Facebook Twitter

¹ბს-629-617(კს-12) 23 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ტ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირების ჩართვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 28 დეკემბერს ტ. ლ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცეტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი: 1. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის 2011 წლის 9 დეკემბრის №01/27-2208 ადმინისტრაციული აქტი; 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 9 დეკემბრის №01/54067 ადმინისტრაციული აქტი; 3. დაევალოს მოპასუხეებს 2011 წლის 6 დეკემბრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სამართალწარმოების განხორციელება.

2012 წლის 16 თებერვალს ტ. ლ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრისა და თვითმმართველი ქ. რუსთავის (საკრებულო და მერიას) მიმართ და მოითხოვა: 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დაევალოს 2012 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2012 წლის 16 იანვრის №01/2172 ადმინისტრაციული აქტი 3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 9 იანვრის №01/828 ადმინისტრაციული აქტი და დაევალოს მოპასუხეებს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 2011 წლის 13 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დედანში გაცნობა და მათი ასლების გადაცემა; 4. ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადმინისტრაციის მიერ 2012 წლის 6 თებერვლის №1/1353 ადმინისტრაციული აქტი და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას დაევალოს 2012 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 2 თებერვლის №01/5764 ადმინისტრაციული აქტი და დაევალოს 2012 წლის 30 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს სათანადო მტკიცებულებების დედანში გაცნობა და მათი ქსეროასლების გადაცემა, ამასთან 2012 წლის 3 თებერვლის განცხადებაზე წერილობითი პასუხის გაცემა, რომელიც მის მიერ მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიე წარდგენის მიზნით რუსთვის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე №2-813; 7. მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ქ. რუსთავის მერიისა და საკრებულოს მიმართებაში სასამართლომ აღიაროს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის №49 და ამავე წლის 8 აპრილის №61; №66 და №75 დადგენილებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ წარმოადგენენ იურიდიული ძალის მქონე დადგენილებებს, ვინაიდან არ შეიცავენ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას; 8. სასამართლომ აღიაროს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის №49 და ამავე წლის 8 აპრილის №61; №66 და №75 დადგენილებებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ორგანო ქ. რუსთავის სალიკვიდაციო ცენტრის სახით არ არსებობდა და არც დღეის მდგომარეობით არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით ტ. ლ-ის სარჩელი შემდეგ მოთხოვნათა ნაწილში, რომლითაც ითხოვდა 1. ბათილად იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ადმინისტრაციის 2012 წლის 6 თებერვლის №1/1353 ადმინისტრაციული აქტი 2. დაევალოს თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 3. დაევალოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას 2012 წლის 31 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 4. სასამართლომ აღიაროს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის №49 და ამავე წლის 8 აპრილის №61; №66 და №75 დადგენილებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ წარმოადგენენ იურიდიული ძალის მქონე დადგენილებებს 5. სასამართლომ აღიაროს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის №49 და ამავე წლის 8 აპრილის №61; №66 და №75 დადგენილებებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ორგანო რუსთავის სალიკვიდაციო ცენტრის სახით არ არსებობდა და არც დღეის მდგომარეობით არსებობს, განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი - მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიმართ, რომლითაც ითხოვდა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 16 იანვრის №01/2172 ადმინისტრაციული აქტი; 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს 2012 წლის 10 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა; 3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 9 იანვრის №01/828 ადმინისტრაციული აქტი და დაევალოს მოპასუხეებს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 2011 წლის 13 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დედანში გაცნობა და მათი ასლების გადაცემა; 4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2012 წლის 2 თებერვლის №01/5764 ადმინისტრაციული აქტი და დაევალოს 2012 წლის 30 იანვრის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა; 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს სათანადო მტკიცებულებების დედანში გაცნობა და მათი ქსეროასლების გადაცემა, ამასთან 2012 წლის 3 თებერვლის განცხადებაზე წერილობითი პასუხის გაცემა, რომელიც მის მიერ მოთხოვნილი იქნა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიე წარდგენის მიზნით რუსთვის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე №2-813; 6. მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიმართებაში სასამართლომ აღიაროს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის №49 და ამავე წლის 8 აპრილის №61; №66 და №75 დადგენილებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით არ წარმოადგენენ იურიდიული ძალის მქონე დადგენილებებს - არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინებით ტ. ლ-ის შუამდგომლობა საქმეშისაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად მესამე პირებად თ. ნ-ისა და ქ. რუსთავის მერიის ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ. რუსთავის მერია და თ. ნ-ი არ წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეებს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა არის შესაძლებელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს აქტები გასაჩივრებულია მხოლოდ ტ. ლ-ის მიერ და სასამართლო სხდომაზე იხილება ტ. ლ-ის სარჩელიდან გამომდინარე აღნიშნული აქტების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. თ. ნ-ს კი აქტები სადავოდ არ გაუხდია.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირებად თ. ნ-ისა და ქ. რუსთავის მერიის ჩართვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ტ. ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ტ. ლ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად თ. ნ-ისა და ქ. რუსთავის მერიის ჩართვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითჲთებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი საქმეში მესამე პირებად თ. ნ-ისა და ქ. რუსთავის მერიის ჩაბმის თაობაზე აღძრულ შუამდგომლობაზე და განმარტავს, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ მიიჩნია თ. ნ-ი და ქ. რუსთავის მერია იმ პირებად, რომელთა უფლებებსა თუ კანონით დაცულ ინტერესთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივ შედეგს გამოიწვევდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის შედეგი გავლენას ვერ მოახდენდა მათ უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება. შესაბამისად, ტ. ლ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინება და შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს საოქმო განჩინება, საქმეში მესამე პირებად თ. ნ-ისა და ქ. რუსთავის მერიის ჩართვის თაობაზე აღძრული შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ და საქმე შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე