#ბს-1253-1239(კ-11) 25 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) - ზ. ვ-ი; წარმომადგენელი - ფ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - 1. ქ. თბილისის მერია; წარმომადგენელი – ბ. ნ-ე; 2.სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური; წარმომადგენელი – დ. ა-ე
მესამე პირი - ქ. ჯ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ზ. ვ-ი
წარმომადგენელი: ფ. კ-ა
მოპასუხე: ქ. თბილისის მერია;
წარმომადგენელი: ვ. ბ-ი
მოპასუხე: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი: მ. ჯ-ი
მესამე პირი: ქ. ჯ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1) ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2939 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა;
2) ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2939 მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება (იხ. ს.ფ. 1-10).
2011 წლის 14 მარტის დაზუსტებული სარჩელით ზ. ვ-მა დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ქ. თბილისის მერიასთან ერთად მოპასუხედ ასევე მიუთითა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ხოლო მესამე პირად – ქ. ჯ-ე და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანების ნაწილობრივ, ამავე სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2939 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობისა (საშხაპის მოწყობის ნაწილში) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 45-46; 47-61 ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ქ. ჯ-ე; ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა 2010 წლის 26 ნოემბრის #ნ/2939-1 სანებართვო მოწმობის მოქმედების შეჩერების თაობაზე (იხ. ს.ფ. 89-92; ტ.1)
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „...“ 2010 წლის 11 ნოემბრის #5 კრების ოქმის შესაბამისად, ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში მცხოვრებმა ამხანაგობის წევრებმა განიხილეს ამავე სახლში მცხოვრები ქ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ფართის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების შესახებ საკითხი, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 2/3. ამხანაგობის წევრები დაეთანხმნენ მოთხოვნას და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთსულოვნად.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებისაგან ქ. თბილისის მერიაში შეიქმნა სათათბირო ორგანო - გაერთიანებული მეთოდური საბჭო, რომლის 2010 წლის 16 ნოემბრის #46 სხდომის ოქმის შესაბამისად, დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში არსებულ შენობაში ქ. ჯ-ის ბინის ინტერიერის გადაგეგმარებისა (მათ შორის, სველი წერტილების მოწყობა) და საერთო სარგებლობის სველი წერტილის გადაგეგმარება-რემონტს.
2010 წლის 22 ნოემბრის #12/135004-13 განცხადების საფუძველზე 2010 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი სხდომა და ქ. ჯ-ეს დაევალა მის საკუთრებაში არსებულ ბინაში საშხაპის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენა. წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შიდა სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები ეხებოდა მზიდ კონსტრუქციებს და მიზანშეწონილად არ მიიჩნია კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენა.
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ... ქ. #42-ში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ის ბინის ინტერიერის გადაგეგმარების და საერთო სარგებლობის სველი წერტილის გადაგეგმარება-რემონტის არქიტექტურული პროექტი.
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ, 2010 წლის 26 ნოემბერს გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა #01/2704.
მოსარჩელის მიერ 2010 წლის 27 დეკემბერს ქ.თბილისის მერიაში შეტანილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულებით ზ. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის #5002191 დასკვნის შესაბამისად, ზ. ვ-ის კუთვნილი, უშუალოდ სამზარეულოს მაღლა, მობინადრე ქ. ჯ-ის კუთვნილ სამზარეულოს ხის იატაკზე, საშხაპისათვის განკუთვნილი ბეტონის იატაკი მოწყობილი იყო ტექნიკური ნორმების დარღვევით. კერძოდ, სამზარეულოს მაღლა, საშხაპის მოწყობით დაირღვევა ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნ. Dა პ. 2.08.01.-89) 2.6 პუნქტის მოთხოვნები. ზ. ვ-ის კუთვნილ სამზარეულოს ჭერზე შეინიშნებოდა ზედა სართულიდან მცირე წყლის ჩამონადენი. ქ. ჯ-ის კუთვნილ სამზარეულოში საშხაპის მოწყობის შემთხვევაში, დამკვეთის სამზარეულოში წყლის ჩადინება გამორიცხული არ იყო (ს.ფ 30-36).
სამართლებრივი: მოსარჩელე თვლის რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანება ნაწილობრივ, ამავე სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2939 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა (საშხაპის მოწყობის ნაწილში) და თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1, 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, 97.1 ,,დ“ პუნქტის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანების საფუძველზე, ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მართალია, ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2011 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის #1-1/1839 ბრძანებით, მაგრამ ეს უკანასკნელი ამოქმედდა 2010 წლის 30 ნოემბრიდან და ქ. თბილისის არიქტექტურის სამსახურის #01/2704 ბრძანების მიღებისა და შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემის მომენტში (2010 წლის 26 ნოემბერს) აღნიშნული აქტები ისევ მოქმედებდა სრული მოცულობით, მოსარჩელის მითითებით, არამართებულია ადმინისტრაციული ორგანოების მითითება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ვინაიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის #3/26 ბრძანება, რომელიც თავის მხრივ, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამის რეესტრში თავისი შინაარსით წარმოადგენდა ერთ მთლიანობას 1992 წლამდე მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან ერთად, ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #1-1/251 ბრძანებით, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებულ უნდა იქნეს ამ აქტის დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები და დოკუმენტაცია. (47-61; ტ.1).
მოპასუხე ქ. თბილისის მერიამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო :
ფაქტობრივი: მოსარჩელე ზ. ვ-ი არის ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში არსებული სახლთმფლობელობის ერთ-ერთი თანამესაკუთრე და ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი. აღნიშნული სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01-2704 ბრძანებით მოწონებულ იქნა თბილისში, ... ქ. #42-ში (უძრავი ძეგლი), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ის ბინის ინტერიერის გადაგეგმარებისა და საერთო სარგებლობის სველი წერტილის გადაგეგმარება-რემონტის არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ 2011 წლის 7 თებერვალს წარმოდგენილ #000533-2011/03 საექსპერტო დასკვნას, რომლის შესაბამისად, შეთანხმებული პროექტის ფარგლებში საშხაპისათვის განკუთვნილი ბეტონის იატაკი მოწყობილი იყო ტექნიკური ნორმების დარღვევით, ვინაიდან აღნიშნულ დასკვნაში არ იყო მითითებული რაიმე ნორმატიული აქტი, რომელსაც დაეყრდნო ექსპერტი ასეთი დასკვნის გამოტანისას.
სამართლებრივი: ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 4.1 ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ერთ-ერთი სახეა რეკონსტრუქციაც, რის საფუძველზეც არამართებულია მოსარჩელის მოსაზრება, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობის ,, ...“ 2010 წლის 14 ნოემბრის #5 კრების ოქმი თავისი შინარსით წინააღმდეგობრივია, რამდენადაც დღის წესრიგში საუბარი იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ სარემონტო სამუშაოებზე. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება ზემოაღნიშნული ოქმის სიყალბესთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, რომლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება საკუთრების უფლების დაცვისა და რეალიზაციის პრინციპით, ხოლო მითითებული ნორმატიული აქტის 28-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, სადაც გაწერილი არ არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების გადამოწმების უფლებამოსილება. ამავე დადგენილების 33-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და უდავოა, რომ ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განსახორციელებელ მშენებლობაზე სავალდებულოდ წარსადგენი იყო ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მომენტში მოქმედებდა 1992 წლამდე არსებული სამშენებლო ნორმები და წესები, მოპასუხე განმარტავს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ აქვს. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ აგრძელებს ნორმატიული აქტების მოქმედებას, თუმცა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30.1. (რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 1 იანვრიდან), ამავე კანონის 33.2 მუხლის გათვალისწინებით, 2010 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა შეიძლება ჰქონოდა #3/26 ბრძანებაში მოხსენიებულ მხოლოდ იმ ნორმატიულ აქტებს, რომელიც რეგისტრირებული იქნებოდა სახელმწიფო რეესტრში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #1-1/251 ბრძანებაც ვერ იქნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათვალისწინებული, ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემისას აღნიშნული აქტი მიღებულიც კი არ იყო. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება კი უნდა შემოწმდეს მისი მიღების მომენტისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებისა და არა შემდგომ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად (იხ. ს..ფ. 199-210; ტ.1)
მოპასუხე: სსიპ არქიტექტურის სამსახურმაც არ ცნო სარჩელი:
ფაქტობრივი: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის ტექნიკური ექპერტიზის დასკვანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
მოპასუხე სსიპ არქიტექტურის სამსახურს მიაჩნია, რომ ექპერტიზის დასკვნა, რომ ზ. ვ-ის კუთვნილ სამზარეულოს ჭერზე შეინიშნება ზედა სართულიდან წყლის მცირე ჩამონადენი და საშხაპის მოწყობის შემთხვევაში გამორიცხული არ არის ზ. ვ-ის სამზარეულოში წყლის ჩადინება აღნიშნული განხილული ვერ იქნება, როგორც პირდაპირი და უშუალო ზიანი, რომელიც შეიძლება გახდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამზარეულოს ჭერზე შეინიშნება წყლის მცირე ჩამონადენი, თუმცა რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და არის თუ არა იგი კავშირში დაინტერესებული მხარის მიერ ნებართვის საფუძველზე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებთან, აღნიშნულზე ექსპერტი ცალსახა დასკვნას არ იძლევა. ამასთან, დასკვნაში საუბარია სამომავლო და ჰიპოთეზურ ზიანზე, რომელიც ან დადგება ან არა.
სამართლებრივი: საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის #1-1/1839 ბრძანება, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 563-ე მუხლი (იხ. ს.ფ. 221-229; ტ.1).
მესამე პირმა - ქ. ჯ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმის გარემოებები: სარჩელის თანახმად, ქ. ჯ-ეს არქიტექტურის სამსახურში არ წარუდგენია საშხაპის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ კონსტრუქციული დასკვნა. მშენებლობის წარმოების პროცესში არაერთხელ მოხდა ქ. ჯ-ის ბინიდან წყლის ჩამოდინება და ჭერის დაზიანება, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
საპროექტო დოკუმენტაციაში წარდგენილი იყო ამხანაგობის კრების ოქმი #5, რომელშიც ამხანაგობის წევრთა 2/3 თითქოს თანხმობას აცხადებს ქ. ჯ-ის მიერ მის კუთვნილ ბინაში სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე. თავად ოქმი წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, დღის წესრიგში საუბარია შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში მხოლოდ სარემონტო სამუშაოებზე. ამასთან ამხანაგობის წევრები ინფორმირებული იყვნენ მხოლოდ მოსალოდნელ სარემონტო და არა სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე კრებას არ ესწრებოდა წევრთა 2/3 და არც გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთხმად, შესაბამისად, წარდგენილი კრების ოქმი ყალბია.
მოსარჩელის მითითებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის #5002191 დასკვნის შესაბამისად, მისსა და ქ. ჯ-ის ბინებს შორის საშხაპის მოწყობის ადგილას, მხოლოდ ხის გადახურვაა. ხის კოჭები ძალიან ძველია და ლპობას განიცდის, სახლს მინიჭებული აქვს შენობის დაზიანების მეორე კატეგორია. ბეტონის საფარით ხის იატაკის იზოლირება ვერ მოხდება, რაც გამოიწვევს დროთა განმავლობაში წყლის ჩადინებას. ამ ფაქტების სისტემატიური განმეორება გამოიწვევს ჭერის ჩამონგრევას, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საკმაოდ ძველია და ნესტიანი. მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში განმარტავს, რომ სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია საპირფარეშოს ან სააბაზანოს (ან/და საშხაპეს) განთავსება (იხ. ს.ფ. 47-61; ტ.1)
მოპასუხის მითითებით, ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ზ. ვ-მა განაცხადა, რომ ქ. ჯ-ის მიერ ბინის შეძენამდეც ჩადიოდა წყალი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, რომლის თავზეც, მეორე სართულზე მოწყობილი იყო სველი წერტილი. ზ. ვ-ი ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სველი წერტილი მას ზიანს აყენებდა (იხ. ს.ფ. 201).
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 297-306; ტ.1).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებისგან ქ. თბილისის მერიაში შეიქმნა სათათბირო ორგანო - გაერთიანებული მეთოდური საბჭო, რომლის 2010 წლის 16 ნოემბრის #46 სხდომის ოქმის შესაბამისად, დადებითი შეფასება მიეცა ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში არსებულ შენობაში ქ. ჯ-ის ბინის ინტერიერის გადაგეგმარებისა (მათ შორის, სველი წერტილების მოწყობა) და საერთო სარგებლობის სველი წერტილის გადაგეგმარება-რემონტს.
ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...“ 2010 წლის 11 ნოემბრის #5 კრების ოქმის შესაბამისად, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის 2/3, ერთსულოვნად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში მცხოვრები ქ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ფართის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების შესახებ.
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ... ქ. #42-ში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე ქ. ჯ-ის ბინის ინტერიერის გადაგეგმარების და საერთო სარგებლობის სველი წერტილის გადაგეგმარება-რემონტის არქიტექტურული პროექტი.
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა 2010 წლის 26 ნოემბერს გასცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა #01/2704.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ზ. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივარი. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
მოპასუხეებმა და მესამე პირებმა სადავოდ გახადეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის #5002191 დასკვნა (ს.ფ 30-36).
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება - სასამართლოს მსჯელობით არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული აქტებით არსებითად ირღვევა და რეალური ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული და დადგენილი ფაქტების შეფასება;
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სასამართლოს დასკვნები - სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
სასამართლოს შეფასებით წარმოდგენილი სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. მოპასუხე მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სადავო აქტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს, რომელთაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს მათი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სანებართვო მოწმობის გაცემა ხორციელდება ,,კულტურული მემკვიდრეობის“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაობის ნებართვის მისაღებად განცხადებას, გარდა ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული დოკუმენტებისა, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დამატებით უნდა დაერთოს გარკვეული დოკუმენტაცია.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” #140 დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის 43-ე მუხლის ,,ლ“ ქ/პ თანახმად, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საექსპერტო დასკვნა შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესახებ წარსადგენია, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სანებართვო მოწმობა გაცემულ იქნა ბინის ინტერიერის გადაგეგმარებისა და საერთო სველი წერტილების გადაგეგმარების რემონტზე. რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა საშხაპის მოწყობის შესაძლებლობის შესახებ კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენის დავალდებულების არანაირი სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობა ,, ...“ 2010 წლის 11 ნოემბრის #5 კრების ოქმის წინააღმდეგობრივ ხასიათსა და მის სიყალბეს სასამართლოს განმარტებით, ამხანაგობის წევრების მხრიდან გაცემული თანხმობა მოიცავდა სამუშაოებს იმ ფარგლებში, რაზედაც გაიცა სანებართვო მოწმობა. ამხანაგობის კრების ოქმის სიყალბე კი დადგენილი არ არის კანონით დადგენილი წესით, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მითითებას აღნიშნული კუთხით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის #5002191 დასკვნის შესაბამისად, ზ. ვ-ის კუთვნილი, უშუალოდ სამზარეულოს მაღლა, მობინადრე ქ. ჯ-ის კუთვნილ სამზარეულოს ხის იატაკზე, საშხაპისათვის განკუთვნილი ბეტონის იატაკი მოწყობილია ტექნიკური ნორმების დარღვევით. უშუალოდ სამზარეულოს მაღლა, საშხაპის მოწყობით დაირღვევა ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების (სნ. და პ. 2.08.01.-89) 2.6 პუნქტის მოთხოვნები.
,,სამშენებლო ნორმები და წესები~ (სნ. და პ. 2.08.01.-89), რომლის დარღვევაზეც მიუთითებს ექსპერტი თავის დასკვნაში, ძალაში იქნა დატოვებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის #1-1/1839 ბრძანებით, აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გამოქვეყნდა 2010 წლის 30 ნოემბერს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული სანებართვო მოწმობის ბრძანების გაცემის მომენტისათვის ჯერ კიდევ არ იყო ძალადაკარგული საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება.
სასამართლოს განმარტებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2704 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის #01/2939 უძრავ ძეგლზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული სანებართვო მოწმობის მიმართ მხარეს უდავოდ ჰქონდა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. თავისთავად, ზემოაღნიშნული პირების უფლებების დარღვევის ფაქტი საკმარისი არ არის, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამდენად, აღმჭურველი ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს სხვა პირის კანონიერი უფლებების ან ინტერესების არსებითი დარღვევაც, რაც მოცემულ შემთხვევაში არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება.
რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულების ბათილად ცნობას, აღნიშნულთან დაკაშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, 185-ე მუხლზე და 201-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის #154 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 297-306; ტ.1).
აპელანტი: ზ. ვ-ი
წარმომადგენელი: ფ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე: ქ. თბილისის მერია;
წარმომადგენელი: ა. ბ-ი.
მოწინააღმდგე მხარე: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი: მ. ჯ-ი
მესამე პირი: ქ. ჯ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლის შესაბამისად, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაობის ჩატარების შედეგად რეალური ზიანი ადგება მის საცხოვრებელ სახლს.
სამართლებრივი: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მიხედავად იმისა, დადგენილად მიიჩნია, რომ რეკონსტრუქციის ნებართვის გაცემის დროს მოქმედებდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ და ზედამხედველობის სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული კანონის მოთხოვნებით (იხ. ს.ფ. 314-322; ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარებმა - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლება წერილობითი ახსნა-განმარტებებით, ფაქტობრივად გაიმეორეს საქალაქო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მოტივები (იხ. ს.ფ. (იხ. ს.ფ. 25-26; 29-36; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 39-49; ტ.2).
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა მოცემული სადავო აქტის კანონიერების შესახებ, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მთლიანად და აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით, მიუთითა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 8 თებერვლის #5002191 დასკვნის, შესაბამისად, ზ. ვ-ის კუთვნილი, უშუალოდ სამზარეულოს მაღლა, მობინადრე ქ. ჯ-ის კუთვნილ სამზარეულოს ხის იატაკზე, საშხაპისათვის განკუთვნილი ბეტონის იატაკი მოწყობილია ტექნიკური ნორმების დარღვევით. უშუალოდ სამზარეულოს მაღლა, საშხაპის მოწყობით დაირღვევა ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების“ (სნ. და პ. 2.08.01.-89) 2.6 პუნქტის მოთხოვნები (ს.ფ 30-36). აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამგვარ ნორმებს და შეზღუდვებს ბინის ინტერიერის დაგეგმარების კუთხით. ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე `საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის #1-1/1839 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება. ასევე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-31 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მიუხედავად მათი დასახელებისა, რომლებიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნიათ. ვინაიდან აღნიშნული სამშენებლო ნორმები და წესები რეგისტრირებული არ არის სახელმწიფო რეესტრში, შესაბამისად, მათ იურიდიული ძალა არ აქვთ და აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მითითება ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2010 წლის 4 ნოემბრის #08-14/7884 წერილზე, რომლის მიხედვითაც უშუალოდ საცხოვრებელი ოთახის ან სამზარეულოს ზევით დაუშვებელია საპირფარეშოს ან სააბაზანოს განთავსება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამასთან, აპელანტისათვის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემით რეალური, არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი დაუსაბუთებელია. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა და საპატრულო პოლიციის 2010 წლის 10 და 12 დეკემბრის ოქმები, რომლებზეც აპელირებითაც ზ. ვ-ი ცდილობს დაადასტუროს გასაჩივრებული აქტების მიღებით მისი ქონების დაზიანების ფაქტი, ასეთ დასკვნებს არ შეიცავს. ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია სამომავლო შესაძლო ზიანზე, რაც არ შეიძლება გახდეს აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას დაადასტურა, რომ მის ბინაში წყლის ჩამოდინება სანებართვო მოწმობის გაცემამდეც ხდებოდა (იხ. ს.ფ. 39-49; ტ.2).
კასატორი: ზ. ვ-ი
წარმომადგენელი: ფ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე: ქ. თბილისის მერია; სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
მესამე პირი: ქ. ჯ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი : სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2011 წლის 5 თებერვლის #3/26 ბრძანება ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად მიიჩნია მისი სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედება ასევე არ გაიზიარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 22 ნოემბრის #1-1/1839 ბრძანება.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმაც და სასამართლომაც არ გამოიყენა ,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის 57-ე დადგენილების 35.4 მუხლი და გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენეს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #140 დადგენილება, რომელიც ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით.
მატერიალური: სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი საქმის მასალები, სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. არ გაითვლისწინა ის გარემოება, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემით მას (მის ქონებს) მიადგა რეალური, არსებითი ზიანი. საქმეში არსებული საინჟინრო-კონსტრუქციულ დასკვნაში მითითებულია, რომ საშხაპისათვის განკუთვნილი ბეტონის იატაკი მოწყობილია ტექნიკური ნორმების დარღვევით. ბეტონის საფარს სხვა საყრდენი არ გააჩნია გარდა ხის იატაკისა. საშხაპის მოწყობის შემთხვევაში ბეტონის საფარით ხის იატაკის იზოლირება ვერ ხდება, რაც გამოიწვევს ხის იატაკის დანესტიანებასა და ლბობას, ამასთან, მომავლშიც გამორიცხული არ არის სამზარეულოში წყლის ჩადინება. აღნიშნულითა და საპატრულო პოლიციის 2010 წლის 10 და 12 დეკემბრის ოქმებით დასტურდებოდა სწორედ ქონებრივი ზიანის მიღების ფაქტები, რაც სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა.
სადავო ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კანონს და დარღვეული იყო მისი გამოცემისა და მომზადების წესები (იხ. ს.ფ. 58-64; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორის ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე _ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება გადამოწმებას საქმის სასამართლო განხილვის გზით (იხ. ს.ფ. 99-102; ტ.2).
საკასაციო სასამართლომ მოსარჩელესა და მესამე პირს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა, მათ მიერ არაერთგზის წარმოდგენილ იქნა მორიგების სახვადასხვა ვერსია (იხ.ს.ფ. 128-130; 147-151; 179-183; 192-197; 200-202; 243-247; 301-303; ტ.2). 2012 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. ს.ფ. 305-309; ტ.2) შეჯერდა წინამდებარე ვერსია და მოსარჩელემ და მესამე პირმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
,,მხარეები ზ. ვ-ი და ქ. ჯ-ე ვთანხმდებით შემდეგზე: ქ. ჯ-ე, მის საცხოვრებელ ფართში, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში, უზრუნველყოფს თავისი ხარჯებით შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
1) სამზარეულოს ავეჯის დაშლა, შემდგომში ძველ ადგილზე დაბრუნებით;
2) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების დაშლა (ჭერის სიმაღლე 4 მ-დე);
3) კერამიკული იატაკის დაშლა ელ/პერფორატორით;
სასამართლო შენიშვნა: მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხელნაწერ მორიგების აქტში არეული ნუმერაციის გამო, კერძოდ, მე-3 პირობის შემდეგ მოდის მე-5, სარეზოლუციო ნაწილის ნუმერაცია არ ემთხვევა ხელნაწერი მორიგების აქტის ნუმერაციას;
4) ლინოლიუმის იატაკის დაშლა;
5) სამზარეულოს და სანკვანძის შემომფარგლავი რ/კ ბეტონის ფილის მოწყობა ბეტონით მ=140 (ასორმოცი) პროექტის თანახმად, ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
6) მეტალის კარკასისათვის აგურის კედლებში ბუდეების ზომებით 20X20 სმ სიღრმით 20 სმ მოწყობა შემდგომი შევსებით ცემენტის ხსნარით მ=100; (პროექტის შესაბამისად);
7) მეტალის კარკასის მოწყობა (ორტესებრი კოჭებით #14) არმატურის ორმაგი ბადით არმირებით (პროექტის თანახმად) ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
8) არმატურის დ=10 ა-3 კლასის ღირებულება და მონტაჟი;
9) ლითონის კარკასზე (ორი მხრიდან) ,,კნაუფის“ თაბაშირ-მუყაოს ფილებით ტიხრების მოწყობა, ხმისა და თბოიზოლაციით, 10 სმ-იანი მინერალური ბამბის გამოყენებით სამშენებლო ნორმების თანახმად;
10) ცემენტის იატაკის მოწყობა რკ/ბეტონის გადახურვაზე ცემენტის ხსნარით მ=100;
11) კერამიკული იატაკის მოწყობა ფილებით ცემენტის ხსნარზე;
12) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მოწყობა სამშენებლო ნორმების თანახმად (ჭერის სიმაღლე 4-მდე);
13) ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის დემონტაჟი შემდგომი მონტაჟით ძველ ადგილზე;
14) საშხაპეში საკანალიზაციო ტრაპის მოწყობა (საკანალიზაციო მილით 50 მმ სიგრძით ლ=5 მეტრამდე;
15) აღნიშნული სამუშაოების შესრულება უნდა დასრულდეს 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს;
სამუშაოების შესრულებისას ინჟინერ თ. ხ-ას დასწრება მოხდება მხარეების შეთანხმებით, სამუშაოების დამთავრებას შეამოწმებს მხარეების მიერ მოწვეული ინჟინერი;
ასევე ქ. ჯ-ის მიერ შესრულებული იქნება ზემოთმითითებული სამუშაოების შესრულებისას წარმოშობილი გაუთვალისწინებელი სამუშაოები;“
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორის ზ. ვ-ის, მისი წარმომადგენლის ფ. კ-ასა და მესამე პირის – ქ. ჯ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. ).
მოსარჩელისა და მესამე პირს შორის მიღწეული მორიგების აქტის საფუძველზე მოსარჩელემ ზ. ვ-მა უარი თქვა სარჩელზე (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 305-309; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების, ზ. ვ-ისა და ქ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტის შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ზ. ვ-ისა და ქ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო, სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
,,მხარეები ზ. ვ-ი და ქ. ჯ-ე ვთანხმდებით შემდეგზე: ქ. ჯ-ე, მის საცხოვრებელ ფართში, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში, უზრუნველყოფს თავისი ხარჯებით შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
1) სამზარეულოს ავეჯის დაშლა, შემდგომში ძველ ადგილზე დაბრუნებით;
2) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების დაშლა (ჭერის სიმაღლე 4 მ-დე);
3) კერამიკული იატაკის დაშლა ელ/პერფორატორით;
სასამართლო შენიშვნა: მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხელნაწერ მორიგების აქტში არეული ნუმერაციის გამო, კერძოდ, მე-3 პირობის შემდეგ მოდის მე-5, სარეზოლუციო ნაწილის ნუმერაცია არ ემთხვევა ხელნაწერი მორიგების აქტის ნუმერაციას;
4) ლინოლიუმის იატაკის დაშლა;
5) სამზარეულოს და სანკვანძის შემომფარგლავი რ/კ ბეტონის ფილის მოწყობა ბეტონით მ=140 (ასორმოცი) პროექტის თანახმად, ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
6) მეტალის კარკასისათვის აგურის კედლებში ბუდეების ზომებით 20X20 სმ სიღრმით 20 სმ მოწყობა შემდგომი შევსებით ცემენტის ხსნარით მ=100; (პროექტის შესაბამისად);
7) მეტალის კარკასის მოწყობა (ორტესებრი კოჭებით #14) არმატურის ორმაგი ბადით არმირებით (პროექტის თანახმად) ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
8) არმატურის დ=10 ა-3 კლასის ღირებულება და მონტაჟი;
9) ლითონის კარკასზე (ორი მხრიდან) ,,კნაუფის“ თაბაშირ-მუყაოს ფილებით ტიხრების მოწყობა, ხმისა და თბოიზოლაციით, 10 სმ-იანი მინერალური ბამბის გამოყენებით სამშენებლო ნორმების თანახმად;
10) ცემენტის იატაკის მოწყობა რკ/ბეტონის გადახურვაზე ცემენტის ხსნარით მ=100;
11) კერამიკული იატაკის მოწყობა ფილებით ცემენტის ხსნარზე;
12) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მოწყობა სამშენებლო ნორმების თანახმად (ჭერის სიმაღლე 4-მდე);
13) ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის დემონტაჟი შემდგომი მონტაჟით ძველ ადგილზე;
14) საშხაპეში საკანალიზაციო ტრაპის მოწყობა (საკანალიზაციო მილით 50 მმ სიგრძით ლ=5 მეტრამდე;
15) აღნიშნული სამუშაოების შესრულება უნდა დასრულდეს 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს;
სამუშაოების შესრულებისას ინჟინერ თ. ხ-ას დასწრება მოხდება მხარეების შეთანხმებით, სამუშაოების დამთავრებას შეამოწმებს მხარეების მიერ მოწვეული ინჟინერი;
ასევე ქ. ჯ-ის მიერ შესრულებული იქნება ზემოთმითითებული სამუშაოების შესრულებისას წარმოშობილი გაუთვალისწინებელი სამუშაოები;“
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ზ. ვ-ის, მისი წარმომადგენლის - ფ. კ-ასა და მესამე პირის - ქ. ჯ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. ).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა განაცხადეს თანხმობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მიჩნევით წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 ,,გ" მუხლის საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს ზ. ვ-ისა და ქ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო, სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან ხარჯების განაწილებაზე მათ მიერ გაწეული ხარჯები თანაბრად უნდა გადანაწილდეს ანუ სასამართლო აღარ გადაანაწილებს მათ მიერ გაწეულ ხარჯებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-11; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე ,,გ“ პუნქტით, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივნისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს მოსარჩელის ზ. ვ-ის და მესამე პირის ქ. ჯ-ის შუამდგომლობა; დამტკიცდეს მათ შორის წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
,,მხარეები ზ. ვ-ი და ქ. ჯ-ე ვთანხმდებით შემდეგზე: ქ. ჯ-ე, მის საცხოვრებელ ფართში, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. #42-ში, უზრუნველყოფს თავისი ხარჯებით შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
1) სამზარეულოს ავეჯის დაშლა, შემდგომში ძველ ადგილზე დაბრუნებით;
2) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების დაშლა (ჭერის სიმაღლე 4 მ-დე);
3) კერამიკული იატაკის დაშლა ელ/პერფორატორით;
სასამართლო შენიშვნა: მხარეების მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ხელნაწერ მორიგების აქტში არეული ნუმერაციის გამო, კერძოდ, მე-3 პირობის შემდეგ მოდის მე-5, სარეზოლუციო ნაწილის ნუმერაცია არ ემთხვევა ხელნაწერი მორიგების აქტის ნუმერაციას;
4) ლინოლიუმის იატაკის დაშლა;
5) სამზარეულოს და სანკვანძის შემომფარგლავი რ/კ ბეტონის ფილის მოწყობა ბეტონით მ=140 (ასორმოცი) პროექტის თანახმად, ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
6) მეტალის კარკასისათვის აგურის კედლებში ბუდეების ზომებით 20X20 სმ სიღრმით 20 სმ მოწყობა შემდგომი შევსებით ცემენტის ხსნარით მ=100; (პროექტის შესაბამისად);
7) მეტალის კარკასის მოწყობა (ორტესებრი კოჭებით #14) არმატურის ორმაგი ბადით არმირებით (პროექტის თანახმად) ყველა თანმხვედრი სამუშაოებით;
8) არმატურის დ=10 ა-3 კლასის ღირებულება და მონტაჟი;
9) ლითონის კარკასზე (ორი მხრიდან) ,,კნაუფის“ თაბაშირ-მუყაოს ფილებით ტიხრების მოწყობა, ხმისა და თბოიზოლაციით, 10 სმ-იანი მინერალური ბამბის გამოყენებით სამშენებლო ნორმების თანახმად;
10) ცემენტის იატაკის მოწყობა რკ/ბეტონის გადახურვაზე ცემენტის ხსნარით მ=100;
11) კერამიკული იატაკის მოწყობა ფილებით ცემენტის ხსნარზე;
12) თაბაშირ-მუყაოს ტიხრების მოწყობა სამშენებლო ნორმების თანახმად (ჭერის სიმაღლე 4-მდე);
13) ჭურჭლის სარეცხი ნიჟარის დემონტაჟი შემდგომი მონტაჟით ძველ ადგილზე;
14) საშხაპეში საკანალიზაციო ტრაპის მოწყობა (საკანალიზაციო მილით 50 მმ სიგრძით ლ=5 მეტრამდე;
15) აღნიშნული სამუშაოების შესრულება უნდა დასრულდეს 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს;
სამუშაოების შესრულებისას ინჟინერ თ. ხ-ას დასწრება მოხდება მხარეების შეთანხმებით, სამუშაოების დამთავრებას შეამოწმებს მხარეების მიერ მოწვეული ინჟინერი;
ასევე ქ. ჯ-ის მიერ შესრულებული იქნება ზემოთმითითებული სამუშაოების შესრულებისას წარმოშობილი გაუთვალისწინებელი სამუშაოები;“
4. მხარეები გამოთქვამენ თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი დამტკიცებული იქნეს სასამართლოს მიერ და დავაზე შეწყვეტილი იქნეს საქმის წარმოება;
5. დაკმაყოფილდეს ზ. ვ-ის შუამდგომლობა მორიგების მიღწევის გამო სარჩელზე უარის თქმის შესახებ და შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;
6. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
7. სასამართლო წარმოების დროს მხარეთა მიერ გაღებული ხარჯები მხარეებს შორის არ გადანაწილდეს;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/