საქმე ¹ბს-1784-1752(კ-11) 18 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
20.01.10წ. რ. ბ-მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ აღიარების კომისიის 07.08.08წ. ¹322 ოქმის 36-ე საკითხის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
რაიონული სასამართლოს 04.03.10წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება რ. მ-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 28.05.10წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.08.08წ. ¹322 ოქმი ¹36 საკითხის ნაწილში და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი ¹404 მოწმობა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. მ-მა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.10წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 28.05.10წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 27.04.11წ. გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ბ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლოს 18.10.11წ. განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 27.04.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს _ რ. ბ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით გ. გ-ის მიერ 09.02.12წ. სალაროს შემოსავლის ¹4861091 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკის BIჩ კოდი - ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.10.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ რ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით გ. გ-ის მიერ 09.02.12წ. სალაროს შემოსავლის ¹4861091 ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკის BIჩ კოდი - ღEPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 Bღ00 0000 0033 0500 01;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე