Facebook Twitter
¹ბს-609-597(კ-12) 7 ნოემბერი, 2012 წელი

ბს-609-597(კ-12) 7 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. და ლ. ტ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 იანვარს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი და ლ ტ-ეებმა, მოპასუხე – მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურისა და მესამე პირ _ ნ. ვ-ის მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ საინვენტარიზაციო გეგმის შესწორებას, ნ. ვ-ის საკუთრებაში 160კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვას ნაცვლად 173კვ.მ-ისა, ნ. ვ-ის საკუთრებიდან ¹2 ნაგებობის ამორიცხვას და ღვინის აღმართი ¹3-ში 160კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეებად ცნობას.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ქ. თბილისში, ... ¹3-ში მდებარე ნ. ვ-ის სახელზე რიცხული საკუთრებიდან ამოირიცხა ¹2 ნაგებობა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საინვენტარიზაციო გეგმაში თბილისში, ...¹3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის 173კვ.მ ნაცვლად 160კვ.მ-ის დაფიქსირების ნაწილში უსაფუძვლობის გამო; მათ უსაფუძვლობის გამო ასევე უარი ეთქვათ თბილისში, ... ¹3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად ცნობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ვ-იმ და ლ. და ი. ტ-ეებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით ტექინვენტარიზაციისა და მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩართულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით ლ. და ი. ტ-ეების სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ქ. თბილისში, ... ¹3-ში მდებარე ნ. ვ-ის სახელზე რიცხული საკუთრებიდან ¹2 ნაგებობის ამორიცხვის ნაწილში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. და ი. ტ-ეების სარჩელი საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ქ. თბილისში ... ¹3-ში მდებარე ნ. ვ-ის სახელზე რიცხული საკუთრებიდან ¹2 ნაგებობის ამორიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი და ლ ტ-ეებმა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%“. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი და ლ ტ-ეების საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. მ. ბ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 13 ივლისს (საგადახდო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე