Facebook Twitter
¹ბს-628-616(კ-12)

ბს-628-616(კ-12) 17 სექტემბერი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორი (მოსარჩელე) – გ. ჭ-ე;

მოწინააღმდეგე მხარეები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური;

თავდაპირველი მოსარჩელეები _ 1. გ. ჭ-ე; 2. ე. კ-ე; 3. მ. წ-ი; 4. თ. ბ-ე; 5. ს. მ-ა; 6. თ. ს-ი; 7. მ. კ-ე; 8. თ. ა-ი; 9. ნ. თ-ე; 10. ლ. ჭ-ე; 11. დ. პ-ი; 12. გ. ი-ი; 13. თ. ს-ა; 14. მ. გ-ი; 15. გ. ჩ-ი; 16. მ. ს-ე; 17. ე. შ-ა; 18. მ. კ-ე; 19. მ. ბ-ე; 20. ნ. ჭ-ა; 21. რ. თ-ა; 22. ქ. ც-ი; 23. რ. ს-ე; 24. ე. კ-ი; 25. ს. ხ-ე; 26. ე. დ-ი; 27. ლ. ხ-ი; 28. გ. დ-ი; 29. თ. ს-ე; 30. მ. ა-ი.

მესამე პირები _ 1. რ. მ-ი; 2. ო. შ-ი; 3. ლ. მ-ი; 4. ნ. გ-ი; 5. დ. პ-ი; 6. ა. კ-ე; 7. დ. ყ-ი; 8. შ. ა-ი; 9. ქ. ს-ა; 10. ლ. შ-ე; 11. მ. გ-ა; 12. თ. ჩ-ა; 13. ი. ნ-ე; 14. მ. ა-ე; 15. ა. მ-ე; 16. გ. გ-ი; 17. ა. გ-ა; 18. ლ. კ-ი; 19. ო. დ-ი; 20. შ. ს-ე; 21. ლ. დ-ე; 22. დ. ტ-ე; 23. ნ. კ-ე; 24. თ. ჯ-ა; 25. ნ. ჩ-ე; 26. გ. ს-ი; 27. ზ. მ-ი; 28. მ. გ-ი; 29. ჯ. ჩ-ი; 30. დ. მ-ა; 31. კ. ბ-ე; 32. ნ. ყ-ი; 33. ნ. კ-ე; 34. ლ. თ-ი; 35. ი. ხ-ე; 36.ზ. ს-ა; 37. ვ. ჩ-ი; 38. ნ. ჭ-ე; 39. მ. ა-ი; 40. ა. ა-ა; 41. ვ. ლ-ი; 42. ს. ა-ა; 43. მ. რ-ე; 44. ნ. ზ-ი; 45. ა. კ-ე; 46. მ. ქ-ა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება;

დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 25 მაისს ამხანაგობა ,,...” თავმჯდომარემ გ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მარტის ¹882009070969-03, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 აპრილის ¹882009070969-06 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 23 აპრილის ¹71252 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ რ. მ-ი და ო. შ-ი. ამავე განჩინებით საქმეზე მოსარჩელეებად დადგენილ იქნენ ამხანაგობა „...” წევრები ე. კ-ე; მ. წ-ი; თ. ბ-ე; ს. მ-ა; თ. ს-ი; ა. კ-ე; თ. ა-ი; ნ. თ-ე; ლ. ჭ-ე; დ. პ-ი; გ. ი-ი; თ. ს-ა; მ. გ-ი; გ. ჩ-ი; მ. ს-ე; ე. შ-ა; მ. კ-ე; მ. ბ-ე; ნ. ჭ-ა; რ. თ-ა; ქ. ც-ი; რ. ს-ე; ე. კ-ი; ს. ხ-ე; ე. დ-ი; ლ. ხ-ი; გ. დ-ი; თ. ს-ე; მ. ა-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის თანახმად ასევე ჩაბმულ იქნენ ს. ა-ა, მ. რ-ე, ნ. ზ-ი, ა. კ-ე, მ. მ-ი, გ. რ-ი, თ. გ-ე, ი. ღ-ი, მ. დ-ე, რ. კ-ე და ვ. ქ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ ლ. მ-ი; ნ. გ-ი; დ. პ-ი; ა. კ-ე; დ. ყ-ი; შ. ა-ი; ქ. ს-ა; ლ. შ-ე; მ. გ-ა; თ. ჩ-ა; ი. ნ-ე; მ. ა-ე; ა. მ-ე; გ. გ-ი; ა. გ-ა; ლ. კ-ი; ო. დ-ი; შ. ს-ე; ლ. დ-ე; დ. ტ-ე; ნ. კ-ე; თ. ჯ-ა; ნ. ჩ-ე; გ. ს-ი; ზ. მ-ი; მ. გ-ი; ჯ. ჩ-ი; დ. მ-ა; კ. ბ-ე; ნ. ყ-ი; ნ. კ-ე; ლ. თ-ი; ი. ხ-ე; ზ. ს-ა; ვ. ჩ-ი; ნ. ჭ-ე; მ. ა-ი; ა. ა-ა; ვ. ლ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მარტის ¹882009070969–03 და 2009 წლის 21 აპრილის ¹882009070969–06 გადაწყვეტილებები ა. ა-ასა და რ. მ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერების წარდგენის მოთხოვნის ნაწილში, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის როვნული სააგენტოს 2009 წლის 23 აპრილის ¹71252 გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების სასარჩელო განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მარტის ¹882009070969–03 და 2009 წლის 21 აპრილის ¹882009070969–06 გადაწყვეტილებების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ნაწილობრივ ბათილად გამოცხადების ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 23 აპრილის ¹71252 გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

2012 წლის 3 აგვისტოს კასატორის _ გ. ჭ-ის წარმომადგენელმა ბექა ბადრიშვილმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. ჭ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის – გ. ჭ-ის წარმომადგენელმა უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებულ მუხლს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ბ. ბ-ის უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტი და მიიჩნია, რომ აღნიშნული შედგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ მარწმუნებლების მიერ გაცემული მინდობილობა შეიცავს სპეციალურ მითითებას ბექა ბადრიშვილის უფლებამოსილების თაობაზე, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დააკმაყოფილოს გ. ჭ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის შუამდგომლობა და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება. აქვე საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჭ-ის წარმომადგენლის - ბ. ბ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს; გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება; კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე გადაწყვეტილება საკასაციო წესით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე