#ბს-223-221(კ-12) 27 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მესამე პირები _ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; საქართველოს მთავრობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 10 ივნისს თ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მესამე პირების _ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 4 მარტის ¹#30 ბრძანების (რომლითაც თ. მ-ს უარი ეთქვა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. მ-ისათვის საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2011 წლის 4 მარტის #30 ბრძანება და მოპასუხეს თ. მ-ის საკომპენსაციო თანხით 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დაკმაყოფილება დაევალა; თ. მ-ს უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის საკომპენსაციო თანხის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში გაცემის დავალების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი თ. მ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 14 ივნისს 12:00 საათზე.
2012 წლის 7 დეკემბერს თ. მ-ის წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2012 წლის 7 დეკემბერს თ. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
,,1. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია შემდეგ მხარეებს შორის:
1.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე, შემდგომში ,,სამინისტრო”), წარმოდგენილი მინისტრის დავით დარახველიძის სახით;
1.2 ფიზიკური პირი (მოსარჩელე, კასატორი) თ. მ-ი
2. მხარეთა შეთანხმების საგანი:
მხარეები თანმხდებიან მორიგებით დაასრულონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებული ადმინისტრაციული საქმე ¹#ბს-223-221(კ-12), ფიზიკური პირის თ. მ-ის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომელი სარჩელის მოთხოვნაც არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის (2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 12 იანვრის ¹#10, 2009 წლის 19 თებერვლის #127, 2009 წლის 24 ივლისის #534, 2010 წლის 2 მარტის #267 და 2010 წლის 3 ივლისის #856) განკარგულებებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის (10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გამოყოფა.
3. მხარეები თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:
3.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე) იღებს ვალდებულებას:
ა) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ, არაუგვიანეს 2013 წლის პირველ მარტამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უზრუნველყოს თ. მ-ის ოჯახი: თვითონ _ თ. მ-ი (პირადი ¹#...), შვილი _ ბ. ფ-ი (პირადი #...), შვილი _ ბ. ფ-ი (პირადი #...) საცხოვრებელი ფართით ქალაქ თეთრიწყაროში. საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქალაქ თეთრიწყაროში, ... ქუჩაზე, წარმოადგენს ახლადრეაბილიტირებულ შენობას და შესაბამისობაშია ,,დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებთან”. გადასაცემი საცხოვრებელი ფართი იქნება ორ ოთახიანი, საერთო ფართობი შესაბამისობაში იქნება ზემოხსენებული სტანდარტებით გათვალისწინებულ, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულ ფართთან (40-45 მ2);
ბ) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების და საცხოვრებელი ფართის მოსარჩელის ოჯახისათვის ფაქტიურ მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რათა, თ. მ-ის ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მათ დაუკანონდეთ საკუთრების უფლებით _ დევნილთა ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში.
3.2 თ. მ-ი (მოსარჩელე, კასატორი) ამ მორიგების აქტის 3.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების მიმართ იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემამდე, გამოიყენოს იგი თავისი და თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად, არ დააზიანოს, სათანადოდ მოუაროს მას და მოუვლელობით არ გააუარესოს მისი მდგომარეობა და არ შეამციროს მისი ღირებულება;
ბ) ქონების მის საკუთრებად აღრიცხვამდე, აღნიშნული ქონება არანაირად არ დატვირთოს და არანაირი ფორმით სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს.
3.3 მხარეები აცხადებენ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
მორიგების აქტი შედგენილია 4 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს თ. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა თ. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2012 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთის მხრივ, მოსარჩელის (კასატორის) _ თ. მ-ის და მეორეს მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს თ. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული მორიგების აქტი და უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს თ. მ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2012 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
,,1. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია შემდეგ მხარეებს შორის:
1.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე, შემდგომში ,,სამინისტრო”), წარმოდგენილი მინისტრის დავით დარახველიძის სახით;
1.2 ფიზიკური პირი (მოსარჩელე, კასატორი) თ. მ-ი
2. მხარეთა შეთანხმების საგანი:
მხარეები თანმხდებიან მორიგებით დაასრულონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებული ადმინისტრაციული საქმე #ბს-223-221(კ-12), ფიზიკური პირის თ. მ-ის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომელი სარჩელის მოთხოვნაც არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის (2008 წლის 25 დეკემბრის #915, 2009 წლის 12 იანვრის #10, 2009 წლის 19 თებერვლის #127, 2009 წლის 24 ივლისის #534, 2010 წლის 2 მარტის #267 და 2010 წლის 3 ივლისის #856) განკარგულებებით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის (10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გამოყოფა.
3. მხარეები თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:
3.1 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე) იღებს ვალდებულებას:
ა) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების შემდეგ, არაუგვიანეს 2013 წლის პირველ მარტამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უზრუნველყოს თ. მ-ის ოჯახი: თვითონ _ თ. მ-ი (პირადი #...), შვილი _ ბ. ფ-ი (პირადი #...), შვილი _ ბ. ფ-ი (პირადი #...) საცხოვრებელი ფართით ქალაქ თეთრიწყაროში. საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქალაქ თეთრიწყაროში, ... ქუჩაზე, წარმოადგენს ახლადრეაბილიტირებულ შენობას და შესაბამისობაშია ,,დევნილთა ხანგრძლივვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სტანდარტებთან”. გადასაცემი საცხოვრებელი ფართი იქნება ორ ოთახიანი, საერთო ფართობი შესაბამისობაში იქნება ზემოხსენებული სტანდარტებით გათვალისწინებულ, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულ ფართთან (40-45 მ2);
ბ) წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების და საცხოვრებელი ფართის მოსარჩელის ოჯახისათვის ფაქტიურ მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რათა, თ. მ-ის ოჯახისათვის გადაცემული საცხოვრებელი ფართი, მათ დაუკანონდეთ საკუთრების უფლებით _ დევნილთა ხანგრძლივვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში.
3.2 თ. მ-ი (მოსარჩელე, კასატორი) ამ მორიგების აქტის 3.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული უძრავი ქონების მიმართ იღებს შემდეგ ვალდებულებებს:
ა) საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემამდე, გამოიყენოს იგი თავისი და თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებლად, არ დააზიანოს, სათანადოდ მოუაროს მას და მოუვლელობით არ გააუარესოს მისი მდგომარეობა და არ შეამციროს მისი ღირებულება;
ბ) ქონების მის საკუთრებად აღრიცხვამდე, აღნიშნული ქონება არანაირად არ დატვირთოს და არანაირი ფორმით სარგებლობაში არ გადასცეს სხვა პირს.
3.3 მხარეები აცხადებენ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემდგომ, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.
მორიგების აქტი შედგენილია 4 თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე”.
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე