Facebook Twitter
¹ბს-814-808 (კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი

ბს-802-786(კს-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 17 მაისს, დ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 3 აპრილის N1141 პ/შ ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და იძულებითი არყოფნის პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინება და საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელიც გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 3 აპრილის ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა; მოპასუხეს ასევე დაეკისრა დ. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ახალი აქტის გამოცემამდე.

საქმეში წარმდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით:

„ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 3 აპრილის N1141 პ/შ ბრძანება და დაევალოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით (უსწორობის გასწორების შესახებ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის (საქმე №3ბ/-185-09) გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობები გასწორდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 3 აპრილის №1141 პ/შ ბრძანება და დაევალა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოეცა ახალი აქტი; აუნაზღაურდეს დ. მ-ს იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე“;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება (უსწორობის გასწორების შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ვინაიდან მიჩნიათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება არ წარმოადგენს უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებას, არამედ მიღებულია ახალი გადაწყვეტილება, რომელიც უსაფუძვლო და უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია ორი საფუძვლით შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა გაასწოროს თავისი ინიციატივითაც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას - შეასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა, იყენებს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება დასაშვებია გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობების მიმართ, როდესაც ამგვარი შესწორება არ გამოიწვევს გადაწყვეტილების, მისი შინაარსის შეცვლას.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის სხომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც დასტურდება სხდომის ოქმით, რომელიც ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 3 აპრილის ბრძანება და დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი; აუნაზღაურდეს დ. მ-ს იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე“;

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, მომზადდა 2009 წლის წლის 18 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი შემდეგი რედაქციითაა მოცემული:

,,სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის 3 აპრილის №1141 პ/შ ბრძანება და დაევალოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი აქტი“;

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ემთხვევა ერთმანეთს წარმოადგენს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობის გასწორების საფუძველს.

საკასაცო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსაზრებას იმის, თაობაზე რომ გასაჩივრებული განჩინებით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ეს არ იყო განჩინება უსწორობის გასწორების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს გადაწყვეტილების ორი სარეზოლუციო ნაწილი: სხომაზე გამოხცადებული და სხდომის ოქმში დაფიქსირებული სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ორ სარეზოლუციო ნაწილს შორის არის განსხვავება ანუ მათში არის ტექნიკური და არა შინაარსობრივი უზუსტობა, რომლის შესწორებაც სააპელაციო სასამართლომ მოახდინა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და აღნიშნული მოქმედებით არ შეცვლილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების შინაარსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე