Facebook Twitter

საქმე ¹ბს-277-273(კ-12) 17 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “ა...-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

17.03.10წ. შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს “ა...-ის”, შპს “ა. ჯ. ლ.” მიმართ, მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.11.10წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადასტურებულად იქნა ცნობილი, რომ შპს “ა.” და შპს “ა. ჯ. ლ.” წარმოადგენდნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა. ჯ. ლ.”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.11წ. განჩინებით შპს “ა. ჯ. ლ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა. ჯ. ლ.”. საკასაციო სასამართლოს 20.07.11წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

შპს “ა. ჯ. ლ.” ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. საქალაქო სასამართლოს 06.10.11წ. საოქმო განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.11.10წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. საქალაქო სასამართლოს 25.10.11წ. გადაწყვეტილებით თბილისის რეგიონული ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ა...-მა”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.01.12წ. განჩინებით შპს “ა...-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 25.10.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა...-მა”, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შპს “ა...-ისა” და შპს “ა. ჯ. ლ.” ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული შპს “ა...-ის” საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ა...-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “ა...-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს – ნ. შ-ს (პირადი ნომერი ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 06.03.12წ. ¹4938985 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის BIC კოდი REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ა...-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.12წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის წარმომადგენელს – ნ. შ-ს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 06.03.12წ. ¹4938985 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის BIC კოდი - REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე