საქმე ¹ბ-1103-11(ა-12) 16 ივლისი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით აპელანტ შ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. @¹32, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი ¹7ა), მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ნ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განჩინებით შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ შ. N-შვლის შვილს დ. ნ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 2012 წლის 1 აპრილს ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინების ასლი (ტ. II, ს.ფ. 60), საკასაციო საჩივარი კი შ. ნ-მა 2012 წლის 25 აპრილს წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2012 წლის 22 აპრილს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. საკასაციო სასამართლომ კასატორს განუმარტა, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2012 წლის 22 აპრილს ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე კვირა, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 23 აპრილს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ შ. ნ-მა 2 დღით გადააცილა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადას, ვინაიდან 2012 წლის 25 აპრილს შეიტანა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ნ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 _ დღიანი ვადა, რის გამოც შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
შ. ნ-მა 2012 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განჩინება მის შვილს დ. ნ-ს ჩაბარდა 2012 წლის 7 აპრილს, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა შპს “...” ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით, შ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შ. ნ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შ. ნ-ის შვილს დ. ნ-ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინება 2012 წლის 7 აპრილს გადაეცა (ს.ფ. 111). საქმის მასალებში დაცულ საკასაციო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შტამბიდან დასტურდება, რომ შ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას 2012 წლის 25 აპრილს ჩაბარდა. საკასაციო პალატა განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს “...” 2012 წლის 1 ივნისის ¹15/6/2-2972 წერილიდან დადგენილად მიიჩნევს, რომ გზავნილი ¹GPL000083805 შ. ნ-ის სახელზე მისამართით: თბილისი, ... ქ. ¹47 - 2012 წლის 7 აპრილს ჩაბარდა მის შვილს დ. ნ-ს (პირადი ¹...). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს შ. ნ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება და შ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება;
3. შ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე