¹ბს-471-466(კ-12) 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 29 აგვისტოს ვ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ.
ვ. თ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 აპრილის ¹882011186999-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 8 ივნისის ¹87411 გადაწყვეტილებისა და შპს “...” საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის ¹882011252323-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2004 წლის 22 ივნისის ¹1351 მიწის სარეგისტრაციო მოწმობის არარა აქტად აღიარება და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. გურჯაანში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
2011 წლის 29 აგვისტოს თ. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირების - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ.
თ. ჭ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ.
მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 ივლისის ¹882011305849-03 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 ივლისის ¹113757 გადაწყვეტილებისა და შპს “...” საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის ¹882011252323-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2004 წლის 22 ივნისის ¹1351 მიწის სარეგისტრაციო მოწმობის არარა აქტად აღიარება და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. გურჯაანში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებაზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე თ. ჭ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ვ. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აქტის არარად აღიარების, რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე თ. ჭ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს “...” და ბ. ყ-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აქტის არარად აღიარების, რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დამოუკიდებლად გაასაჩივრეს ვ. თ-მა და თ. ჭ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. თ-მა და თ. ჭ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (03.05.2012 წლის განჩინება საქმეზე ¹ბს-1506-1485(კ-11)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ. თ-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 14 მაისს სს “...” მეშვეობით (საგადახდო დავალება ¹5039070629) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი “...”; ბანკის BIC კოდი - REPLGE22; მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. თ-ისა და თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინება;
3. ვ. თ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 14 მაისს სს “...” მეშვეობით (საგადახდო დავალება ¹5039070629) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ბანკი “...”; ბანკის BIC კოდი - REPLGE22; მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე