Nბს-569-559(კ-12) 2 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისისა და 7 ივნისის განჩინებები
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ-ემ 2011 წლის 25 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის ¹№882011476500-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №153507 გადაწყვეტილება დმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს მოსარჩელის სახელზე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 17 იანვარს ლ. ბ-ემ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 5 ნოემბრის №18 სხდომის საოქმო დადგენილების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2010 წლის 22 ნოემბრის №58 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელე ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იძებნება ლ. ბ-ის უფლების დამდგენი საბუთი საჯარო რეესტრის სამსახურში, სადავო მიწის ნაკვეთი მიჩნეული უნდა იქნეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს ხელთ არ გააჩნია მებაღის წიგნაკი ან მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, ის გარემოება, რომ ... ინსტიტუტის მებაღეობის ამხანაგობა „...” მებაღეობის წევრ ლ. ბ-ეს გამოეყო სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, გამორიცხავს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. 2011 წლის 20 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. 2011 წლის 29 სექტემბერს ლ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ..., .... 2011 წლის 5 ოქტომბრის №882011476500-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დამატებით წარმოსადგენია განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად მოსარჩელეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. ლ. ბ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2011 წლის 5 ოქტომბრის №882011476500-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით. 2011 წლის 10 ოქტომბრის №153507 გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რადგან მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დარღვეულია მისი ასლის მომზადების ფორმა, იგი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული. 2011 წლის 8 ნოემბრის №882011476500-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით”
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემდებარე საქმეა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ შესაძლებელია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის კონტროლი შესაბამისი სარჩელის საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ განმარტავს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 17.01.2011წ. გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მართლზომიერი ფლობის(სარგებლობის) არსებობის ან არარსებობის ფაქტს.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ემ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი. დედანი ან დამოწმებული ასლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლზე. მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული და გამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენ დედანთან იგივეობას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ დოკუმენტს-მიღება-ჩაბარების აქტის ასლს, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ადასტურებს დედანთან იგივეობას და არ აქვს ოფიციალური ძალა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. მათ შორის ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. სადავო 05.10.2011წ. №882011476500-03 გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე იქნა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება, რაც, სასამართლოს შეფასებით, შეესაბამება ხსენებული მუხლით განსაზღვრულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების წესს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა ისეთი დარღვევით, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა გამხდარიყო მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მცხეთის სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ლ. ბ-ეს მიწა თვითნებურად არ დაუკავებია. ამავე საქმეზე დადგენილია, რომ ლ. ბ-ე ფლობს და სარგებლობს ამ ნაკვეთით და მასზე დაახლოებით 20 წელია აღმართული აქვს შენობა-ნაგებობა. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი ან მიწის თვითნებურად მიმტაცებელია ან მართლზომიერად მფლობელი. რადგან მცხეთის და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ ლ. ბ-ეს მიწა თვითნებურად არ დაუკავებია, უფრო მეტიც სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი გახლდათ უფლების დამდგენი დოკუმენტი, აღნიშნულიდან გამომდინარე იოლი დასადგენია, რომ ლ. ბ-ე გახლავთ მიწის მართლზომიერი მფლობელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ლ. ბ-ემ 2012 წლის 29 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 დეკემბრის¹№882011614018-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №882011614018-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 იანვრის №14701 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს ლ. ბ-ე აღიაროს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად და მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 19 დეკემბერს ლ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე. მდებარე ქ. თბილისი, ..., .... განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აზომვითი ნახაზი, ”…”-ს წერილის ასლი, მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, სიტუაციური გეგმის ასლი, ნახაზის ასლი, ხელწერილი, საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის წერილი, ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციის წერილი, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, საექსპერტო დასკვნა, დადგენილება წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილებები და ელ.ვერსია. 2011 წლის 23 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011614018-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს დაევალა დამატებით წარედინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადებაზე დართული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი (რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს). სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად მოსარჩელეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. 2012 წლის 24 იანვრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011614018-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესრტის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 დეკემბრის №882011614018-03 და 2012 წლის 24 იანვრის №882011614018-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 იანვრის №14701 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები.
საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით”.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ-ემ სააგენტოს მიმართა განცხადებით და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მან მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი. დედანი ან დამოწმებული ასლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით დამოწმებული და გამოცემული დოკუმენტების ასლებს აქვთ ოფიციალური ძალა და ადასტურებენ დედანთან იგივეობას. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ დოკუმენტს - მიღება-ჩაბარების აქტის ასლს, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ ადასტურებს დედანთან იგივეობას და არ აქვს ოფიციალური ძალა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს. მათ შორის ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. სადავო 2011 წლის 23 დეკემბრის №882011614018-03 გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე იქნა შეჩერებული სარეგისტრაციო წარმოება, რაც, სასამართლოს შეფასებით, შეესაბამება ხსენებული მუხლით განსაზღვრულ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების წესს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. ბ-ემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარუდგინა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად თბილისის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრცაიო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი, ანუ მოსარჩელისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიცნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, კერძოდ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. ,,გ” მუხლით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. ,,გ” მუხლის შესაბამისად, დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს და დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარდგენილი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღება–ჩაბარების აქტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული მებაღის წიგნაკი და ა. შ.), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი 600 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, ..., ... იმყოფებოდა აპელანტის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ამასთანავე ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საკითხზე საჯარო რეესტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უარი უკანონოა. მისი განმარტებით სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აქცენტს აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი და სათანადო წესით დამოწმებული ასლი. რადგან მიღება-ჩაბარების აქტის ასლს, რომელიც არ არის დამოწმებული სათანადო წესით და წარდგენილი იქნა რეესტრში, არ აქვს ოფიციალური ძალა. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მცხეთის რაიონული სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. აღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგინდა, რომ ლ. ბ-ეს მიწა თვითნებურად არ დაუკავებია. ამავე საქმეზე დადგენილია, რომ ლ. ბ-ე ფლობს და სარგებლობს ამ ნაკვეთით და მასზე დაახლოებით 20 წელია აღმართული აქვს შენობა-ნაგებობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი ან მიწის თვითნებურად მიმტაცებელია ან მართლზომიერი მფლობელი. იმის გამო, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ ლ. ბ-ეს მიწა თვითნებურად არ დაუკავებია, უფრო მეტიც სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების ასლი იყო უფლების დამდგენი დოკუმენტი, აღნიშნულიდან გამომდინარე იოლი დასადგენია, რომ ლ. ბ-ე არის მიწის მართლზომიერი მფლობელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ზემოთაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად; იმავე განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მათი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისისა და 7 ივნისის განჩინებები და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის №882011476500-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №153507 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 დეკემბრის №882011614018-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №882011614018-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 იანვრის №14701 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგსტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს გ. კ-ის მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო ლ. ბ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს და დადგენილად მიიჩნევს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ლ. ბ-ემ 2009 წლის მარტში განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სოფ. ... გაგრძელებაზე მდებარე ამხანაგობა ,, ...“ ერთ-ერთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოიშვა ეჭვი, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი იყო გაყალბებული. ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განცხადება შეეხებოდა სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებას, ხოლო ვინაიდან სოფ. ... ექვემდებარებოდა მცხეთას, მცხეთის გამგეობის არქივი კი იყო დამწვარი და განადგურებული იყო საარქივო დოკუმენტების დედნები, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე შესული განცხადებები და თანდართული დოკუმენტების სინამდვილე იწვევდა ეჭვს. ამის გამო გამოძიების დაწყების მიზნით მასალები გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში.
2009 წლის 11 ნოემბერს პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ მოქალაქეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მუშაობდნენ ... ინსტიტუტში ლ. ბ-ესთან ერთად და იყვნენ ამხანაგობა ,, ...“ წევრები. მათი განმარტებით 1988 წელს ამხანაგობის წევრებს, მათ შორის ლ. ბ-ესაც მებაღეობისთვის დაურიგდათ მიწები სოფ. ... გაგრძელებაზე, სადაც უფლება მიეცათ აეშენებინათ სახლები. ამასთანავე ერთ-ერთი მოწმის მიერ წარდგენილ იქნა ორი ცალი 1988 წლით და 1992 წლით დათარიღებული ამხანაგობა ,, ...“ წევრთა სია, სადაც სიაში №13 და №14 გრაფებში დაფიქსირებული იყო ლ. ლ. ას. ბ-ე.
ლ. ბ-ის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2009 წლის 2 დეკემბრის დადგენილების თანახმად, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №006091345, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ლ. ბ-ემ 2010 წლის 25 ოქტომბერს მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და მოითხოვა ... ინსტიტუტის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ დაუმთავრებელ ნაგებობაზე, მდებარე ... საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელმა წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 ოქტომბრის №265461 ცნობა, რომლის თანახმად, მცხეთის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკის მონაცემებით, მოთხოვნის მომენტისათვის საკადასტრო ნახაზზე მონიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ..., ..., საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.ლ. ბ-ემ კომისიაში ასევე წარადგინა მოწმეების განცხადებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ... ინსტიტუტის მებაღეობის ამხანაგობამ ,,...“ ლ. ბ-ეს 1988 წელს გამოუყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სოფ. ... გაგრძელებაზე. განცხადებას თან ერთვოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 ოქტომბრის №23-18/3171 წერილი, რომლის თანახმად, ..., ... ტერიტორიაზე, საკადასტრო აზომვითი ნახაზის კოორდინატებში მოქცეული 600 კვ.მ განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, კატეგორის – საბაღე, სააგარაკე და შპს ,,...“ საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთზე, მავთულბადის ლითონის ელემენტების და ლითონების მილების კოროზიის სიჩქარის მიხედვით, შემოღობვა შესრულებულია დაახლოებით 17-18 წლის წინ. ნაკვეთსი აგებულია ერთსართულიანი შენობა, გარემოს გავლენით შენობის კედლები დაზიანებულია მრავალწლიანი ფიზიკუღი ცვეთის შედეგად, რაც მის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, საშუალოდ 20-30 წელი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2010 წლის 22 ნოემბრის №58 გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, შესაბამისად ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-16 მუხლის საფუძველზე კომისიამ არ დააკმაყოფილა ლ. ბ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2011 წლის 17 იანვარს ლ. ბ-ემ მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მცხეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 05.11.2010წ. №18 სხდომის საოქმო დადგენილების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 22.11.2010წ. №58 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იძებნება ლ. ბ-ის უფლების დამდგენი საბუთი საჯარო რეესტრში, სადავო მიწის ნაკვეთი მიჩნეული უნდა იქნეს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარეს ხელთ არ გააჩნია მებაღის წიგნაკი ან მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, ის გარემოება, რომ ... ინსტიტუტის მებაღეობის ამხანაგობა ,,...” მებაღეობის წევრ ლ. ბ-ეს გამოეყო სადავო მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით, გამორიცხავს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2011 წლის 29 სექტემბერს ლ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ..., ....
2011 წლის 5 ოქტომბრის №882011476500-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ დამატებით წარმოსადგენია განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი, ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოსაფხვრელად მოსარჩელეს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესრტის ეროვნულ სააგენტოს 05.10.2011წ. №882011476500-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნით.
2011 წლის 10 ოქტომბრის №153507 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 05.10.2011წ. გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რადგან მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დარღვეულია მისი ასლის მომზადების ფორმა, იგი არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამოწმებული.
2011 წლის 8 ნოემბრის №882011476500-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან საქმეში დაცულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, რომელიც აღიარების კომისიის და შემდგომ უკვე სასამართლოების მიერ მიჩნეულ იქნა დოკუმენტად, რომლის არსებობის შემთხვევაშიც გამორიცხული იყო მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის აღიარება, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ დადგინდეს თუ რამდენად წარმოადგენდა ლ. ბ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ბრძანებულებაში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტების ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია ლ. ბ-ის მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოსა და ვერც სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, მაგრამ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა ემსჯელათ იმ გარემოებაზე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ხომ არ მიეკუთვნებოდა სწორედ იმ ,,სხვა დოკუმენტებს”, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მცხეთის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 19 მაისის №117 გადაწყვეტილებით, 1988 წელს ... ინსტიტუტის თანამშრომლებს კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად ... საბჭოთა მეურნეობიდან გადაეცათ 1.95 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. დადგენილია ასევე, რომ ლ. ბ-ე 1978 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ... ინსტიტუტში და იყო ამხანაგობა ,,...“ წევრი. მან როგორც ამხანაგობის ერთ-ერთმა წევრმა მებაღეობისთვის მიიღო №3 მიწის ნაკვეთი, რომელზეც 1989 წელს ააშენა ორსართულიანი სახლი. მიწის რეფორმის შემდეგ 1997 წლის 21 ივნისს ლ. ბ-ესა და ... ინსტიტუტის წარმომადგენელს ლ. ძ-ს შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
ამდენად ცალსახაა ის გარემოება, რომ ... ინსტიტუტის თანამშრომელთათვის კოლექტიური მებაღეობის მოსაწყობად ... საბჭოთა მეურნეობიდან გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან, ლ. ბ-ეს როგორც ამხანაგობა ,,...“ წევრს გამოეყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც იგი წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ლ. ბ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში ვერ იქნა წარდგენილი დოკუმენტის დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული აქტი, მაგრამ მან განცხადებას დაურთო მართლზომიერი მფლობელობის დამადასტრებელი სხვა დოკუმენტაცია, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სათანადოდ შეეფასებინა განცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იკვეთება არც საჯარო (სადავო მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე) და არც კერძო პირთა ინტერესების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისისა და 7 ივნისის განჩინებების გაუქმებისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაეკისროს გ. კ-ის მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო ლ. ბ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისისა და 7 ივნისის განჩინებები და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ბ-ის სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის №882011476500-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 ოქტომბრის №153507 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 დეკემბრის №882011614018-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 24 იანვრის №882011614018-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 31 იანვრის №14701 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგსტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რეგისტრაციის თაობაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაეკისროს გ. კ-ის მიერ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი ბაჟის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო ლ. ბ-ის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟის – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე