Facebook Twitter

საქმე ბს-252-250(კ-12) 27 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) - დ. გ-ე; წარმომადგენელი - ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; წარმომადგენელი - ნ. შ-ე; მ. ს-ი;

შპს ,,...”; წარმომადგენელი - ი. ნ-ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელება, საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება - ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: დ. გ-ე

წარმომადგენელი: ნ. გ-ე

მოპასუხეები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; შპს ,,...”

სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, აბონენტ №...-ზე საქმის წარმიების შეწყვეტა.

სარჩელის საგანი:

1)2011 წლის 28 ივნისის №002872 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა;

2) შპს ,,...” ადმინისტრაციული სახდელის დადების

შესახებ 2011 წლის 6 ივლისის № 01/778 დადგენილების ბათილად ცნობა

3) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა.

4) აბონენტ №...-ზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 6; ტ.1).

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: შპს ,,...” წარმომადგენლებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი №002872 გარდაცვლილ ვ. გ-ეზე, გაზის მიტაცების ფაქტზე. მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...” წარმომადგენლებმა გადაიღეს ფოტომასალა მილზე, როცა მონტაჟდებოდა გაზის ხელსაწყო და ოქმის შედგენის დროისათვის მასში გაზი არ მიედინებოდა.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აცნობეს შპს ,,...” და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ ვ. გ-ე გარდაცვლილი იყო შპს ,,...“ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილებით გაფრთხილება მიეცა გარდაცვლილ ვ. გ-ეს.

სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა შეწყდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღევის საქმის წარმოება აბონენტ ...-ზე (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-11).

მოპასუხის შპს ,,...” შესაგებელი :

ფაქტობრივი: 2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...” წარმომადგენლებმა აბონენტთან აღმოაჩინეს მრიცხველის გვერდის ავლით არსებული ბუნებრივი გაზის მილი, რომელითაც აბონენტი ბუნებრივ გაზს მოიხმარდა აღურიცხავად.

შპს ,,...” წარმომადგენლებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას მოსარჩელემ საზოგადოების წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანის მიზნით წარუდგინა ვ. გ-ის პირადობის მოწმობა, რომლის მიმართაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ვ. გ-ის გარდაცვალების თაობაზე შპს-ს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

შპს ,,...” ვ. გ-ის გარდაცვალების თაობაზე ცნობილი გახდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გადმოგზავნილი სარჩელიდან, რომელსაც ერთვოდა ვ. გ-ის გარდაცვალების მოწმობა.

მოპასუხის განმარტებით, სამართალდარღვევის №ა002872 ოქმისა და ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შესახებ აქტის გაუქმების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხოლო, რაც შეეხება ვ. გ-ის მიმართ შპს ,,...” 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილების გაუქმებას, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის მოტივით, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს, არამართებულია ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია სამართალდარღვევის, კერძოდ, ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტი.

სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებზე მითითება არ არის (იხ. ტ.1; ს.ფ. 28-35).

მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის - დ. გ-ის მიერ წარდგენილ საჩივარში არსად არ არის მითითებული დედამისის - ვ. გ-ის გარდაცვალების ფაქტი, აღნიშნულით მან კომისია განზრახ შეიყვანა შეცდომში.

შპს ,,...” მიერ გადმოგზავნილ მასალებში, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია მოქალაქე ვ. გ-ის პირადი ნომერი, საქმის მასალებში კი არსად არ მოიპოვებოდა იმის მტკიცებულება, რომ ვ. გ-ე 3 წლის გარდაცვლილი იყო.

მოპასუხის მითითებით, ოქმის შედგენის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მომხმარებლის მიერ ადგილი ჰქონდა ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ” დადგენილების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, კერძოდ, აბონენტის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას.

სამართლებრივი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილების მიღებისას მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ იხელმძღვანელა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით და კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით ,,დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების და მომხმარების წესების შესახებ” (იხ. ტ.1; ს.ფ. 46-53).

საქმის გარემოებები: 2008 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა – ვ. გ-ე, გარდაცვალების დროისათვის ვ. გ-ის სახელზე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. №9-ში, რომლის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში სრულად არ არის განხორციელებული.

2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...” თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღევის ოქმი ვ. გ-ის მიმართ, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო, ხოლო 2011 წლის 6 ივლისს ,,...” მიერ ვ. გ-ეს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღევის საქმეზე მიღებული დადგენილება დ. გ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილებით დ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 24-35; ტ.1).

2011 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. გ-ემ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა, კერძოდ, ვ. გ-ის მიმართ შპს ,,...” მიერ დარიცხული 1663,40 ლარის გაუქმება (იხ. ს.ფ. 68-70; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დ. გ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 129-140; ტ.1).

2011 წლის 12 ოქტომბრის განცხადებით დ. გ-ემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე შპს ,,...” გაზის მიწოდების აღდგენის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 91-94; ტ.1).

2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 144-146; ტ.1).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილება ძალაში შესვლის მომენტიდან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა შპს ,,...” მიერ გამოცემული და მოსარჩელე დ. გ-ის მიერ სადავოდ გამხადრი №ა002872 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

შპს ,,...” მონაცემთა ბაზაში ბუნბერივი გაზის მომხმარებლად ქ. თბილისში, ... ქ.№9-ში ... სააბონენტო ნომრით რეგისტრირებულია გ-ე.

ვ. გ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 17 იანვარს და მისი დანაშთი ქონება მიიღეს მისმა კანონისმიერმა მემკვიდრეებმა დ. გ-ემ და ნ. გ-ემ (იხ.ს.ფ. 21; 177; ტ.1).

2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...” თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმი ვ. გ-ის მიმართ, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო, ხოლო 2011 წლის 6 ივლისს ,,...” მიერ ვ. გ-ეს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება (იხ. ს.ფ. 15, 12; 56; ტ.1).

2011 წლის 28 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და 2011 წლის 6 ივლისის დადგენილება დ. გ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელიც მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 17-19; ტ.1).

ქ. თბილისში, ... ქ. №9-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ. გ-ის, ნ. გ-ის, მ. გ-ის, ე. ბ-ის, გ. ბ-ის, ქ. ჯ-ის საკუთრების უფლებით (იხ. ს.ფ. 182-192; ტ.1).

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და გარდაცვლილ ვ. გ-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების კანონიერება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ამ უკანასკნელის უფლებამოსილების მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავე დადგენილების 49.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო 49.2 თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

ზემოაღნიშნული დადგენილების 50.1 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია: გამოითხოვოს დოკუმენტები; შეაგროვოს ცნობები; მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; დანიშნოს ექსპერტიზა; გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სასამართლოს განმარტებით, ასეთივე შინაარსია მოცემული ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დამატების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილების 11.7 მუხლში, რომლის მიხედვით საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

სასამართლოს მოსაზრებით, სამართალწარმოების პროცესში მხარეთა მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ სადავო აქტის გამოცემისას განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა, ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა არ ქმნის დავის კანონიერად და ობიექტურად გადაწყვეტის საკმარის წინაპირობას, მათი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება დემურ გოდერძის მიმართ, რომ არ დაუდგენია თუ რა კავშირი არსებობდა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ ვ. გ-ესა და დ. გ-ეს შორის, მითუფრო, როცა შპს ,,...” მიერ 2011 წლის 6 ივლისს №10/778 დადგენილების გამოცემისას იგი რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო, ასევე არ შეუფასებია შპს ,,...” თანამშრომლის მიერ შედგენილი №ა002872 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილების მოთხოვნებთან და არსებობდა თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვეის საქმის წარმოების გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. ასევე არ დაუდგენია აღნიშნული კოდექსის 961.1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის უტყუარობა, იმ პირობებში, როცა ქ. თბილისში, ... ქ.№9-ში მდებარე უძრავი ქონება არ წარმოადგენს მხოლოდ დ. გ-ის საკუთრებას.

სასამართლოს დასკვნები

გასაჩივრებული აქტი უკანონოა და მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მთელი რიგი მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების საფუძველზე უნდა გამოსცეს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-12 მუხლებით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით; ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დამატების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებითი აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 96-ე მუხლებით (იხ. ს.ფ. 269-269; ტ.1).

აპელანტი: დ. გ-ე

წარმომადგენელი: ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე): საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; შპს ...”

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, შპს ,,...” მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილების, სამართალდარღვევის ოქმის №ა002872 ბათილად ცნობა; საქმის წარმოება შეწყვეტა აბონენტ №...-ზე, რომელიც გამოიცა გარდაცვლილ ვ. გ-ეზე და მიეთითა დ. გ-ის სააბონენტო ნომერი.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: 2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...” თანამშრომლებმა შეადგინეს თითქოსდა გაზის უმრიცხველოდ მოხმარებაზე სამართალდარღვევის ოქმი, 2008 წლის 17 იანვარს გარდაცვლილ ვ. გ-ეზე, რომელიც გადასცეს ჯ. ხ-ს, რომელიც არ დაეთანხმა აღნიშნულ ოქმს და და ოქმზე მიაწერა, რომ ოქმი იყო უკანონო, ვინაიდან გაზის დატაცების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

აპელანტის მითითებით, შპს ,,...” მიერ დაინიშნა სხდომა, რომელზეც დაიბარეს ჯ. ხ-ი, რომელიც არ გამოცხადდა იმ მოტივით, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი პირი.

ვინაიდან, ვ. გ-ის მიმართ გამოტანილი გაფრთხილების დადგენილებაში მითითებული იყო დ. გ-ის მიერ მომხმარებული გაზის აბონენტის ნომერი ... საჩივარი შეიტანა მან.

აპელანტის განმარტებით, მარეგულირებელმა კომისიამ არ გაარკვია საქმის გარემოებები, არ დაადგინა იყო თუ არა სახეზე სამართალდარღვევის ფაქტი. შპს ,,...” თანამშრომლებმა ოქმი შეადგინეს გარდაცვლილ ვ. გ-ეზე, რაც არამართებულია, არასწორია ასევე შპს ,,...” თანამშრომლების განმარტება იმის თაობაზე, რომ ვ. გ-ის პირადობის მოწმობის ასლი მათ მისცა დ. გ-ემ, მაშინ როდესაც დ. გ-ეს შპს ,,...” თანამშრომლები საერთოდ არ უნახავს.

საქალაქო სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა ექსპერტის დასკვნას და სპეციალისტის ცნობას, რომ გაზის დატაცება შეუძლებელი იყო, ვინაიდან, გამაცხელებელში არ შედიოდა წყალი და მასთან მიერთებული არ იყო გაზი, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა ასევე იმ გარემოებას, რომ ფართი სადაც ე.წ გაზის დატაცება დაფიქსირდა, ეკუთვნის ქ. ჯ-ს და არა გარდაცვლილ ვ. გ-ეს.

საქალაქო სასამართლომ ასევე შეფასება არ მისცა მოპასუხის შპს ,,...” შესაგებელში მითითებულ მოთხოვნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 232-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით და სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მოთხოვნას.

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, არ გამოიყენა სამართალდარღვეის კოდექსის 232.9 მუხლი, გადაწყვეტილების გამოტანისას უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, მარეგულირებელი კომისიის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები, რაც სპეციალური დარეგულირების მიზნით გამოცემული აქტებია ასეთი ტიპის სადავო საკითხების გადასაწყვეტად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 28-24; ტ.2).

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის საკმარისი სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით (სადავო საკითხის გადაწყვეტით) საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად მართებულია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად აქტის გამოცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნას სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით.

კასატორი: დ. გ-ე

წარმომადგენელი: ნ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; შპს ,,...”

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინების გაუქმება, ყველა სადავო აქტის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების შეწყვეტა.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაკვლევი არაფერი არ არის, დადგენილია, რომ ვ. გ-ე არის გარდაცვლილი და ამ საკითხს გამოკვლევა არ სჭირდება. გამოკვლევა არ სჭირდება ასევე იმ ფაქტსაც, რომ გაზის დატაცება შეუძლებელი იყო, რაც დასტურდება ასევე ექსპერტის დასკვნით, აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დ. გ-ე ვერ დაიტაცებდა გაზს, ვინაიდან ფართი, სადაც გაზის დატაცება დაფიქსირდა სხვა პირის საკუთრებაა (იხ. ს.ფ. 55-65; ტ.2).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საკასაციო შესაგებლით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 87-93; ტ.2 ).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის დ. გ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

s a m o t i v a c i o n a w i l i:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, rom დ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად იქნეს ცნობილი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება №20/7 დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; შპს ,,...“ 2011 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა002872; შპს ,,...“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილება და შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვ. გ-ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ შეუსწავლია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, არ გადმოუცია გადაწყვეტილებაში სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი არგუმენტაციის გამაქარწყლებელი იურიდიული დასაბუთება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ ობიექტურად დადგენისა და კანონიერი შეფასებების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ობიექტური შეფასება არ მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არც სარჩელში და არც საპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის გამოკვლეული, შესაბამისად, მითითებულ საკითხებზე არ არის გადმოცემული სასამართლო მსჯელობები და დასკვნები. სასამართლოთა დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან.

სასამართლოებმა არ იმსჯელეს რა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებზე, ზემომითითებული უფლებამოსილების გამოყენებით პრაქტიკულად თავი აარიდეს დავის არსებითად და საბოლოო გადაწყვეტას.

საქმის მასალებით, დადასტურებულია, რომ შპს ,,...” თანამშრომლებმა შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი №002872, ქ. თბილისში, ... ქ. №9-ში, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ, მომხმარებლად მიეთითა - გ-ე, ხოლო აბონენტის ნომრად - ... (იხ. ს.ფ.14; ტ.1).

2011 წლის 28 ივნისს შპს ,,...” ადმინისტრაციულ სამართალდარღევის №002872 ოქმში, თბილისში, ... ქ. №9-ში დამრღვევად მიეთითა - ვ. გ-ე პირადი №...; აბონენტის ნომრად - ... (იხ. ს.ფ. 15; ტ.1).

2011 წლის 6 ივლისს ,,...” №01/778 დადგენილებით ვ. გ-ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სამარათალდარღვევთა კოდექსის 961.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება (იხ. ს.ფ. 12-13; ტ.1).

საქმის მასალების მიხედვით შპს ,,...” მონაცემთა ბაზაში ბუნებრივი გაზის მომხმარებლად ქ. თბილისში, ... ქ.№9-ში ... სააბონენტო ნომრით რეგისტრირებულია აბონენტი - გ-ე, სახელის გარეშე, რასაც ადასტურებს ასევე მოსარჩელე - დ. გ-ე და რაც დასტურდება ასევე საქმეში არსებული ტრანზაქციებით (იხ. ს.ფ. 54-59; ტ.1).

ზემოაღნიშნული დადგენილება დ. გ-ემ გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (იხ. ს.ფ. 54-55; ტ.1).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შპს ,,...“ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილება მოქ. დ. გ-ის (აბონენტის №...) მიმართ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (იხ.ს.ფ.17-19).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა სფეროში შპს ,,...“ და ფიზიკურ პირს – დ. გ-ის შორის, კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობაში გამოვლინდა სამართალდარღვევა, რომელზეც შედგა სამართალდარღვევის ოქმი და გამოიცა გადაწყვეტილება ვ. გ-ის დაჯარიმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 961 მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრასპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით იწვევს გაფრთხილებას, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება - კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმართალდარღვევათა კოდექსით ასევე რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.

ამავე კოდექსით განსაზღვრულია ასევე ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებიის წარმოების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სამართალდარღვევა ან უკვე დაწყებული წარმოების შეწყვეტა, კერძოდ, კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის იმ პირის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება (პუნქტი 9.).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას საჯარო ფუნქციის განმხორციელებელი, უფლებამოსილი შპს ვალდებული იყო სრულად და ყოველმხრივ გამოერკვია საქმის გარემოებები, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შპს ,,...” მონაცემთა ბაზაში ბუნებრივი გაზის მომხმარებლად ქ. თბილისში, ... ქ.№9-ში ... სააბონენტო ნომრით რეგისტრირებულია აბონენტი - გ-ე, სახელის გარეშე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას დაუშვებელია სანქციის დაკისრება ადრესატის უცთომლად და უტყუარად დადგენის გარეშე. ამგვარ ვითარებაში საფრთხე ექმნება მმართველობის კანონიერების პრინციპს, რისი დაშვებაც სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში შეუწყნარებელია.

ზემოაღნიშნული კოდექსის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით რეგლამენტირებული რომელიმე პირობა, დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს ,,...“ თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციულ სამარათალდარღვევის №002872 ოქმი შედგენილია ვ. გ-ის მიმართ (იხ. ს.ფ. 15; ტ.1), ვ. გ-ე განისაზღვრა ასევე სამართალდამრღვევად 2011 წლის 6 ივლისის შპს ,,...“ №01/778 დადგენილებით და მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება (იხ. ს.ფ. 12-13; ტ.1), ხოლო საქმეში არსებული ვ. გ-ის გარდაცვალების მოწმობიდან ირკვევა, რომ ვ. გ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 19 იანვარს (იხ. ს.ფ. 21).

ზემოაღწერილიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ შპს ,,...“ თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო გარდაცვლილი პირის მიმართ, გარდაცვლილი პირი იქნა ასევე შპს ,,...“ დადგენილებით მიჩნეული სამართალდამრღვევად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 232.9 მუხლის შესაბამისად, კი უპირობოდ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლო შეფასებას აძლევს ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებას №20/7 დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასკვნის, რომ იგი თავისი შინაარსით წინააღმდეგობრივია და არ ემყარება საქმის გარემოებების ყოველმხრივ და ობიექტურ საფუძველზე ჩამოყალიბებულ დასკვნას, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დადასტურებულია შპს ,,...“ 2011 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ა002872 ოქმი და შპს ,,...“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილება შედგენილია ვ. გ-ის მიმართ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს №20/7 გადაწყვეტილებაში მითითებულია სამართალდამრღვევად დ. გ-ე. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მათთვის დ. გ-ის საჩივრის განხილვისას ცნობილი არ იყო ვ. გ-ის გარდაცვალების თაობაზე და განმარტავს, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით რეგლამენტირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობა და ფუნქციები, რომლის შესაბამისად, კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, კომისიის დებულება და სხვა საკანონმდებლო აქტები. ამ კანონის 5.1 მუხლის შესაბამისად, ,,კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.

,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს ,,ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“ №14 დადგენილების 1-ლი მუხლის შესაბამისად, ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები (შემდგომში ,,წესები”) არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“, ამავე დადგენილების III თავი არეგულირებს ადმინისტრაციული სახდელის დადების წესსა და მისი გასაჩივრების პროცედურებს, კერძოდ, დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილების IV თავში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები. აღნიშნული დებულების 49-ე მუხლის მიხედვით სემეკი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული სემეკის მიერ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტურად შეეფასებინა საქმის გარემოებები, გამოეთხოვა საქმის მასალები და მათი სრულყოფილად შესწავლის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ ზემოაღნიშნული დებულების 50-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სემეკი უფლებამოსილია : ა) გა­მო­ით­ხო­ვოს დო­კუ­მენ­ტე­ბი; ბ) შე­აგ­რო­ვოს ცნო­ბე­ბი; გ) მო­უს­მი­ნოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს; დ) და­ათ­ვა­ლი­ე­როს მოვ­ლე­ნის ან შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი; ე) და­ნიშ­ნოს ექ­სპერ­ტი­ზა; ვ) გა­მო­ი­ყე­ნოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და აქ­ტე­ბი; ზ) მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შეგ­რო­ვე­ბის, გა­მოკ­ვლე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით მიმარ­თოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა ზო­მებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საჩივრის განხილვისას ვალდებული იყო საქმის სწორად და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით გამოეთხოვა დოკუმენტები, შეეგროვებინა საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია და მხოლოდ მათი ობიექტური განხილვისა და შეფასების შედეგად მიეღო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმდენად ზერელედ, არასრულფასოვნად განიხილა დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომ მისი დასაშვებობის სტადიაზე ისიც კი არ შეუმოწმებია, იყო თუ არა უფლებამოსილი პირი საჩივრის ავტორი, რა სამართლებრივი კავშირი ჰქონდა მას ვ. გ-ესთან, არსებითად არის დარღვეული სადავო აქტის ფორმალური კანონიერება, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის საფუძველზე ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება №20/7 დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო სადაო სამართალურთიერთობის სპეციფიურობის გათვალისწინებით საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული დაბალი სამართლებრივი და სამოქალაქო კულტურის, უმძიმესი სოციალური ფონის, ადმინისტრირების არათანამედროვე მეთოდების გამოყენების პირობებში რთულდება საჯარო წესრიგის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა, თუმცა, ადმინისტრირების ეფექტიანობა არშეიძლება და ვერ მიიღწევა ადამიანის უფლებათა შელახვის და კანონიერების უგულვებელყოფის ხარჯზე. ამავდროულად, უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა, ამ შემთხვევაში მომხმარებელთა თვითშეგნება, რომ აბონენტთა კეთილსინდისიერება დიდწილად განსაზღვრავს ინფრასტრუქტურული სერვისის არსებული სტანდარტის გაუმჯობესების ტემპებს.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, იმ შემთხვევაში თუ უტყუარად და ობიექტურად დადგინდებოდა ან დადგინდება გარდაცვლილის ბინაში, სხვა დე–ფაქტო მცხოვრები პირის მიერ ბუნებრივი აირის აღურიცხავად მოხმარების ფაქტი, ადრესატის სარწმუნოდ დადგენის შემთხვევაში, არ ათავისუფლებს რეალურ მომხმარებელს - ვალდებულებისაგან -დაიცვას კანონის მოთხოვნები.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ქ. თბილისში, ... ქ.№9-ში ადგილი ჰქონდა თუ არა სამართალდარღვევის ფაქტს, კერძოდ, ბუნებრივი აირის დატაცებას, ვინაიდან ადრესატის გარდაცვალების ფაქტი გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების შესაძლებლობას. ხოლო, სხვა პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვ. გ-ის (და არა აბონენტ - გ-ის, როგორც მოსარჩელე ითხოვს) მიმართ და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,...“ 2011 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა002872 და შპს ,,...“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილება, როგორც უკანონო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53 მუხლის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და შპს ,,...“ სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროთ 100-100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

4. ბათილად იქნას ცნობილი:

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება №20/7 დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

2. შპს ,,...“ 2011 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა002872;

3. შპს ,,...“ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 6 ივლისის №01/778 დადგენილება;

და შეწყდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვ. გ-ის მიმართ.

5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და შპს ,,...“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100-100 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/