საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-653-639(კ-12) 24 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.08წ. განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 28.12.04წ. განჩინება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. აღნიშნული საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა 02.02.09წ., ხოლო საკასაციო სასამართლოში საქმე 13.09.12წ. გადმოიგზავნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად (2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენდა 1 თვეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინება 13.12.08წ. ჩაჰბარდა შპს „...“ დირექტორს – გ. ფ-ს. შესაბამისად, სსსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი (2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა 14.01.09წ. ამოიწურა. საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 17.01.09წ. იქნა შეტანილი ვადის დარღვევით, შესაბამისად არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე