საქმე ¹ბს-463-458(2კ-12) 24 ოქტომბერი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. შ-ის, კ. გ-ის, ლ. გ-ის, ნ. შ-ას, ნ. ლ-ის, რ. ხ-ის, დ. მ-ის, მ. ჩ-ის, ა. გ-ის, შპს ,,...”, გ. ბ-ის, ლ. პ-ის, ლ. პ-ის, ნ. ქ-ისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2012 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. შ-მა, ნ. შ-ამ და სხვებმა სარჩელით მიმართეს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მოპასუხე შპს ,,...” მიმართ, მოსარჩელეების ნ. ლ-ის, ე.შ-ას და მ.შ-ას შპს ,,...” პარტნიორებად ცნობის, საზოგადოების პარტნიორთა შემადგენლობიდან გ. ბ-ის, გ. ყ-ის, ლ. პ-ის, ნ. ჯ-ას, ნ. პ-ის, ლ. ნ-ისა და ლ. პ-ის ამორიცხვისა და საზოგადოების პარტნიორთა შორის წილების თანაბრად გადანაწილების შესახებ. მოპასუხე შპს ,,...” დირექტორმა ნ. პ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და წილის გამოყენებასა და გასხვისებაზე სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის გაუქმება.
ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.05.1999 წ. გადაწყვეტილებით რ. შ-ის, ნ. შ-ას, ლ. გ-ის, და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რ. შ-ის, ლ. შ-ას და სხვათა მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 06 და 14 ივლისის განჩინებებით აპელანტების შუამდგომლობა დავის საგნის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა: აპელანტებმა მოითხოვეს ატელია ,,...” პრივატიზაციის ბათილად ცნობა, შპს ,,...” რეგისტრაციის გაუქმება, შესაბამისად, საქმეში მოპასუხედ ჩაება თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო, ხოლო მესამე პირად მოპასუხის მხარეზე – ზ.ც-ე. 02.03.2000 წ. აპელანტებმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით დამატებით მოითხოვეს კოლექტივისთვის 2-თვიანი ვადის მიცემა ხელახალი პრივატიზაციის ჩასატარებლად.
სააპელაციო პალატის 28.07.1999 წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს შპს ,,...” პარტნიორებმა გ. ყ-მა, ლ. პ-მა, გ. ბ-მა და ლ. პ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 11.08.1999 წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, რომლის 03.11.1999 წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 28.07.1999 წ. და 11.08.1999 წ. განჩინებები და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 17.04.2000 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რომლის 08.01.2001 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10. 05.1999 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 06.07.2000 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთოშპს ,,...”, ხოლო 08.01.2001 წ. განჩინებით – ვ. კ-ე და მ. ჩ-ი.
08.01.2001 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრეს შრომითი კოლექტივის წევრების წარმომადგენელმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.06.2001 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.2003 წ. გადაწყვეტილებით რ. შ-ის, ნ. შ-ას და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 10.05.1999 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. შ-ის, ნ. შ-ას და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყევტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. შ-მა, ნ. შ-ამ, ე. შ-ამ, ლ.ლ-მა, ლ. გ-ემ, ა. გ-მა, დ. მ-მა, კ. გ-მა, რ. ხ-მა, მ.ხ-მა, შ. ბ-მა და ვ. კ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.07.2004 წ. განჩინებით რ. შ-ის, ე. შ-ას და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 21.09.2005 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნოტარიუსი ქ. ო-ე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.11.2006 წ. განჩინებით - ნოტარიუსი ც. ბ-ე. ამავე სასამართლოს 26.11.2008 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ გ. ბ-ი, გ. ყ-ი, ლ. პ-ი, ნ. პ-ი, ლ. ნ-ე და ლ. პ-ი. აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ დაზუსტდა საქმეში მონაწილე პირთა სტატუსი და პალატის 28.01.2009 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად მონაწილე გ. ბ-ი, გ. ყ-ი, ლ. პ-ი, ნ. პ-ი და ლ. პ-ი მიჩნეულ იქნენ მოპასუხეებად. ამასთანავე, ე. შ-ას, ნ. ჯ-ას, ლ. ნ-ისა და შ. ბ-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატის 07.04.2010 წ. განჩინებით კი ლ. ნ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ქ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.04.2010 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. შ-ის, კ. გ-ის და სხვათა მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.2011 წ. განჩინებით რ. შ-ის, კ. გ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.2012 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 10.05.1999 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 27.05.1996 წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოსა და ატელიე ,,...” შრომით კოლექტივს შორის დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, 28.05.1996 წ. საკუთრების დამადასტურებელი ¹23/795-პ მოწმობა ,,...” 59,9 %-ის შესაბამისი ქონების პრივატიზაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,...” რეგისტრაცია. სარჩელი, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელახალი პრივატიზაციის ჩატარების დავალდებულების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. შ-მა, კ. გ-მა, ლ. გ-ემ, ნ. შ-ამ, ნ. ლ-მა, რ. ხ-მა, დ. მ-მა, მ. ჩ-მა და ა. გ-მა. ასევე – შპს ,,...”, გ. ბ-მა, ლ. პ-მა, ლ. პ-მა, ნ. ქ-ემ და გ. ყ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.06.2012 წ. განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორების წარმომადგენელ ვ. ს-ეს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 10.05.2012 წ. სალაროს შემოსავლის #3 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი. ასევე, კასატორ რ. შ-ს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 08.06.2012 წ. სალაროს შემოსავლის #3 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. შ-ის, კ. გ-ის, ლ. გ-ის, ნ. შ-ას, ნ. ლ-ის, რ. ხ-ის, დ. მ-ის, მ. ჩ-ის და ა. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს ,,...” გ. ბ-ის, ლ. პ-ის, ლ. პ-ის, ნ. ქ-ისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2012 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. ვ. ს-ეს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 10.05.2012 წ. სალაროს შემოსავლის #3 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
4. რ. შ-ს (პ.ნ....) სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 08.06.2012 წ. სალაროს შემოსავლის #3 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე