბათილად ცნობა და ი. ჭ-ე გათავისუფლებულად ჩაითვალოს სამსახურიდან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 41-49).
ი. ჭ-ემ შესაგებლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 56-64; 99-108).
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებლით ი. Eჭ-ის სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 125-133).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – ი. ჭ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 34802,83 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 10440,85 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხიდან სწავლებაზე დახარჯული თანხის – 315,24 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი ზიანის საკომპენსაციო თანხის – 3659,95 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით; ი. ჭ-ის შეგებებული სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 146-158).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ის. ს.ფ. 162-171).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ი. ჭ-ემაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 185-193).
ი. ჭ-ემ სააპელაციო შესაგებლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 199-205).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება ი. ჭ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1366,76 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 214-223).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 231-239).
ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 253-261; 272-281).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 283-284).
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, სარჩელის გამოხმობის გამო (იხ. ს.ფ. 287).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სარჩელის გამოხმობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ გაიხმო რა სარჩელი, ამასთან, მოპასუხე ი. ჭ-ის წარმომადგენელი განცხადებით ადასტურებს თანხმობას მოსარჩელის მხრიდან სარჩელის გამოხმობის შესაძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 272-ე, 401-ე მუხლებით და წყვეტს წარმოებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე გამოხმობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /ნ. ქადაგიძე/
/პ. სილაგაძე/