საქმე ¹ბს-299-295(კ-12) 8 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (უნდა იყოს ,,2012 წელი” ტექნიკური ხასიათის შეცდომა) (ადმინისტრაციული საქმე ი/მ ,,შ. ქ-ის” სარჩელისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტორს სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრისა და მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შ. ქ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტორს სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 23 ივლისის ¹16-10/19441 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული 2009 წლის 8 აპრილის საგადასახადო მოთხოვნა ¹1-ის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ი/მ ,,შ. ქ-ისათვის” რეალურად გადასახდელი საჯარიმო და ძირითადი გადასახადის გადაუხდელი თანხის 1907.94 ლარის დარიცხვა და მის პირად ბარათზე აღრიცხვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2009 წლის 11 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა. (იხ. ს.ფ. 2-25. ტ. II).
ი/მ ,,შ. ქ-ის” სარჩელი არ ცნეს მოპასუხე მხარეებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმოადგენელმა და საქართველოს ფინანსთა სმაინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელმა და ასევე მესამე პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა უსაფუძვლობის გამო.
თელავის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,შ. ქ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 230-254. ტ. II).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,შ. ქ-მა” და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 44-58. ტ. III).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით (უნდა იყოს ,,2012 წელი” ტექნიკური ხასიათის შეცდომა) ი/მ ,,შ. ქ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 66-81. ტ. III).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,შ. ქ-მა” და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ,,შ. ქ-ის” მოთხოვნის დაკმაყოფილება. (იხ. ს.ფ. 89-101. ტ. III).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის განჩინებებით ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 104-105; ტ. III).
სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მოითხოვა ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 108-111; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობის ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორმა _ ი/მ ,,შ. ქ-მა” ვერ უზრუნველყო მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ,,შ. ქ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე