Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-787-771(კ-12) 19 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ …“ და შპს „ე…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა¹32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი ¹7ა).

საკასაციო სასამართლო გაეცნო შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად შპს „ქ…“ დირექტორს გ. ა-ს ჩაბარდა 2012 წლის 8 ოქტომბერს. შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ტ…“, შპს „ა…“ და შპს „ე…“ წარმომადგენელს შ. კ-ს, ჩაბარდა აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება (ტ. III, ს.ფ. 48-49), საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს შტამპით დასტურდება, რომ შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ საკასაციო საჩივარი 2012 წლის 1 ნოემბერს შეიტანეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინების გასაჩივრების ვადა შპს „ქ…“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2012 წლის 29 ოქტომბერს (რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი) ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, ხოლო შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „…“ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმების შესაბამისად საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2012 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 2012 წლის 30 ოქტომბერს (რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი) ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, თუმცა შპს „ქ…“ 1 დღით, ხოლო შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ 2 დღით გადააცილეს საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადას, ვინაიდან 2012 წლის პირველ ნოემბერს შეიტანეს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 _ დღიანი ვადა, რის გამოც შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქ…“, შპს „ტ…“, შპს „ზ …“, შპს „ა…“, შპს „ტ…“ და შპს „ე…“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე