ბს-548-539(კ-12) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მესამე პირი) – ნ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები – ნო. გ-ი, გ. ე-ი, სს ,,...“, სსიპ შემოსავლების სამსახური
თავდაპირველი მოსარჩელე – გ.გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ.გ-მა მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა გორის რაიონის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ....), ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ 2011 წლის 17 მარტის №882011113618-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 აპრილის №64118 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა გორის რაიონულ სასამართლოში.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ სს ,,...“, ნო. და ნ. გ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და გ. ე-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ.გ-ის სარჩელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირები – ნ. და ნო. გ-ები, გ. ე-ი, სს ,,...“ 2011 წლის 17 მარტის №882011113618-03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 28 აპრილის №64118 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1999 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით სს ,,გ...” (უფლებამონაცვლე სს ,,...”) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა სს ,,გ.გ...” საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი - გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ,,ტ...” (ლიტერ ,,ა” ჰესის შენობა, ლიტერ ,,ბ” ავტოფარეხი, ლიტერ ,,გ” მექანიკური სახელოსნო, გაშენების ფართი ძირითადი შენობის ქვეშ 847 მ2, სასარგებლო ფართი - 721 მ2, ოთახების რაოდენობა - 21, დამხმარე ფართი - 721 მ2.. გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ,,ტ...” შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადაეცა გი. გ-ს, ხოლო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შემდგომში აღირიცხა გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე. გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26 808 მ2 მიწის ფართი შესყიდულ იქნა გ., ნ. და ნო. გ-ების მიერ და საკუთრების უფლებით აღირიცხა მათ სახელზე; ,,ტ...” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ერთ უძრავ ქონებად, ერთი საკადასტრო კოდით - .... გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, მოეხდინა სს „გ...“ და სს ,,გ.გ...” შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ...” უფლებამონაცვლე სს ,,...” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამჟამად გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე _ ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე _ საკადასტრო კოდი ...; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და 2010 წლის 31 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკა დარეგისტრირდა გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე შენობა-ნაგებობებზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 მარტის № 882011113618-03 გადაწყვეტილებით იპოთეკა გავრცელდა 26 808 მ2 მიწის ნაკვეთზე, რაზეც დამაგრებულია მითითებული შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2011 წლის 28 აპრილის №64118 გადაწყვეტილებით გ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; განიმარტა, რომ შენობა-ნაგებობები წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და შენობებზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უნდა გავრცელდეს მიწის ნაკვეთზეც.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შასახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არაა, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26 808 მ2 მიწის ფართი შესყიდული იქნა გ., ნ. და ნო. გ-ების მიერ 2005 წელს და საკუთრების უფლებით აღირიცხა მათ სახელზე; „ტ...“ შენობა - ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ერთ უძრავ ქონებად ერთი საკადასტრო კოდით - .... ამდენად, მითითებული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთ უძრავ ქონებას - სამოქალაქო ბრუნვის ერთ ობიექტს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც გამოიყენება მხოლოდ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით. იმავე კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევებშიც კი, თუკი იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის უფლება დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში მისი დადების დროს - 1999 წელს მხოლოდ შენობა-ნაგებობზე, ანუ იმ დროს, როდესაც მიწა სს “გ.გ...“ საკუთრებას არ წარმოადგენდა, 26 808მ2 მიწის შეძენის შემდეგ - 2005 წელს იპოთეკა უნდა გავრცელებულიყო ამ მიწის ნაკვეთზეც, რამდენადაც მითითებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი გახდა ერთი უძრავი ქონება, შენობები წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ერთი უფლების ობიექტს, ერთი საკადასტრო კოდით. სასამართლოს განმარტებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით განისაზღვრა იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია შენობა-ნაგებობებზე (იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად), მდგომარეობას ვერ ცვლის, რადგან იპოთეკა უნდა გავრცელდეს უძრავ ქონებაზე, მოცემულ შემთხვევაში კი უძრავ ქონებას წარმოადგენს №66.12.11.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ იპოთეკის მიწის ნაკვეთზე გავრცელებით, ანუ ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების გამოცემით კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნ. გ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც გ.გ-მა კერძო საჩივარი შეიტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით გ.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და დამატებით აღნიშნა შემდეგი: ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს, მის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, აღმოჩენისთანავე შეასწოროს მის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო შეესწორებინა გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტექნიკური შეცდომით გამოწვეული ხარვეზი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26808 მ2 მიწის ფართი შესყიდული იქნა გ., ნ. და ნო. გ-ების მიერ 2005 წელს და საკუთრების უფლებით აღირიცხა მათ სახელზე. „ტ...” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ერთ უძრავ ქონებად ერთი საკადასტრო კოდით - ... და, რომ შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთ უძრავ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც გამოიყენება მხოლოდ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მეორე ნაწილის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის უფლება დარეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში მისი დადების დროს - 1999 წელს მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე, ანუ იმ დროს, როდესაც მიწა სს ,,გ.გ....” საკუთრებას არ წარმოადგენდა, 26 808 მ2 მიწის შეძენის შემდეგ - 2005 წელს იპოთეკა უნდა გავრცელებულიყო ამ მიწის ნაკვეთზეც, რამდენადაც მითითებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი გახდა ერთი უძრავი ქონება, შენობები წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ერთი უფლების ობიექტს ერთი საკადასტრო კოდით და თუნდაც ის ფაქტი, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით განისაზღვრა იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია შენობა-ნაგებობებზე, მდგომარეობას ვერ ცვლის, რადგან იპოთეკა უნდა გავრცელდეს უძრავ ქონებაზე, უძრავ ქონებას კი წარმოადგენს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრიივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იპოთეკის მიწის ნაკვეთზე გავრცელებით, არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე აპელანტების მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ ,,ტ...” შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთ ობიექტს და იპოთეკა მიწის ნაკვეთზეც არ უნდა გავრცელებულიყო.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 26 808მ2 მიწის ნაკვეთზე სს ,,...“ იპოთეკის რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება არსებობდა. 2011 წლის 17 მარტის N882011113618 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილი იყო, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე 26 808მ2 მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო ყადაღა. საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია,(რასაც მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია წარმოადგენს), გამორიცხავს მასზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას. იგივე დებულება არის მოცემული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, ყადაღა წარმოადგენს ქონების იპოთეკით დატვირთვის აკრძალვას. შესაბამისად, 26 808მ2 მიწის ნაკვეთზე საგადასახადო ყადაღის არსებობის გამო, საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მასზე დაერეგისტრირებინა სს ,,...“ იპოთეკის უფლება.
კასატორის მოსაზრებით, დაინტერესებული პირის ,,...“ წერილი ანუ ცალმხრივი ნების გამოვლენა, არ შეიძლება, ყოფილიყო საჯარო რეესტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის საფუძველი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით, რეგისტრაციის უფლებას უშუალოდ წარმოშობს სარეგისტრაციო დოკუმენტი, ანუ სამართლებრივი აქტი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ,,...“ წერილი საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანის შესახებ არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირის ნების გამოვლენაა. აქედან გამომდინარე, ,,...“ წერილი არ შიძლება ყოფილიყო 2011 წლის 17 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერის განხორციელების საფუძველი.
კასატორის მითითებით, როგორც რაიონულმა, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა უადგილოდ მოიშველიეს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იგი იზიარებს ძირითადი ნივთის ბედს. შესაძლებელია ამ მუხლზე მითითება მართებული ყოფილიყო 26 808მ2 მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის არსებობის შემთხვევაში ამ უფლების შენობა-ნაგებობებზე გავრცელების დასასაბუთებლად, მაგრამ აქ საწინააღმდეგო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე: იპოთეკით დატვირთულია არა ნივთი (მიწის ნაკვეთი), არამედ მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი (შენობა-ნაგებობა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2-ე მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემობებს: 1999 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით სს ,,გ...” (უფლებამონაცვლე სს ,,...”) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა სს ,,გ.გ....” საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი - გორის რაიონის სოფელ ... მდებარე ,,ტ...” (ლიტერ ,,ა” ჰესის შენობა, ლიტერ ,,ბ” ავტოფარეხი, ლიტერ ,,გ” მექანიკური სახელოსნო), გაშენების ფართი ძირითადი შენობის ქვეშ 847 მ2, სასარგებლო ფართი - 721 მ2, ოთახების რაოდენობა - 21, დამხმარე ფართი - 721 მ2.. გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ,,ტ...” შენობა-ნაგებობები საკუთრებაში გადაეცა გი. გ-ს, ხოლო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე შემდგომში აღირიცხა გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე. გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26 808 მ2 მიწის ფართი შესყიდულ იქნა გ., ნ. და ნო. გ-ების მიერ და საკუთრების უფლებით აღირიცხა მათ სახელზე; ,,ტ...” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ერთ უძრავ ქონებად, ერთი საკადასტრო კოდით - ... . გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, მოეხდინა სს „გ...“ და სს ,,გ.გ....” შორის 1999 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებისა და სს ,,გ...” უფლებამონაცვლე სს ,,...” პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამჟამად გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე _ ,,ტ...“ შენობა-ნაგებობებზე _ საკადასტრო კოდი ...; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და 2010 წლის 31 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკა დარეგისტრირდა გ., ნ. და ნო. გ-ების სახელზე რიცხულ, გორის რაიონის სოფელ ... მდებარე შენობა-ნაგებობებზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 მარტის № 882011113618-03 გადაწყვეტილებით იპოთეკა გავრცელდა 26 808 მ2 მიწის ნაკვეთზე, რაზეც დამაგრებულია მითითებული შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 2011 წლის 28 აპრილის №64118 გადაწყვეტილებით გ.გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; განიმარტა, რომ შენობა-ნაგებობები წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს და შენობებზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უნდა გავრცელდეს მიწის ნაკვეთზეც.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს, მის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, აღმოჩენისთანავე შეასწოროს მის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო შეესწორებინა გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ტექნიკური შეცდომით გამოწვეული ხარვეზი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების სამართლებრივ დასკვნას იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 26 808 მ2 მიწის ფართი შესყიდული იქნა გ., ნ. და ნო. გ-ების მიერ 2005 წელს და საკუთრების უფლებით აღირიცხა მათ სახელზე. „ტ...” შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ერთ უძრავ ქონებად ერთი საკადასტრო კოდით - ... და რომ შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთ უძრავ ქონებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც გამოიყენება მხოლოდ უძრავ ნივთებთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მეორე ნაწილის თაანხამად კი, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სამართლო ეთანხმება, როგორც რაიონული სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის უფლება დარეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში მისი დადების დროს - 1999 წელს მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე, ანუ იმ დროს, როდესაც მიწა სს ,,გ.გ....” საკუთრებას არ წარმოადგენდა, 26 808 მ2 მიწის შეძენის შემდეგ - 2005 წელს იპოთეკა უნდა გავრცელებულიყო ამ მიწის ნაკვეთზეც, რამდენადაც მითითებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი გახდა ერთი უძრავი ქონება, შენობები წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ერთი უფლების ობიექტს ერთი საკადასტრო კოდით და თუნდაც ის ფაქტი, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით განისაზღვრა იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია შენობა-ნაგებობეზე, მდგომარეობას ვერ ცვლის, რადგან იპოთეკა უნდა გავრცელდეს უძრავ ქონებაზე, უძრავ ქონებას კი წარმოადგენს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრიივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იპოთეკის მიწის ნაკვეთზე გავრცელებით, არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ასევე კასატორის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამადასტურებელი მტკიცება იმისა, რომ ,,ტ...” შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთ ობიექტს და იპოთეკა მიწის ნაკვეთზეც არ უნდა გავრცელებულიყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ნ. გ-ის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე