საქმე ¹ბს-450-447(კ-11) 04 მაისი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმე განხილულია – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: (მოსარჩელეები) ლ. ფ-ა, ე. დ-ა, ნ. მ-ე, რ. ი-ი, ლ. ა-ი, ნ. ა-ა, ლ. რ-ა, მ. რ-ე, ჟ. ბ-ე, დ. გ-ე, მ. კ-ე, ლ. ი-ი, ლ. ა-ა, ზ. ძ-ა, ა. ო-ი, გ. თ-ა, ი. ტ-ე.
დავის საგანი – ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ფ-ამ, ე. დ-ამ, მ. ჯ-ემ, ნ. მ-ემ, ლ. პ-ამ, რ. ი-მა, ს. ჟ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. ა-მა, ნ. ფ-ამ, ი. წ-ა-ო-მა, ნ. ა-ამ, ლ. რ-ამ, Mმ. ღ-ემ, ი. კ-ემ, ჟ. ბ-ემ, ო. ჩ-მა, რ. ჯ-მა, დ. გ-ემ, მ. კ-ემ, ნ. უ-ამ, მ. ი-ემ, ნ. მ-ემ, ლ. ი-მა, ლ. ა-ამ, ა. ტ-ომ, ზ. ძ-ამ, ო. ბ-ემ, ა. ო-მა, გ. თ-ამ, ი. ტ-ემ, ს. ი-ემ, მ. მ-მა, ჯ. კ-მა, ა. გ-ემ, გ. ა-ემ, ჯ. ლ-მა, მ. ვ-ემ, მ. გ-ემ, ი. ხ-ემ, გ. ჩ-ემ, ლ. ლ-ემ, გ. ჩ-ემ, მ. მ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, გ. კ-მა და ა. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს რომ იყვნენ ქ. წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმი “...” თანამშრომლები, სანატორიუმის ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდნენ სამუშაოდან, რის შემდეგ მისაღები დარჩათ გასასვლელი დახმარება, რაზეც არაერთხელ მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც პირდებოდა დავალიანების ანაზღაურებას, მაგრამ თანხები არ გადაუხადა. მოსარჩელეებმა მ. მ-მა და ჯ. კ-მა მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების, შესაბამისად 858,97 ლარისა და 598,07 ლარის გადახდის დაკისრება, მოსარჩელეებმა ს. ი-ემ და ა. გ-ემ მოითხოვეს მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების, გასასვლელი დახმარების და კომპენსაციის თანხებზე ცნობების გაცემის დავალება და გადაუხდელი თანხების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.08წ. განჩინებით სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელეთა ნაწილის განცხადება დაკმაყოფილდა და მ. ვ-ის, ჯ. ლ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, ი. ხ-ის, გ. ჩ-ის, ლ. ლ-ის, მ. მ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, გ. კ-ის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.08წ. განჩინებით ს. ი-ეს და ა. კ-ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი, ვინაიდან მათ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს 22.10.08წ. სასამართლო სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დადგენილი ხარვეზი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. უ-ას, ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას, რ. ჯ-ის, ნ. ფ-ას მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილებით ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმის “...” ყოფილი თანამშრომლების: ა. გ-ის, ჯ. კ-ის, მ. მ-ის, ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ნ. დ-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ნ. მ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ა. ტ-ოს, ზ. ძ-ას, ო. ბ-ის, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. გ-ის სასარგებლოდ 849 ლარი და 83 თეთრი, ჯ. კ-ის სასარგებლოდ 560 ლარი და 43 თეთრი, მ. მ-ის სასარგებლოდ 858 ლარი და 97 თეთრი, ლ. ფ-ას სასარგებლოდ 156 ლარი, ე. დ-ას სასარგებლოდ 180 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ 132 ლარი, რ. ი-ის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. დ-ის სასარგებლოდ 162 ლარი, ლ. ა-ის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. ა-ას სასარგებლოდ 156 ლარი, ა. ტ-ოს სასარგებლოდ 156 ლარი და 25 თეთრი, ლ. რ-ას სასარგებლოდ 208 ლარი, მ. რ-ის სასარგებლოდ 208 ლარი, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ 156 ლარი, დ. გ-ის სასარგებლოდ 169 ლარი, მ. კ-ის სასარგებლოდ 169 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ 156 ლარი, ლ ი-ის სასარგებლოდ 156 ლარი, ლ. ა-ას სასარგებლოდ 132 ლარი, ზ. ძ-ას სასარგებლოდ 156 ლარი და 25 თეთრი, ო. ბ-ის სასარგებლოდ 162 ლარი და 50 თეთრი, ა. ო-ის სასარგებლოდ 162 ლარი და 50 თეთრი, გ. თ-ას სასარგებლოდ 149 ლარი და 50 თეთრი, ი. ტ-ის სასარგებლოდ 150 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაეკისრა ვალდებულება გაეცა შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეებზე. ამასთანავე 37.4 მუხლით განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი. სასამართლომ ასევე მიუთითა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თავდაპირველი რედაქციის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი ირიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით. საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით ¹493 ბრძანებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად 33-ე პუნქტი გაიყო ორ ნაწილად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებათან დაკავშირებით განისაზღვრა ბრძანებულების 331 პუნქტით. ¹640 ბრძანებულებით ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილებით მოხდა სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ნამსახურები წლების მიხედვით ფულადი სარგოს სახით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლების დეკლარირება, ნორმის შეჩერებით სახელმწიფომ აღიარა მოსარჩელეთა უფლება, მიიღოს ფულადი დახმარება. რაც შეეხება აღიარებული უფლების რეალიზაციის მექანიზმს, აღნიშნული დაუკავშირდა დროის შემდგომ პერიოდს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ერთჯერადი (გასასვლელი) ფულადი დახმარება, რისი გაცემის ვალდებულებაც თავდაცვის სამინისტროს ეკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ის, ა. ტ-ოს, ნ. მ-ის და ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ის, ა. ტ-ოს, ნ. მ-ის და ო. ბ-ის სარჩელები დატოვებული იქნა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. დ-ის, ა. ტ-ოს, ნ. მ-ის და ო. ბ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე დაკისრებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.08წ. გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული და საქმე იხილებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც სსკ-ის 275.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე მათი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეების: ა. გ-ის, ჯ. კ-ის, მ. მ-ის, ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჯ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სარჩელი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა, ცენტრალური სამხედრო სანატორიუმი “...” ყოფილმა თანამშრომლებმა, მიმართეს რა სასამართლოს სარჩელით დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, მოითხოვეს გასასვლელი დახმარების თანხები გასასვლელი დახმარების დავალიანების სახით. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 11.02.08წ. ცნობის თანახმად, ყოფილ სამხედრო სანატორიუმ “...” მითითებულ თანამშომლებზე ერიცხება სახელფასო დავალიანება სწორედ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხების ოდენობით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დავალიანება არის საბოლოო ანგარიშსწორებისას გასაცემი თანხები გასასვლელი დახმარებისა და სახელფასო დავალიანების სახით. საქმეში არსებული ცნობებით დასტურდება, რომ ცენტრალური სამხედრო სანატორიუმი “...” ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 29.12.04წ. ¹402 ბრძანებით, რის შემდეგაც განხორციელდა აღნიშნულ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 28.12.07წ., ამრიგად, გასასვლელ დახმარებაზეც, როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილ მოთხოვნაზე, სარჩელი აღძრულია ამავე ნორმით გათვალისწინებული სამი წლის ვადაში და იგი ხანდაზმულ მოთხოვნად ვერ ჩაითვლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.09წ. განჩინებით ნ. უ-ას, რ. ჯ-ის, ნ. ფ-ას, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეცვლილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. განჩინების ის ნაწილი, რომლითაც ნ. უ-ასა და ო. ჩ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ამ ნაწილში მიღებული ახალი განჩინებით ნ. უ-ასა და ო. ჩ-ის სარჩელი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, გასაჩივრებული 29.12.08წ. განჩინება გაუქმდა დანარჩენ ნაწილში და საქმე რ. ჯ-ის, ნ. ფ-ას, ი. კ-ის, გ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ი. წ-ას სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. Kკასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.09წ. განჩინებაზე ხელფასის თანხების მოსარჩელეებისათვის _ მ. მ-ისათვის 858,97 ლარის, ჯ. კ-ისათვის 560,43 ლარისა და ა. გ-ისათვის 849,83 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-ას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. რ-ის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ ი-ის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ძ-ას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-ის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-ას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენასი სასამართლოს 19.05.10წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.09წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-ას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. ე-ის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ი-ის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-ას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-ის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-ას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.08წ. გადაწყვეტილება ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ზ. ძ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ზ. ძ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სასარჩელო განცხადება თავდაცვის სამინსიტროს მიმართ ერთჯერადი (გასავლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება ¹493 ბრძანებულებაში, რის საფუძველზეც 33-ე პუნქტი გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, ვინც დათხოვილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაცისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით განისაზღვრა ბრძანებულების 331 პუნქტით. იმავე ¹640 ბრძანებულების 611 პუნქტით 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. ¹531 ბრძანებულებით ზემოხსენებული 331 პუნქტი საერთოდ იქნა ამოღებული. ამდენად, პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 პუნქტმა იმოქმედა 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ნორმის მოქმედების პერიოდში არცერთ მოსარჩელეს არ მიუმართავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთანავე, სარჩელის შეტანის დროისათვის ნორმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის თაობაზე უკვე გაუქმებული იყო. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 01.11.04წ. ¹493 ბრძანებულებას 331 პუნქტი დაემატა 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით, ხოლო მოსარჩელეები სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 31.12.04წ. ბრძანებით, ამდენად მოსარჩელეების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდში ბრძანებულების 331 პუნქტი არ არსებობდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულებით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ეძლეოდათ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს და არა თავდაცვის სამინისტროში მომუშავე სამოქალაქო პირებს. საქმის მასალებით (მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თავდაცვის მინისტრის 31.12.04წ. ბრძანებებით) დგინდება, რომ ყველა განთავისუფლებული მოსარჩელე წარმოადგენდა სამოქალაქო პირს და არა სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ-ამ, ნ. მ-ემ, ლ. ა-ამ, მ. კ-ემ, ე. დ-ამ, რ. ი-მა, ლ. ა-მა, ნ. ა-ამ, ლ. რ-ამ, მ. რ-ემ, ჟ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ლ. ი-მა, ზ. ძ-ამ, ა. ო-მა, გ. თ-ამ, ი. ტ-ემ. კასატორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.12.10წ. გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.12.08წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა “სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 331 და 611 პუნქტები, აგრეთვე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ როგორც სახელფასო დავალიანების, ისე ერთჯერადი გასასვლელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ მიმართავდნენ საქართველოს თავდაცის სამინისტროს 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, კერძოდ, 04.07.06წ. მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, 10.08.06წ. მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, 24.06.06წ. მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, 10.07.07წ. მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 09.07.07წ. მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 06.06.07წ. ¹41, 10.07.10წ ¹66, 26.07.07წ ¹85 წერილებით მოსარჩელეების წარმომადგენელმა მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროს 06.07.07წ. ¹9/2035 და 01.08.06წ. ¹9/2438 წერილები, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს 19.07.06წ. ¹04-02/7165 წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ას, მ. კ-ის, ე. დ-ას, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, ლ. ი-ის, ზ. ძ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო პირებად და გათავისუფლდნენ 31.12.04 წ. სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ყველა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა როგორც სამოქალაქო პირი. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობაზე არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულება ეხებოდა არამხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, არამედ აგრეთვე სამოქალაქო პირებსაც. ის გარემოება, რომ 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტებით ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა გათვალისწინებული იყო მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის (31.12.04 წ.) დღეს ¹493 ბრძანებულებაში 331 პუნქტის დამატებისა და შესაბამისად მოსარჩელეთა მუშაობის პერიოდში 331 პუნქტის არარსებობის შესახებ, საკასაციო პალატის აზრით ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობაზე საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულების გაუვრცელებლობას და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულების ადრინდელი რედაქცია ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებული სამოქალაქო პირების ერთჯერადი დახმარების უფლებას, კერძოდ ბრძანებულების 35-ე პუნქტი უთითებდა, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან ეძლეოდათ ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობა უკავშირდებოდა გათავისუფლების საფუძველს. ბრძანებულების ხსენებული ნორმა გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07 წ. ¹531 ბრძანებულებით, ამდენად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება სამსახურიდან მოსარჩელეთა დათხოვნის პერიოდში ბრძანებულების 331 პუნქტის არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ისე თქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, რომ არ უმსჯელია საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულების საფუძველზე რეორგანიზაციის გამო განთავისუფლებული პირებისათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია აგრეთვე სამოქალაქო პირების მიმართ ერთჯერადი გასავლელი დახმარების გაცემის მოთხოვნის მიმართ სხვა ნორმატიული აქტების გამოყენების შესაძლებობაზე. 331 პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ სარჩელის აღძვრა არ გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან 331 პუნქტი, როგორც უკვე აღინიშნა, არ ითვალისწინებდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემას სამოქალაქო პირებზე, ამასთანავე სამოქალაქო პირების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლების გამო ერთჯერადი დახმარების გაცემას. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04 წ. ბრძანებულების 35-ე პუნქტის მოქმედების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას 31.12.01 წ. ¹640 ბრძანებულების 611 პუნქტით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება უფლების დაკარგვის საფუძველს არ ქმნის, შეჩერება არ ნიშნავს ნორმით აღიარებული უფლების გაუქმებას. საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07 წ. ბრძანებულებით 35 პუნქტის ამოღება ასევე არ გამორიცხავდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ უარყო რა სადავო სამართალურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04 წ. ¹493 ბრძანებულების გამოყენების შესაძლებლობა, არ უმსჯელია სადავო სამართალურთიერთობების მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის ან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენების შესაძლებლობაზე. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა თანამდებობრივი სარგო. მითითებული ნორმით გათვალისწინებული გასასვლელი დახმარების გაცემის მიზანია სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის სხვა სამსახურის დაწყებამდე არსებობის შენარჩუნების მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება უმუშევრად დარჩენილი საჯარო მოსამსახურის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეყწობის ერთ-ერთი პირველადი ღონისძიებაა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისათვის საქმეზე უნდა გაირკვეს თუ რა სტატუსით სარგებლობდნენ მოსარჩელეები გათავისუფლების მომენტში, კერძოდ მათზე მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის სტატუსის გავრცელების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელისათვის კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს გაცემა თავისი ბუნებით არის კომპენსაციური ხასიათის ერთჯერადი სავალდებულო გადახდა, ის არ უკავშირდება შრომის ანაზღაურებას, ინიშნება მუშაკის სურვილის გარეშე დათხოვნის შემთხვევაში და მიზნად ისახავს დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მუშაკის დანაკარგის ანაზღაურებას, მისი ოდენობის განსაზღვრა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მუშაკის თანამდებობრივი სარგოდან ხდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა მოსარჩელე სუბიექტთა სტატუსი და ემსჯელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების საფუძვლის არსებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 109-ე მუხლის მოქმედების არაერთჯერადი შეჩერება (13.07.2000 წ., 13.12.2000 წ., 15.02.02 წ., 29.01.03 წ., 31.12.03 წ., 29.12.04 წ. კანონები) ასევე არ ქმნიდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების უფლების დაკარგვის საფუძველს. ნორმის შეჩერებით ადგილი ჰქონდა აღიარებული უფლების რეალიზაციის ხელშეშლას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05 წ. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უმუშევარის სტატუტის განსაზღვრა-მოწესრიგებას და სამუშაოს პოვნაში რეალურ დახმარებას, არამედ სამუშაოდან დათხოვნის დროიდან კუთვნილი კომპენსაციის, გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლებასაც. საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05 წ. გადაწყვეტილებით ნორმის მოქმედების შემაჩერებელი საკანონმდებლო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს სწორედ ის წარმოადგენდა, რომ აქტი უსამართლოდ აჭიანურებდა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით, ხოლო “საჯარო სასახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კანონით განსაზღვრულ კომპენსაციაზე, გარკვევას საჭიროებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცულობის საკითხი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 31.12.04 წ. ბრძანებით გათავისუფლდნენ მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, სარჩელი აღძრულია 28.12.07 წ., შესაბამისად დაცულია კანონმდებლობით (სკ-ის 129-ე მუხ.) განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქციით (19.03.99 წ. კანონი) და ამჟამად მოქმედი რედაქციით (23.12.05 წ. კანონი) ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ოდენობას არ უკავშირებს ნამსახურობის სტაჟს და ადგენს დაწესებულების ლიკვიდაციის გამო ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელისათვის კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს მიცემას, შესაბამისად, დადგენას საჭიროებს აგრეთვე თითოეული მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგანი ეხება მხოლოდ იძულებით განაცდურს. აღნიშნულიდან გამომდინარე გარკვევას საჭიროებს საკითხი იმის შესახებ თუ რამდენი თვის თანამდებობრივ სარგოს შეადგენს გასასვლელი დახმარება, რომელსაც მოითხოვენ კასატორები, მოიცავს თუ არა მოთხოვნის საფუძვლად მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების უფროსის ცნობაში ასახული თანხები თანამდებობრივ სარგოს, თუ მასთან ერთად აგრეთვე სხვა დანამატებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი, არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი. შესაბამისად სახეზეა საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების, სსკ-ის 412.2 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” ქვეპუნქტით, 412 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ფ-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ას, მ. კ-ის, ე. დ-ას, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, ლ. ი-ის, ზ. ძ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე