Facebook Twitter

#ბს-675-661(კს-12) 20 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე ექვსი თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...” მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 2008 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება სხდომის ოქმზე შენიშვნების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 2009 წლის 13 მაისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად (არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებებით განსაზღვრული ხარვეზი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინება.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. II; ს.ფ. 137-139).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე. იმ მოტივით, რომ განცხადება არ პასუხობდა სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და სსკ-ის 39.1 მუხლის `ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც ა. ღ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი განცხადება და სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება დედნის სახით (იხ. ტ. II; ს.ფ. 142).

2011 წლის 7 ივლისს ა. ღ-მა ხარვეზის შევსების ვადაში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც განცხადების საფუძვლების გამოკვლევის მიზნით საქმის არსებითი განხილვის თარიღის დანიშვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლ. მ-შვილის აცილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლ. მ-შვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. II; ს.ფ. 150-153).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ. II; ს.ფ. 154-157).

აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი 2011 წლის 30 მაისის განცხადების დასაშვებად ცნობა იმავე მოტივებზე მითითებით, რომლებზეც 2011 წლის 7 ივლისის განცხადებაში აღნიშნავდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება (იხ. ტ. II; ს.ფ. 180-187).

2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. III; ს.ფ. 35-42).

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. II; ს.ფ. 196-201).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე. იმ მოტივით, რომ განცხადება არ პასუხობდა სსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, ასევე განცხადება არ იყო შედგენილი წერილობითი ფორმით, როგორც წესი ნაბეჭდი სახით, რის გამოც ა. ღ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სსკ-ის 427.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ნაბეჭდი სახით შედგენილი განცხადება (იხ. ტ. II; ს.ფ. 205).

2012 წლის 25 ივნისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით (იხ. ტ. II; ს.ფ. 208-210).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ. II; ს.ფ. 211-215).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითჲთებული ხარვეზი გამოასწორა და სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლის მოთხოვნებს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ იგი მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განჩინების სრულად გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის შეცვლას, მაგრამ მოთხოვნებში აქვს მექანიკური შეცდომა და ნაცვლად 15.07.11წ. განჩინებისა მითითებულია 15.06.11 წ. განჩინება. მოთხოვნაში ასევე უწერია თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.1106წ. გადაწყვეტილების გაუქმება, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული გადაწყვეტილება გაუქმების ობიექტია, არამედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.11წ. განჩინების გაუქმების შემდეგ უნდა გაუქმდეს მისი წინმსწრები აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება (განჩინება), რათა დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი. საფუძველი, რომლის გამოც ითხოვს საქმის წარმოების განახლებას არის სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სასამართლომ სს ,,...“ გამოითხოვოს მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადაც დაცული აქვს, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 13.03.12წ. განჩინება ჩაიბარა 04.05.12წ. და სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებით მიმართა 10.05.12 წელს, რის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო საკასაციო სასამართლოს საფოსტო კონვერტი. ა. ღ-ის მითჲთებით, მას ასევე არ დაურღვევია სსსკ-ის 177.2 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან მას განცხადება წარდგენილი ჰქონდა წერილობითი ფორმით, ხოლო რაც შეეხება განცხადების ნაბეჭდი სახით წარდგენას, ამას კანონმდებელი სავალდებულოდ არ მიიჩნევს და ამ მოტივით, სააპელაციო სასამართლოს მისთვის ხარვეზი არ უნდა დაედგინა.

ა. ღ-ი ასევე აღნიშნავდა, რომ მან განცხადება შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სსსკ-ის 427.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით დადგენილი განსჯადობის წესების დაცვით, ვინაიდან ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, შესაბამისად, განცხადება აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ღ-მა კერძო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 2 iვლისის განჩინება, როგორც არსებითად სწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები. 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის სრულად შევსების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ღ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში კვლავ არ დააზუსტა მოთხოვნა და გასაჩივრებულ განჩინებად მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.11წ. განჩინება, ამავე სასამართლოს 15.06.11წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.11.06წ. გადაწყვეტილება, რასაც თავადაც ადასტურებს კერძო საჩივარში და სააპელაციო სასამართლოს 15.16.11წ. განჩინების მითითებას მექანიკურ შეცდომად აფასებს. ა. ღ-ის განცხადება კვლავ არ შეიცავდა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, არამედ განმცხადებელი ზოგადად მიუთითებდა სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტზე და სასამართლოსაგან ითხოვდა სს ,,...“ მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვასა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას. ა. ღ-ის განცხადება ასევე არ შეიცავდა მითითებას ერთთვიანი ვადის დაცვით შეტანის დამადასტურებელ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 13.03.12წ. განჩინება ჩაიბარა 04.05.12 წელს (ურთავს საკასაციო სასამართლოს საფოსტო გზავნილს იხ. ს.ფ. 202) და სააპელაციო სასამართლოს მიმართა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით 10.05.12 წელს, მაგრამ არ უთითებს იმ გარემოებაზე და მტკიცებულებებზე, როდის გახდა მისთვის ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრეული განჩინების საფუძვლები, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს ხარვეზს იმის თაობაზე, რომ ა. ღ-ის განცხადება არ იყო წარდგენილი სასამართლოში ნაბეჭდი სახით, საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს სსსკ 177.2 მუხლის შინაარს, რამდენადაც აღნიშნული ნორმით განისაზღვრა სარჩელის (განცხადების) სასამართლოში წარდგენის ფორმალური წესი: კერძოდ, ა) წერილობითი ფორმა; ბ) როგორც წესი, ნაბეჭდი სახით; გ) სსს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშთან შესაბამისობა.

კანონის ტექსტში გამოყენებული სიტყვები - ,,როგორც წესი” ნიშნავს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად არ ადგენს ქცევის კონკრეტულ წესს, არამედ, უშვებს ალტერნატიული ქცევის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის ნება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სასურველია სარჩელის (განცხადების), აპელაციის და ა.შ. ნაბეჭდი სახით წარდგენა, მაგრამ არასავალდებულო, რაც გულისხმობს, რომ მხარეს კონკრეტული საპროცესო უფლების თუ მოვალეობის განხორციელების (შესრულების) მომენტში, ფორმალური თვალსაზრისით გააჩნია დისკრეცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესით ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, კანონმდებელი ამკვიდრებს საჯარო დაწესებულებაში, კერძოდ, სასამართლო ორგანოებში საქმისწარმოების გარკვეულ კულტურას, რაც შეესაბამება მართლმსაჯულების ინტერესებს და აამაღლებს სამართალწარმოების ხარისხს, თუმცა, სავსებით ლოგიკურად და ასევე, მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევს საქმისწარმოების კულტურის ზოგადი წესებიდან გადახვევას საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის კრიტიკას, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ 177.2 მუხლის დარღვევის თაობაზე, რამდენადაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განმცხადებლისათვის ხარვეზი დაედგინა ამ ნაწილში, თუმცა, საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა არა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა განცხადება წარდგენილი ნაბეჭდი სახით, არამედ იმის გამოც, რომ იგი არ პასუხობდა კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ განცხადებას გააჩნდა სხვა ხარვეზიც.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება ა. ღ-ის განცხადების განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გარდა განცხადების ნაბეჭდი სახით წარუდგენლობის გამო დადგენილი ხარვეზისა, განმცხადებელი ვალდებული იყო გამოესწორებინა სხვა და სასამართლოში წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება, რაც მას არ განუხორციელებია. კერძოდ, ა. ღ-ის განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ კვლავ არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, არ შეიცავდა მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა და ამ ვადის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2-e, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე