საქმე ¹ბს-251-248(კ-12) 26 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” გამგეობის წევრების – გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2011 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” გამგეობის წევრებმა – გ. ა-ემ, ბ. ო-ემ და ი. შ-მა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბათუმის მერიისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ბათუმის მერიის 13.05.2002 წ #109 და 08.05.2003 წ. #58 დადგენილებების, ბათუმის მთავრობის 13.06.2006 წ. ¹173 დადგენილების მეორე ნაწილის და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” გამგეობის სხდომის 25.04.2001 წ. ოქმების ბათილად ცნობა, ასევე ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 06.06.1993 წ. #141 და 05.10.1993 წ. #345 დადგენილებების ძალაში დატოვება. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა დამატებით მოითხოვეს ბათუმის მერიის 28.07.2006 წ. #203 დადგენილების, ბათუმის მთავრობასა და შპს ,,გ...” შორის დადებული 06.10.2006 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შპს ,,გ...” და შპს ,,ჯ...” შორის 13.10.2006 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
20.08.2007 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო დ.ბ-ე, ხოლო 25.02.2009 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,გ...” და შპს ,,ჯ...”.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე მოსარჩელეებმა გაიხმეს სარჩელი 06.10.2006 წ. და 13.10.2006 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.03.2009 წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.03.2009 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.2009 წ. განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...” გამგეობის 25.04.2001 წ. ოქმების, ამხანაგობის 30.04.2001 წ. დამტკიცებული დებულებისა და ბათუმის მერიის 13.05.2002 წ. #109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.2009 წ. განჩინებით მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეჩერდა, სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში და საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 01.02.2011 წ. განჩინებით მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა აკადემიის 25.04.2001 წ. სხდომის ოქმების, 30.04.2001 წ. დებულებისა და ბათუმის მერიის 13.05.2002 წ. #109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.06.2011 წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.08.2011 წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება განახლდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.10.2011 წ. განჩინებით გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.03.2009 წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის მიერ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს _ გ. ა-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 28.03.12წ. სალაროს შემოსავლის #5000926 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის BIC კოდი - REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის #GE79 BR00 0000 0033 0500 01.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის, ბ. ო-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2011 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ გ. ა-ეს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 28.03.2012წ. სალაროს შემოსავლის #5000926 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის BIC კოდი - REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის #GE79 BR00 0000 0033 0500 01.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე