Facebook Twitter

საქმე ¹ბს-337-333(კ-12) 17 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. თ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ... ქ.¹16, ბ.¹8-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაციის ბათილად ცნობის, ასევე სარეგისტრაციო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.04.2009 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.05.2009 წ. გადაწყვეტილებით ფ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში ... ქ. ¹16, ბ.¹8-ში მდებარე ფ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 30.12.2008 წ. #5114 ბრძანება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 9.12.2010 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო კ . გ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2011წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.05.2009 წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

პირველ ინსტანციაში საქმის ხელახალი განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ბათუმის რეგიონალური ცენტრის 30.12.2008 წ. #5114 ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთანავე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრს შეეცვალა საპროცესო სტატუსი და სსიპ შემოსავლების სამსახური საქმეში ჩაერთო მოპასუხედ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.10.2011 წ. გადაწყვეტილებით ფ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 17.12.2008 წ. გადაწყვეტილება და ქ. ბათუმში, ... ქ.¹16, ბ.¹8-ში მდებარე ფ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაცია; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის რეგიონალური ცენტრის 30.12.2008 წ. #5114 ბრძანება ფ. თ-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 31.12.2008 წ. გადაწყვეტილება ფ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.12.2011 წ. განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

კასატორი _ სსიპ შემოსავლების სამსახური განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე