Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-105-98(კ-13) 7 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩინებაზე.

შ. მ-ემ 27.07.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც უკანონო რეპრესიის შედეგად კომპენსაციის სახით მოპასუხისათვის 10000 ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.12წ. გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაევალა შ. მ-ის სასარგებლოდ 200 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩინებით შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.12წ. გადაწყვეტილება. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

სასკ-ის 2129 მუხლის თანახმად, ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩინება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2129 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.12წ. განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე