Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-848-830(კს-12) 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

2010 წლის 17 მარტს ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. მარნეულში, ... ქ. №1-ში მდებარე 60 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2011 წლის 1 ივნისს ა. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2011 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე (დასაშვებობის სტადიიდან) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი ასევე წარადგინა აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარემ ქ. ქ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის კერძო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი; განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის ,,...” თავმჯდომარის ქ. ქ-ის განცხადება სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებასა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარემ ქ. ქ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის და 2012 წლის 3 იანვრის განჩინებები.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. გ-ის განცხადება ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის განჩინება.

2012 წლის 10 აგვისტოს ა. გ-მა საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2012 წლის 22 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ა. გ-ის განცხადება მიმართვით გადააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განსჯადობის წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებასა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 10 აგვისტოს აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარემ ქ. ქ-იმ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2012 წლის 22 აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის განცხადება მიმართვით გადააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განსჯადობის წესების დაცვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ა. გ-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1. დაზუსტებული განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მიუთითებდა რომელი სასამართლოს რომელი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ითხოვდა, ასევე, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა როდის გახდა მისთვის ცნობილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ, ასევე, მიეთითებინა რა ფარგლებში ითხოვდა იგი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; 2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 50 ლარის ოდენობით.

2012 წლის 17 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ა. გ-მა, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის №ბს-98-98(უს-12) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად ა. გ-მა სააპელაციო სასამართლოს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულად მიიჩნია; ა. გ-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 დღით, რათა დაეზუსტებინა თუ რომელი განჩინების გაუქმებას ითხოვდა იგი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის განცხადება განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ი განსახილველ საქმეში არ მონაწილეობდა როგორც მხარე და ასევე, არ ირკვეოდა მისი კანონიერი ინტერესი მოცემულ საქმესთან მიმართებაში. საყურადღებოა, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება (რომლითაც განუხილველი დარჩა აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის განცხადება) სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებაზე იქნა გამოტანილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება, ისევე, როგორც გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელიც განჩინებებს დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით ასაჩივრებდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარის ქ. ქ-ის წარმომადგენლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილ განჩინებებს ა. გ-ი და აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელი საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ი დამოუკიდებლად ცალ-ცალკე ასაჩივრებდნენ. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურდებოდა განსახილველ საქმეზე აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ის წარმომადგენლობა, აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ი განჩინებებს გაასაჩივრებდა არა საკუთარი, არამედ, ა. გ-ის სახელით და ისინი განჩინებებს დამოუკიდებლად ცალ-ცალკე არ გაასაჩივრებდნენ. ამასთან, აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ი განსახილველ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გამოტანილია საქართველოს აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ის მიმართ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უშუალოდ აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის „...“ თავმჯდომარე ქ. ქ-ის ეხება, მასზე ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაიშვება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი ყველა განჩინება (რომელიც ა. გ-ს ეხებოდა) გასაჩივრებული აქვს ა. გ-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ა. გ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე