Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-676-662(კ-12) 26 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ა. ა-ის, მესამე პირების – _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

2009 წლის 12 თებერვალს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის 2003 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დამატებით ა. ა-ის მიერ იჯარით მიწების აღების ნაწილში ნინოწმინდის რაიონულ გამგეობასთან არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისიის სხდომის ოქმის, ნინოწმინდის რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა და ნინოწმინდის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ა. ა-ის მიმართ სოფელ სპასოვკაში იჯარით აღებული მიწების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 31 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახური. ამავე საოქმო განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ო. ვ-ისა და სხვათა სარჩელის გამო, მოპასუხე ა. ა-ისა და სხვათა მიმართ ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2009 წლის 22 ივლისს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც საიჯარო ხელშეკრულების დადების თაობაზე ა. ა-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებისა და ოქმების, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 იანვრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 9 ივნისის ¹№1—1/1319 ბრძანების, ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის 2003 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებისა და ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-ს შორის გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ივლისის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელი, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ა. ა-ის, მესამე პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს _ ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

Aახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეების მოთხოვნა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3/24-09 განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 მარტის განჩინებით საქმე ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე №3/31-10წ. გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს №3/008-09წ. და საქმეს მიენიჭა №3/008-09წ. №3/31-10წ.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა ადმინისტრაციულ საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე - ა. ა-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრებული აღიარებითი სარჩელის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს - ა. ვ-ეს, ო. ვ-ეს, ნ. მ-ეს, ნ. მ-ეს, მ. პ-ესა და სხვებს ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ავთანდილ მეკეიძის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის და სხვათა სარჩელისა გამო, მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ა. ა-ის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3/008-09წ. განახლდა წარმოება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინების გაუქმება და აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ა. ვ-ეს, ო. ვ-ეს, ნ. მ-ეს, ნ. მ-ესა და მ. პ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2012 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის წარმომადგენელმა დ. მ-ემ. განმცხადებელმა კასატორების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; ა. ვ-ეს, ო. ვ-ეს, ნ. მ-ეს, ნ. მ-ესა და მ. პ-ეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის წარმომადგენელს დავით მუმლაძეს პირადად 2012 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინების ასლი ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის წარმომადგენელს დავით მუმლაძეს 2012 წლის 19 ოქტომბერს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2012 წლის 24 ოქტომბერს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. ა. ვ-ემ, ო. ვ-ემ, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ და მ. პ-ემ მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ა. ვ-ის, ო. ვ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ისა და მ. პ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე