Facebook Twitter

საქმე ¹ბს-385-380(2კ-12) 3 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ ,,ბ. ძ-ის” სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი/მ “ბ. ძ-მა” სარჩელი აძღრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 18 მარტის ¹16-10/8795 და 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებების გაუქმება, უკანონოდ გაუქმებული დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების აღდგენა, დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ჩათვლების გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 2001 წლის 22 ნოემბრის ¹1-11/6455 და 2002 წლის 4 მარტის ¹1-11/1235 წერილების გაუქმება, საურავების გაუქმება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 59-62; ტ.1).

მოპასუხე ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 67-77; ტ.1).

2010 წლის 12 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 მარტის ¹16-10/8795 გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 27 სექტემბრის ¹03/14587 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, უკანონოდ გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების თანხით - 13954.9 ლარის ოდენობით აღდგენა და დარიცხული საურავების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ყადაღის მოხსნის ნაწილში უკან გაიხმო სარჩელი (იხ. ს.ფ. 99-103).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ბ. ძ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 29 სექტემბრის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18 მარტის ¹16-10/8795 გადაწყვეტილებები გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენაზე და შესაბამისად დარიცხული საურავების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრს დაევალათ ი/მ “ბ. ძ-ისათვის” აა66 ¹003006, აა66 ¹005171, აა66 ¹001831, აა70 ¹051375, აა70 ¹069727, აა70 ¹056014, აა70 ¹053072, აა70 ¹045192, აა70 ¹045194, აა70 ¹059397, აა70 ¹050254, აა70 ¹052017, აა70 ¹038517, აა70 ¹059093, აა70 ¹076724, აა70 ¹080196 ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების თანხით - 13954.9 ლარის ოდენობით აღდგენა და ამ თანხის შესამაბისად დარიცხული საურავების გაუქმება (იხ. ფ. 116-124; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა, ქუთაისის რეგიონულმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 132-142; 148-157; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით ი/მ ,,ბ. ძ-მა” სსიპ შემოსავლების სამსახურის, ქუთაისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ ცნო (იხ. ს.ფ. 170-177; ტ.1).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აა66 ¹003006, აა70 ¹045192, აა70 ¹050254, აა70 ¹051375, აა70 ¹052017, აა70 ¹053072, აა70 ¹056014 ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის შესახებ 5309.1 ლარზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ “ბ. ძ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აა70 ¹038517 ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის თაობაზე 450 ლარზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო (იხ. ს.ფ. 267-279; ტ.1).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 მარტის განჩინებით გასწორდა უსწორობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებაში და მიეთითა ,,გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება აა66 ¹003006, აა70 ¹045192, აა70 ¹050254, აა70 ¹051375, აა70 ¹052017, აა70 ¹053072, აა70 ¹056014 ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენის შესახებ 4877.1 ლარზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 287-289; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ბ. ძ-მა” და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აა66 ¹003006, აა70 ¹045192, აა70 ¹050254, აა70 ¹051375, აა70 ¹052017, აა70 ¹053072, აა70 ¹056014 ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა და ასევე, უკანონოდ დარიცხული საურავების გაუქმება (იხ. ს.ფ. 2-9; ტ.2)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 52-61; 63-72; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი/მ “ბ. ძ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება აა66 ¹003006, აა70 ¹045192, აა70 ¹050254, აა70 ¹051375, აა70 ¹052017, აა70 ¹053072, აა70 ¹056014 ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში _ 5309.1 ლარზე და აღნიშნულ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; ხოლო დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად (იხ. ს.ფ. 174-189; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმყოფილდა; უცველად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (იხ. ს.ფ. 249-260; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ და მოითხოვეს ი/მ ,,ბ. ძ-ისათვის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 266-276; 279-287; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 292-293; 294-295; ტ.2).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მოითხოვა მისი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრები და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-1148-1023(კ-05), დადგენილია ასევე სასამართლო პრაკქტიკა მტკიცების მტვირთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-97-97(კ-12).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე