ბს-429-424 (კ-კს-12) 11 ივლისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – გ. და მ. თ-ეები;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება;
დავის საგანი –საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 28 თებერვალს მ. და გ. თ-ეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ¹306396 და ¹305995 გადაწყვეტილებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹882010832817 და ¹882010832931-03 გადაწყვეტილებების გაუქმებას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ...…გამზირი ¹..., ბ. ¹7 და გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბინა ¹6-ში კანონისმიერად ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ბ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ნ. რ-ე, მ. ჯ-ე, კ. გ-ა, რ. კ-ა, ე. კ-ა, ც. ყ-ი, ზ. გ-ა, გ. ჯ-ე, ი. ხ-ე, გ. ს-ი, მ. მ-ე, დ. რ-ი, გ. ბ-ე, მ. რ-ე, ვ. შ-ე, მ. ბ-ი, ო. გ-ი, მ. კ-ა, დ. დ-ე, ბ. ც-ე, ვ. ბ-ე, მ. ხ-ი, ა. ა-ე, ი. შ-ე, გ. კ-ა, თ. კ-ი, თ. წ-ე, ვ. ფ-ი, თ. ხ-ა, გ. ა-ე, გ. ა-ა, ნ. ა-ი, ნ. ბ-ე, გ. ქ-ი, ნ. გ-ა, ო. ა-ე, ნ. გ-ა და ვ. ლ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაებნენ თ. მ-ა, ა. რ-ე, თ. რ-ე, ნ. რ-ე, ს. რ-ე, უ. რ-ე, ქ. რ-ე, ნ. ლ-ე, ს. კ-ი, თ. ჯ-ი, ნ. თ-ე, გ. ჯ-ე, შპს “...”, ი. ქ-ა, კ. ზ-ა, ს. ე-ე, ქ. მ-ე, ი. ლ-ე, გ. კ-ა, შ. კ-ე, ე. წ-ი, ლ. ა-ე და გ. შ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ისა და გ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. თ-ემ და გ. თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით მ. თ-ისა და გ. თ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბ. ¹7 და ასევე გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბ. ¹6-ში კანონისმიერად ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის გაუქმების დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის არდაკმაყოფილების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 10 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ. თ-ემ და მოითხოვა ამხანაგობის წევრის/წევრების საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, გამზირი ..., ¹..., ბ.¹7 და საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა (ტ. I. ს.ფ. 31). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010738363-06 გადაწყვეტილებით მ. თ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა (ტ. I. ს.ფ. 38). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 18 თებერვლის ¹8820080355273-03 გადაწყვეტილებით გ. თ-ეს უარი ეთქვა 2008 წლის 13 თებერვლის ¹882008035273 განცხადებით მოთხოვნილი ამხანაგობის წევრის/წევრთა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე, მდებარე, ..., ბ.6, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა (ტ. I. ს.ფ. 40). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ 2010 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ... გამზ. ¹..., ბ.7. რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა (ტ. I. ს.ფ. 81-82). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ 2010 წლის 06 ოქტომბერს გაცემული ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისი, ... გამზ. ¹..., ბ.6. რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა (ტ. I. ს.ფ. 83-84).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს 2010 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა გ. თ-ის წარმომადგენელმა ე. პ-ემ და მოითხოვა ამხანაგობის წევრის/წევრთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ..., 1 სადარ, სართ. 1, ბ.6. (ტ. I. ს.ფ. 45).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹ 882010832817-04 გადაწყვეტილებით გ. თ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი ... გამზ. ¹..., 1 სად. სართ 1, ბ.6, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას (ტ. I. ს.ფ. 50).
2010 წლის 13 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მ. თ-ის წარმომადგენელმა ე. პ-ემ და მოითხოვა ამხანაგობის წევრის/წევრთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, ..., 1 სადარ, სართ. 1, ბ.7. (ტ. I. ს.ფ. 53).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹882010832831-03 გადაწყვეტილებით მ. თ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი ... გამზ. ¹..., 1 სად. სართ 1, ბ. 7, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, რაც გამორიცხავდა აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას (ტ. I. ს.ფ. 56).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹882010832831-03 და 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹ 882010832817-04 გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მ. და გ. თ-ეების წარმომადგენელმა ე. პ-ემ (ტ. I. ს.ფ. 58-73).
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ¹ 306396 გადაწყვეტილებით გ. თ-ის წარმომადგენელს ე. პ-ეს უარი ეთქვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹882010832817-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ყადაღა გამორიცხავდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 23 მუხლის ”ბ ” პუნქტის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართებულად იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტ. I. ს.ფ. 76-77).
ზემოაღნიშნული საფუძვლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 25 ნოემბრის ¹305995 გადაწყვეტილებით გ. თ-ის წარმომადგენელს ე. პ-ეს ასევე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე რომლითაც იგი მოითხოვდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 20 ოქტომბრის ¹882010832831-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და უძრავ ნივთზე ამხანაგობის წევრის საკუთრების უფლების რეგისტრაციას (ტ. I. ს.ფ. 78-79).
2010 წლის 22 ნოემბერს, მ. თ-ემ და გ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 22 ოქტომბრის ¹270794 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე (ქ. თბილისი, გამზირი ..., ¹..., ბ.¹7) და გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე (ქ. თბილისი, გამზირი ..., ¹..., ბ.¹6) ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ, 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობით, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის გაუქმების დავალება მოითხოვეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. თ-ისა და გ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, განუხილველი დარჩა მ. თ-ისა და გ. თ-ის საკასაციო საჩივარი (ტ. II. ს.ფ. 211-219);
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 14 თებერვლის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხდომაზე, აპელანტის (მოსარჩელე მხარე) მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. კერძოდ, მხარემ დააზუსტა, რომ მოითხოვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ, 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობით, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობას (სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი).
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტზე და აღნიშნა, მოსარჩელეებმა ანალოგიური მოთხოვნით იმავე დავის საგანზე და იმავე მხარის (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს) მიმართ, უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბერს და დავაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. განხილულ საქმეში, ისევე როგორც მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველს წარმოადგენდა, .,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”გ” პუნქტზე დაყრდნობით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბინა ¹6 და ¹7-ზე სააღსრულებო ბიუროს 07.12.2004 წ. ¹201/23 მიწერილობისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 26.11.2004 წლის განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის ძალადაკარგულად ცნობა. სასამართლო მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნულ დავაზე უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, არსებობს მოცემულ საქმეზე, აღნიშნული მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისი N835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების მე–6 მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო, არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავა არ მიმდინარეობს იმავე მხარის მიმართ, ვინაიდან დასრულებულ დავაზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და მ. თ-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და განჩინების, კერძო საჩივრით გასაჩივრებული ნაწილის კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და გ. თ-ეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლზე, რომლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორს, იმავე საგანსა და იმავე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მ. და გ. თ-ეების სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, აღნიშნულ საქმეზე ერთერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება გაეუქმებინა მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ... გამზ. ¹..., ბინა ¹7-ში და გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბ. ¹6-ში კანონისმიერად ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, კერძოდ 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობით, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაცია. დავის სამართლებრივ საფუძველი კი, როგორც წინამდებარე დავაში “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” პუნქტია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. და გ. თ-ეების სარჩელი, კანონიერ ძალაშია შესული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისის ... გამზირი ¹..., ბ. ¹7 და ასევე გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისის, ... გამზირი ¹..., ბ. ¹6-ში კანონისმიერად ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ 2004 წლის 7 დეკე ბრის ¹201/23 მიწერილობის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის დავალდებულების ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საგულისხმოა ასევე, რომ კერძო საჩივარში მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დამატებითი არგუმენტაცია ან მოტივაცია, რომელიც დაასაბუთებდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. და გ. თ-ეების კერძო საჩივარი უსაფუძვლო, იმავდროულად დაუსაბუთებელია, რის გამოც კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და გ. თ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების მე-2 ნაწილი, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, მ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბ. ¹7 და ასევე გ. თ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზირი ¹..., ბ. ¹6-ში კანონისმიერად ძალადაკარგულად გამოცხადებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, კერძოდ 2004 წლის 7 დეკემბრის ¹201/23 მიწერილობის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღის რეგისტრაციის გაუქმების დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე