ბს-333-329(კ-12) 11 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს ... აჭარის ფილიალმა მოპასუხეების სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა” და აჭარის ა.რ. რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მესამე პირის შპს ...” მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ... 2011 წლის 18 მაისის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა.რ. რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2011 წლის 20 ივნისის ¹126 ბრძანების ბათილად ცნობასა და მოპასუხის დავალდებულებას მისთვის გაეცნო სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” 2011 წლის 26 აპრილის ოქმისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ შპს ,, ...” საპროექტო დოკუმენტაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ... სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის 20 ივნისის ¹¹126 ბრძანება, საია-ს 2011 წლის 18 მაისის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის, სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” სათათბირო ორგანოს 2011 წლის 26 აპრილის ¹¹5 ოქმის გასაცნობად გაცემის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხე სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის სახით გაეცა გასაცნობად მოსარჩელისათვის, სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგეტოს” სათათბირო ორგანოს 2011 წლის 26 აპრილის ¹¹5 ოქმი; საია-ს სარჩელის დანარჩენი ნაწილი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ,,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს” საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე