Facebook Twitter
საქმე #ბს-680-666(კ-12) 16 აპრილი , 2013 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე


სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორები (მოსარჩელეები) - თ. ბ-ი; ნ. ბ-ი
წარმომადგენელი - მ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური; ე. რ-ე; ს. მ-ა-ს-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე: თ. ბ-ი
წარმომადგენელი: მ. დ-ე

მოსარჩელე: ნ. ბ-ი-ხ-ე

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: ნ. ვ-ე

მოპასუხე: ე. რ-ე
წარმომადგენელი: ზ. ხ-ა; ლ. ყ-ე

მოპასუხე: ს. მ-ა-ს-ი
წარმომადგენელი: ლ. ყ-ე

მესამე პირი: მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს

სარჩელის სახე: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

სარჩელის საგანი:
1. 2002 წლის 1 ოქტომბრის #460 სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა;
2. 2002 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
3. 2001 წლის 24 დეკემბერს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც ქ. სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში (ყოფილი ... ქუჩაA№...) მდებარე 176 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა ე. რ-ის საკუთრებად.



სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: ქ. სამტრედიაში, ... ქ¹№...-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა თ. ბ-ის მამას მუდმივ სარგებლობაში, რაც დასტურდება მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებით. სადაც თ. ბ-ის მამა - ნ. ბ-ი მითითებულია - როგორც მიწის გადასახადის გადამხდელი 345კვ/მ მიწის ნაკვეთზე.

სადავო ბინა, რომელიც მდებარეობს სამტრედიაში, ... №...-ში იყო კომუნალური ფონდის ანუ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ს. მ-ას დაქირაველი ჰქონდა ბინის ერთი ოთახი და იგი ვერ იქნებოდა მიწის მოსარგებლე, მოსარჩელის განმარტებით, იგი კიდეც რომ ჩათვლილიყო ასეთად სახეზე იქნებოდა საერთო საკუთრება მიწაზე ანუ საზიარო უფლება, რომელიც ჯერ უნდა გაუქმებულიყო, გამოყოფილიყო რეალური წილები და ამის შემდეგ მომხდარიყო უფლების რეგისტრაცია თითოეულ მოწილეზე.

2002 წლის 20 დეკემბერს ე. რ-ემ ს. მ-ასგან შეიძინა ბინა მდებარე სამტრედიაში, ... ქ.№...-ში. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მესაკუთრეს საკუთრების უფლება უნდა დაერეგისტრირებინა საჯარი რეესტრში და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა მისი გასხვისება.

სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ სადაო მიწის ნაკვეთი სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული.

სამართლებრივი: მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტები, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს მიღებულია კანონის დარღვევით (იხ. ს.ფ. 1-8; ტ.1).

მოპასუხის - სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეებმა სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისაგან მოითხოვეს ინფორმაცია ქ.სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და არა ... ქ¹№...-ში მდებარე ქონებაზე, სადაც რეგისტრირებულია ე. რ-ე. რაც შეეხება ს. მ-ა-ს-ის სახელზე 2002 წლის 1 ოქტომბერს განხორციელებულ რეგისტრაციას მას საფუძვლად უდევს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მიწის ტექნიკური პასპორტის მონაცემები.

სამართლებივი: სამართლებრივ საკითხეებზე მითითებული არ არის (იხ. ს.ფ. 38-45; ტ.1).

მოპასუხის - ე. რ-ის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხე ე. რ-ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ. და ნ. ბ-ების საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი თ. და ნ. ბ-ების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერი (მიწის სარეგისტრაციო კოდით ¹...) სადავო 142,9 კვ.მ ნაწილში, თუმცა ამ დროისათვის მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული.

სადავო მიწის ნაკვეთის 176 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი მან შეიძინა ს. მ-ა-ს-ისაგან 2002 წლის 20 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით. მიწის ნაკვეთი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ცნობა დახასიათებით, ამავე სამსახურის ტექნიკური პასპორტით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით ირიცხებოდა ს. მ-ა-ს-ის საკუთრებად, ხოლო მისი გასხვისების შემდეგ დარეგისტრირდა ახალ მესაკუთრეზე - ე. რ-ეზე.

სამართლებრივი: მოპასუხის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1514-ე, 1515-ე მუხლების, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” (2002 წლის რედაქციით) საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-17, მე-19 მუხლების, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის 56-ე დადგენილების მე-4 პუნქტის ,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლისა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი წარმოადგენს ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში (ყოფილი... ქ.№...) მდებარე 176 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერ შემძენს და 2002 წლის 24 დეკემბრიდან მის მესაკუთრეს, რის გამოც არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ.ს ფ. 48-60; ტ.1).

საქმის გარემოებები:
მოსარჩელეებმა თ. და ნ. ბ-ებმა ქ. სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში (ყოფილი... ქ. №...) მდებარე საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობით მიიღეს მამის - ნ. ბ-ისაგან. სახლთან ერთად საკუთრებაში გადაეცათ მამის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი - 330 კვ.მ. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურს ზემოღნიშნული სახლისა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. მიწის ნაკვეთი აღირიცხა მათ საკუთრებაში, ხოლო სახლზე რეგისტრაცია არ მოხდა, იმ მიზეზით, რომ მასზე არსებობდა საზიარო უფლება, კერძოდ, მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელეების განმარტებით მათ საკუთრებაშია, ასევე ეკუთვნის ე. რ-ეს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ს. მ-ა-ს-ისაგან.

მოსარჩელეების მითითებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის პრივატიზება მოუხდენია ს. მ-ა-ს-ს.

მოსარჩელეების განმარტებით, მიწის საკუთრების მოწმობა არის უკანონო, იგი გამოცემულია კანონის დარღვევით, ვინაიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის წესის შესაბამისად, მიწა უნდა გასხვისდეს ან აუქციონის ან კონკურსის წესით, ხოლო ,,კერძო პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ კანონი ს. მ-ზე არ უნდა გავრცელებულიყო, ვინაიდან იგი არ იყო მიწის მოსარგებლე. ამასთან, მიწაზე იდგა საცხოვრებელი სახლი და მიწა იყო საზიარო საკუთრება, რომელიც არ შეიძლებოდა გაყოფის გარეშე სხვა პირზე დარეგისტრირებულიყო (იხ.ს .ფ. 1-8).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ბ-ისა და ნ. ბ-ი-ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
სასამართლოს მითითებით საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
2002 წლის 11 სექტემბერის №442 ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. სამტრედიაში, ... ¹№...–ში მდებარე 448 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად და ამ მიწის ნაკვეთზე 176,18 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მითითებულია ს. მ-ა-ს-ი.

2002 წლის 26 სექტემბერს თ. თ-ეს, როგორც სამტრედიის ქალაქის გამგეობის მიერ უფლებამოსილ პირსა და ს. მ-ა-ს-ს შორის სანოტარო წესით დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პრივატიზაციის საგანი იყო უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა მიწის წილობრივ ნაკვეთთან ერთად, რომელიც ეკუთვნოდა ქ. სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ფონდს და მდებარეობდა ქ. სამტრედიაში, ... ქ.№...-ში (ყოფილი №...).

2001 წლის 1 ოქტომბერს ს. მ-ა-ს-მა საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. სამტრედიაში, ... ქ.№...-ში მდებარე 176,18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა და მიიღო მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა №460.

2002 წლის 20 დეკემბერს ს. მ-ა-ს-სა და ე. რ-ეს შორის სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ს. მ-ა-ს-მა გაყიდა, ხოლო ე. რ-ემ იყიდა ქ. სამტრედიაში, ... ქ.¹№...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი, რომლის მახასიათებლებია სარეგისტრაციო ზონა: სამტრედია, კოდი-..., სექტორი სამტრედია, კოდი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის ¹№..., ფართობი -... კვ.მ.

2001 წლის 24 დეკემბერს ქ. სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში მდებარე 176,18 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში ე. რ-ის საკუთრებად.

სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში.

ამავე კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება ევალებოდათ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს.

,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” (2002 წელს მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია იყო საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელი ნაწილი და შეიცავდა აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივ-თვისობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მიწის რეგისტრაციის მიზანი იყო მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ^ უფლებათა წარმოშობა, გადაცემა, შეზღუდვა და შეწყვეტის აღიარება - დადასტურება სახელმწიფოს მიერ. მიწის სახელმწიფო რეგისტრაციის ურთიერთობათა ერთ მხარეს წარმოადგენდა იმ ქონების მესაკუთრე ან ამ ობიექტის მიმართ სხვა კანონიერი სანივთო უფლების მქონე ნებისმიერი პირი: საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს და სხვა ქვეყნის იურიდიული პირი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მეორე მხარეს კი - მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. Mმიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამ კანონის მიღების შემდეგ წარმოშობილი უფლებები იურიდიულ ძალას იძენდა სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ; ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ამავე კანონის მე-17 მუხლით, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდებოდა სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრებოდა ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვაც. ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავდა ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ კანონში კონკრეტული დათქმა იმისა, თუ რა დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება ჰქონდა მიწის რეგისტრაციის მსურველ მხარეს, არ არის მითითებული, ხოლო თუ მიწის რეგისტრაციის მიზანი იყო მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობა, გადაცემა, შეზღუდვა ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ, ამისათვის რეგისტრატორს უფლება ჰქონდა მოეთხოვა პირისაგან ინფორმაცია ან განმარტება მიწისა და სხვა უძრავი ქონების და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულების შესახებ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 11 სექტემბრის №442 ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ქ. სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში მდებარე 448 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად და ამ მიწის ნაკვეთზე 176,18კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარგებლედ მითითებულია ს. მ-ა-ს-ი. 2002 წლის 26 სექტემბერს თ. თ-ეს, როგორც სამტრედიის ქალაქის გამგეობის მიერ უფლებამოსილ პირსა და ს. მ-ა-ს-ს შორის სანოტარო წესით დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პრივატიზაციის საგანი იყო უძრავი ქონება: საცხოვრებელი ბინა მიწის წილობრივ ნაკვეთთან ერთად, რომელიც ეკუთვნოდა ქ. სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ფონდს და მდებარეობდა ქ .სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში (ყოფილი №...). 2002 წლის 1 ოქტომბერს ს. მ-ა-ს-მა საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. სამტრედიაში, ... ქუჩა №...-ში მდებარე 176,18 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა და მიიღო მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა №460, რაც შემდგომ გახდა საფუძველი აღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ შეაფასა რა მხოლოდ რეგისტრაციის პროცედურის მართლზომიერება, მიიჩნია, რომ არ არსებობდა 2002 წლის 1 ოქტომბრის №460 სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 331-ე მუხლებზე მითითებით, ასევე მიიჩნია, რომ ს. მ-ა-ს-მა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაარეგისტრირა თავის საკუთრებად სადავო მიწის ნაკვეთი. ამასთან, დასტურდება, რომ მას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ჰქონდა ნამდვილი უფლება ანუ მისი უფლება არ იყო ნაკლის მქონე, რომლის დროსაც გამოსაკვლევი იქნებოდა შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს გარიგებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, სამართლებრივი საფუძველიც (იხ. ს.ფ. 169-176; ტ.1).

აპელანტები: თ. ბ-ი; ნ. ბ-ი-ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური; ს. მ-ა-ს-ი; ე. რ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თბერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულფასოვნად არ გამოიკვლია დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. აღნიშნული კი, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
მხარის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხული 445 კვ.მ მიწის ფართიდან 176 კვ.მ მიწის ფართი კანონიერად აღირიცხა ს. მ-ა - ს-ის საკუთრებად, ვინაიდან, აპელანტის მოსაზრებით, პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ სამტრედიის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 6 ივლისის №399 გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, რომ ს. მ-ა-ს-ს გადაეცა საკუთრება მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული გადაწყვეტილებით მხოლოდ ერთი ოთახი 16 კვ.მ. აღირიცხა ს-ი-მ-ას საკუთრებად.
აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორია სასამართლოს მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პრივატიზაციის საგანსს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი, რადგან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთის პრივატიზება არ ხდებოდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა შეიძლებოდა მოქალაქეს გადასცემოდა კონკურსის ან აუქციონის წესით, ხოლო საზიარო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება შესაძლებელი იყო საზიარო უფლების გაუქმების შემდგომ, ამდენად ს. მ-ა-ს-მა სადავო მიწის ნაკვეთის ფართი საკუთრებაში მიიღო უკანონოდ და გაასხვისა ქონება, რომლის მესაკუთრეც არ იყო. ე. რ-ისთვის, რომელიც ბ-ის მეზობლად ცხოვრობდა, ცნობილი იყო, რომ ს. მ-ა - ს-ი არ იყო იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მისგან შეიძინა. ამავდროულად, აპელანტების მითითებით, საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრმა ს. მ-ა - ს-ის საკუთრება უფლების რეგისტრაცია მოახდინა უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე.

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი ,,უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ“ (იხ. ს.ფ. 194-193; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილება /სარეზოლუციო/ :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით თ. ბ-ის და ნ. ბ-ი-ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვენს სამართლებივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ტექ.აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით, სამტრედიის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975 წლის 14 მაისის №123 გაადწყვეტილებით აღრიცხული იყო სამტრედიის საქალაქო კომუნალურ გაერთიანებაზე და 1975 წლის 14 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაეცა ა. მ-ას, ხოლო 1989 წლის 6 ივლისის №399 გადაწყვეტილებით ა. მ-ას სარგებლობაში არსებული ბინა გაფორმდა მისი შვილის ვ. მ-ას სახელზე და შესაბამისი ცვლილება შევიდა უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათში და ასევე განისაზღვრა მიწათსარგებლობის წესი. კერძოდ, მანამდე არსებულ ფართს დაუმაგრდა 176,18 კვ.მ. მიწის ფართი, რაც აისახა ტექნიკური აღრიცხვის პასპორტში და 2002 წლის 11 სექტემბერს გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში.

სააჯრო რეესტრში საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული 176,18 კვ.მ. სადავო მიწის ფართის ს. მ-ა-ს-ის საკუთრებად აღრიცხვას საფუძვლად დაედო პრივატიზაციის ხელშეკრულება და ტექ. პასპორტი, რომლითაც განსაზღვრული იყო 448 კვ.მ. მიწის ფართიდან ს. მ-ა-ს-ის კუთვნილ ბინაზე 176,18 კვ.მ. მიწის ფართის მიმაგრება და მიწის ნაკვეთის გეგმა.

სააპლეციო სასამართლოს განმარტებით, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი აწესრიგებდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საკუთრების უფლების მინიჭების საკითხს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრებოდა საკუთრების უფლების მინიჭების წესი და პირობები. ამავე კანონის მე-3 და მე მე-4 მუხლების თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველი იყო განმცხადებულის მიერ მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის და ამ მიწის ნაკვეთზე მყარად მიმაგრებული უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სარეგისტრაციო სამსახურისთვის.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სარეგისტრაციო სასმსახურში წარდგენილი იქნა ბინაზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი პრივატიზების აქტი და ბინაზე 176,18 კვ. მ. მიწის ფართის დამაგრების დამადასტურებელი სახლის ტექ. პასპორტი მიწის ნაკვეთის გეგმით, რაც სარეგისტრაციო სამსახურს აძლევდა საფუძველს სადავო მიწის ფართი აღერიცხა ს. მ-ა-ს-ის საკუთრებად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ე. რ-ის საკუთრების უფლება არ იყო ნაკლის მქონე, შესაბამისად, არ არსებობს ს. მ-ა-ს-სა და ე. რ-ეს შორის შემდგარი გარიგების და ამ გარიგების საფუძველზე საჯარო რეესტრში სადავო მიწის ფართზე ე. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, ე. რ-ის მეზობლად ცხოვრების ფაქტის არ ადასტურებს გარიგების და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის უკანონობას (იხ. ს.ფ. 91-99; ტ.2).

კასატორები: თ. და ნ. ბ-ები
წარმომადგენელი: მ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: ე. რ-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური, ს. მ-ა-ს-ი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
პროცესუალური : კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად მიუთითა სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი „ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონის თანახმად კი, კანონმდებელი საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის საჭიროა სარეგისტრაციო სამსახურისთვის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ასეთად, კი მიჩნეულია მიწათმოსარგებლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ სამტრედიაში დამწვარია ტექბიუროს არქივი და აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია, სარეგისტრაციო სამსახურები თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად მიიჩნევენ გადასახადის გადამხდელთა სიას, რომელშიც მითითებული იყო მოსარგებლე და მიწის ფართი. კასატორის განმარტებით, ამგვარი მტკიცებულება, კერძოდ, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები და შესაბამისად, მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინეს მათ სარეგისტრაციო სამსახურში და დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ შემდეგ ე. რ-ის სარჩელის საფუძველზე ეს რეგისტრაციაც გაუქმდა და მოხდა უკანონო რეგისტრაცია, რაც გამოიხატა მიწათმოსარგებლის დოკუმენტის გარეშე რეგისტრაციაში.

კასატორების მტკიცებით, უკანონოდ მოხდა ს. მ-ა-ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რადგან საკუთრების მოწმობის საფუძველი არის პრივატიზაციის ხელშეკრულება და არა - ტექბიუროს ჩანაწერი. მ-ას კი სწორედ ამ უკანასკნელის საფუძველზე დაურეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება, რომლითაც მხოლოდ ს. მ-ა არ სარგებლობდა, არამედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საზიარო სარგებლობის ობიექტი იყო.

კასატორების მითითებით, ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებით მათ შეეზღუდათ საკუთრების უფლება - სახლთან მისვლის შესაძლებლობა. (იხ. ს.ფ. 108-116; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასაცია დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის სასამართლო განხილვისას მოსარჩელესა და მოწინააღმდეგე მხარეს - ე. რ-ეს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა (იხ.ს.ფ. 165-168; 172-174; ტ.2). 2013 წლის 16 აპრილს სასამართლო სხდომაზე (იხ. ს.ფ. 182-193; ტ.2) მოსარჩელემ და მოწინააღმდეგე მხარეებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
,,მხარეები თ. და ნ. ბ-ები მათი წარმომადგენელი მ. დ-ე და მოწინააღმდეგე მხარეები ე. რ-ე, ს. მ-ა და მათი წარმომადგენელი ლ. ყ-ე ვთანხმდებით შემდეგზე:
,,ა/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ 7000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადავცეთ ე. რ-ეს ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლიდან ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო ფართი, 34.4 კვ.მ. შიდა ფართი.

ბ/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ გადასახდელი 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან ე. რ-ემ 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი გადაგვიხადოს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 1000 (ათასი) აშშ დოლარი (ან ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში, პერიოდულად.

გ/ჩვენს მიერ ე. რ-ეზე ქ. სამტრედიაში, ... ქ.№...-ში 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგომ შენობაზე საერთო ფართით 52,7 კვ.მ, შიდა ფართი 34,4 მ.კვ საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაცია და ე. რ-ის მიერ 6000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდა მოხდეს ერთდროულად.

2. მე, ე. რ-ე თანხმა ვარ საკუთრებაში მივიღო ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა - ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო, შიდა ფართი - 34.4 კვ.მ. სანაცვლოდ გადავიხადო 7000 აშშ დოლარი (ან შესაბამისი კურსით ლარი) იმ წესითა და პირობების დაცვით, რაც მორიგების აქტის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტშია დაფიქსირებული.

3. ქონების გადაფორმების ხარჯები განაწილდეს თანაბრად მხარეებს შორის.

4. მხარეებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ მორიგების აქტის დამტკიცებით საქმის წარმოება შეწყდება და ჩვენ მხარეებს არ გვექნება უფლება კვლავ წამოვიწყოთ დავა სასამართლოში იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით.

5. მე ე. რ-ე თანახმა ვარ ჩავიბარო ნაკლის მქონე უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ფართი თვითნებურად დაკავებული აქვს მესამე პირს) და მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე.

6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლებაზე გაწეული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გადახდეს ნ. და თ. ბ-ებს.

7. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების, რომელიმე მხარის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის (შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ კორექტირებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000-დან 1000 აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარის მოცულობით, მხარეთა თანხმობით) ოდენობით გადახდეს მორიგების აქტის დამრღვევ პირს.

8. მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება მოხდება იძულებითი წესით. აღსრულების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორების თ. და ნ. ბ-ებისა და მათი წარმომადგენლის მ. დ-ის ასევე მოწინააღმდეგე მხარეების ე. რ-ისა და ს. მ-ასა და მათი წარმომადგენლის ლ. ყ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. 184-186; ტ.2).

მოსარჩელისა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მიღწეული მორიგების აქტის საფუძველზე მოსარჩელეებმა თ. და ნ. ბ-ებმა უარი თქვეს სარჩელზე (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 182-193; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების, თ. და ნ. ბ-ებისა და მათი წარმომადგენლის მ. დ-ისა და მოწინააღმდეგე მხარეებს: ე. რ-ეს, ს. მ-ასა და მათი წარმომადგენლის ლ. ყ-ის მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტის შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინება და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს თ. და ნ. ბ-ების, მათი წარმომადგენლის მ. დ-ისა და მოწინააღმდეგე მხარეების: ე. რ-ის, ს. მ-ასა და მათი წარმომადგენლის ლ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო, სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:

,,მხარეები თ. და ნ. ბ-ები მათი წარმომადგენელი მ. დ-ე და მოწინააღმდეგე მხარეები ე. რ-ე, ს. მ-ა და მათი წარმომადგენელი ლ. ყ-ე ვთანხმდებით შემდეგზე:
,,ა/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ 7000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადავცეთ ე. რ-ეს ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლიდან ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო ფართი, 34.4 კვ.მ. შიდა ფართი.

ბ/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ გადასახდელი 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან ე. რ-ემ 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი გადაგვიხადოს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 1000 (ათასი) აშშ დოლარი (ან ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში, პერიოდულად.

გ/ჩვენს მიერ ე. რ-ეზე ქ. სამტრედიაში, ... ქ.№...-ში 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგომ შენობაზე საერთო ფართით 52,7 კვ.მ, შიდა ფართი 34,4 მ.კვ საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაცია და ე. რ-ის მიერ 6000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდა მოხდეს ერთდროულად.

2. მე, ე. რ-ე თანხმა ვარ საკუთრებაში მივიღო ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა - ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო, შიდა ფართი - 34.4 კვ.მ. სანაცვლოდ გადავიხადო 7000 აშშ დოლარი (ან შესაბამისი კურსით ლარი) იმ წესითა და პირობების დაცვით, რაც მორიგების აქტის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტშია დაფიქსირებული.

3. ქონების გადაფორმების ხარჯები განაწილდეს თანაბრად მხარეებს შორის.

4. მხარეებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ მორიგების აქტის დამტკიცებით საქმის წარმოება შეწყდება და ჩვენ მხარეებს არ გვექნება უფლება კვლავ წამოვიწყოთ დავა სასამართლოში იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით.

5. მე ე. რ-ე თანახმა ვარ ჩავიბარო ნაკლის მქონე უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ფართი თვითნებურად დაკავებული აქვს მესამე პირს) და მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე.

6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლებაზე გაწეული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გადახდეს ნ. და თ. ბ-ებს.

7. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების, რომელიმე მხარის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის (შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ კორექტირებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000-დან 1000 აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარის მოცულობით, მხარეთა თანხმობით) ოდენობით გადახდეს მორიგების აქტის დამრღვევ პირს.

8. მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება მოხდება იძულებითი წესით. აღსრულების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია თ. და ნ. ბ-ებისა და მათი წარმომადგენლის მ. დ-ისა და მოწინააღმდეგე მხარეების ე. რ-ის, ს. მ-ასა და მათი წარმომადგენლის ლ. ყ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. 184-186; ტ.2).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულმა ორგანომ თანხმობა განაცხადა მორიგების მოტივით სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს მიჩნევით წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 მუხლის ,,გ" და ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზეზით სარჩელზე უარის თქმის გამო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინება და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს თ. და ნ. ბ-ებისა და მათი წარმომადგენლის მ. დ-ის ასევე მოწინააღმდეგე მხარეების ე. რ-ის, ს. მ-ასა და მათი წარმომადგენლის ლ. ყ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო, სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე ,,გ“ პუნქტით, 372-ე, 390-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. თ. და ნ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინება და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების თ. და ნ. ბ-ების შუამდგომლობა; დამტკიცდეს მათ შორის წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

,,მხარეები თ. და ნ. ბ-ები მათი წარმომადგენელი მ. დ-ე და მოწინააღმდეგე მხარეები ე. რ-ე, ს. მ-ა და მათი წარმომადგენელი ლ. ყ-ე ვთანხმდებით შემდეგზე:
,,ა/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ 7000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადავცეთ ე. რ-ეს ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ამ ნაკვეთზე განთავსებული სახლიდან ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო ფართი, 34.4 კვ.მ. შიდა ფართი.

ბ/ ჩვენ ნ. და თ. ბ-ები თანახმა ვართ გადასახდელი 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარიდან ე. რ-ემ 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი გადაგვიხადოს მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 1000 (ათასი) აშშ დოლარი (ან ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის ვადაში, პერიოდულად.

გ/ჩვენს მიერ ე. რ-ეზე ქ. სამტრედიაში, ... ქ.№...-ში 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგომ შენობაზე საერთო ფართით 52,7 კვ.მ, შიდა ფართი 34,4 მ.კვ საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაცია და ე. რ-ის მიერ 6000 აშშ დოლარის (ან შესაბამისი კურსით ლარის) გადახდა მოხდეს ერთდროულად.

2. მე, ე. რ-ე თანხმა ვარ საკუთრებაში მივიღო ქ. სამტრედიაში, ... ქ. №...-ში მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა - ორი საცხოვრებელი ოთახი 52.7 კვ.მ. საერთო, შიდა ფართი - 34.4 კვ.მ. სანაცვლოდ გადავიხადო 7000 აშშ დოლარი (ან შესაბამისი კურსით ლარი) იმ წესითა და პირობების დაცვით, რაც მორიგების აქტის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტშია დაფიქსირებული.

3. ქონების გადაფორმების ხარჯები განაწილდეს თანაბრად მხარეებს შორის.

4. მხარეებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ მორიგების აქტის დამტკიცებით საქმის წარმოება შეწყდება და ჩვენ მხარეებს არ გვექნება უფლება კვლავ წამოვიწყოთ დავა სასამართლოში იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით.

5. მე ე. რ-ე თანახმა ვარ ჩავიბარო ნაკლის მქონე უძრავი ნივთი (საცხოვრებელი ფართი თვითნებურად დაკავებული აქვს მესამე პირს) და მივიღო კანონით გათვალისწინებული ზომები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე.

6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლებაზე გაწეული ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში გადახდეს ნ. და თ. ბ-ებს.

7. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების, რომელიმე მხარის ბრალით შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლო 1000 აშშ დოლარის (შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გამო, საკასაციო სასამართლოს მიერ კორექტირებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა 3000-დან 1000 აშშ დოლარის ან ექვივალენტი ლარის მოცულობით, მხარეთა თანხმობით) ოდენობით გადახდეს მორიგების აქტის დამრღვევ პირს.

8. მორიგების აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება მოხდება იძულებითი წესით. აღსრულების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

4. მხარეები გამოთქვამენ თანხმობას მასზედ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი დამტკიცებული იქნეს სასამართლოს მიერ და დავაზე შეწყვეტილი იქნეს საქმის წარმოება;
5. დაკმაყოფილდეს თ. და ნ. ბ-ების შუამდგომლობა მორიგების მიღწევის გამო სარჩელზე უარის თქმის შესახებ და შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;
6. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. ქათამაძე/