Bბს-824-808 (გ-12) 04 აპრილი , 2013 წელი
ქ. თბილისი
Aადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ჩ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ჩ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იურიდიული მნიშვნელობის მქონე – უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თბილისის მერია, რომლის წარმომადგენელიც არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას Dდა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მითითებულია 05.03.93წ. მიღება-ჩაბარების აქტში და რომლის კუთვნილების ფაქტის დადგენასაც ითხოვს განმცხადებელი, დღეის მდგომარეობით თვითმმართველობას აქვს დარეგისტრირებული საკუთრებაში და აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავა თბილისის მერიასა და განმცხადებელს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.03.12წ. დადგენილებით ლ. ჩ-ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე – უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე დარჩა განუხილველი. Mმაგისტრმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მის მიერ განსახილველ საქმეში დაინტერესებული პირი არ არის თანახმა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის, კერძოდ 05.03.93წ. მიღება-ჩაბარების აქტის ლ. ჩ-ისადმი კუთვნილების დადგენაზე. ვინაიდან დაინტერესებულმა პირმა აღძრა დავა უდავო წარმოებით საქმის განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის საფუძველზე, განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე – უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე დარჩა განუხილველად. ამასთანავე, განმცხადებელს განემარტა, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით, სასარჩელო განცხადებით.
მოსარჩელე ლ. ჩ-მა 22.06.12 წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სადაც მოპასუხედ _ ქ. თბილისის მერიასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაასახელა და 05.03.93 წ. ლ. ჩ-ის სახელზე გაცემული ¹134 მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის, ლალი ჩ-ის კუთვნილ დოკუმენტად აღიარება მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ლ. ჩ-ი სოფელ ... საკუთრების უფლებით ფლობს 1500 კვ.მ. მიწის ფართობს, რომელიც საკუთრებაში გადაეცა 05.03.93 წ. მიწების რეფორმის მსვლელობისას გაცემული ¹134 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და რომელიც ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 11.05.11 წ. ¹06-8/5107 მიმართვის საფუძველზე 19.05.11 წ. დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში.
Lლ. ჩ-მა 13.01.12 წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 18.01.12 წ. ¹882012015678-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ: 1) წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება; 2) მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, გაცემულია ლ. ჩ-ის სახელზე, ხოლო პირადობის მოწმობის მიხედვით, მოსარჩელე არის ლ. ჩ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.08.12 წ. განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული წესით სასამართლოში დავა განიხილება იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში ლალი ჩ-ი სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტში სახელის ნაცვლად ინიციალის მითითებით, ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები, რის გამოც ვერ ხერხდება დაზუსტებული მონაცემებით საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.01.92 წ. ¹50 დადგენილებით, “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992.01.18, ¹48 დადგენილების შესასრულებლად, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარი სამმართველოს ბაზაზე. მოცემულ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების 05.03.93 წ. აქტი, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტად აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოცემულ აქტს, რომლითაც პირს გადაეცა 0.13 ჰა მიწის ნაკვეთი. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავის საგანი – მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის, ლ. ჩ-ის კუთვნილ დოკუმენტად აღიარება არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. Dდავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რადგან აღნიშნული აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო მასში რაიმე ცვლილების შეტანა ან იმის განსაზღვრა, რომ მასში მითითებული “ლ. ჩ-ი”, ნამდვილად არის მოსარჩელე “ლ. ჩ-ი”, შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენასა და დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას სასამართლოს მიერ. Gსამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ მოცემულ აღიარებით სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ – ქ. თბილისის მერია და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რაც განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს აზრით, დამატებით უნდა იქნეს გათვალისწინებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას, კოლეგიის 31.10.12 წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. Aადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპების გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
Aადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლითაც დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი და უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა, სამართლებრივ ურთიერთობაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან, ასევე კონკრეტული საგნის მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი სახეზეა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს უფლების დამდგენი დოკუმენტის მისდამი კუთვნილების დადგენა და არ არის სადავო უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტი, რაც თავის მხრივ, სცილდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელის მიზანს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ლ. ჩ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს – ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. უკეთუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან სხვა საჯარო სამართლის წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესს შეადგენს ლ. ჩ-ის სახელზე გაცემული ¹134 მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის, მოსარჩელის კუთვნილ დოკუმენტად აღიარება, რის საფუძველზეც მას სურს 05.03.93წ. Mმიწის რეფორმის გატარების შედეგად გადაცემული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაზუსტებული მონაცემებით თავის სახელზე დარეგისტრირება. ლ.ჩ-ის ინტერესის დაკმაყოფილება შესაძლებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, უდავო წარმოების წესით. ხსენებული წესით საქმის განხილვისას საქმეში დაინტერესებულ პირად ჩაბმული მერია არ დაეთანხმა რა ლ. ჩ-ის მოთხოვნას, ლ. ჩ-ის განცხადება დარჩა განუხილველი და მხარეებს განემარტათ, რომ მათ ჰქონდათ სარჩელის საერთო საფუძველზე წარდგენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ უდავო წარმოების წესით განცხადების განსჯადობა შესაძლოა არ დაემთხვეს სარჩელის განსჯადობას, ამდენად მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრამდე განცხადების სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვა არ გამორიცხავს დავის წარმოქმნის შედეგად აღძრული სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტი – მიღება-ჩაბარების აქტი თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება. ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული, თუ ის ადმინისტრაციული ნორმების შესრულებას ემსახურება, მისი დადების შედეგად ადმინისტრაცილ ორგანოს წარმოეშობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან რეალაქტის განხორციელებისAვალდებულება. მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. ¹503 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების სავალდებულო ნიშანს, ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივი მიზნის გარდა, შეადგენს აგრეთვე ხელშემკვრელი მხარის სტატუსი. განსახილველი სამართალურთიერთობის მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეადგენდა მიღება-ჩაბარების აქტებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ამ კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად სახეზეა დავის ადმინისტრაციული წესებით განხილვის ყველა პირობა. უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა შეადგენს ადმინისტრაციული პროცესით (სასკ-ის 25-ე მუხ.) გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის სახეობას. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესებით განიხილება აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები (სასკ-ის 251.2 მუხ.)
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვს არა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის მის კუთვნილ დოკუმენტად აღიარებას, არამედ აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 11.05.11წ. ¹06-8/5107 მიმართვის საფუძველზე ნაკვეთი 19.05.11წ. დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში. უძრავი ქონების დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირების მოთხოვნაზე სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 18.01.12წ. გადაწყვეტილებით შეჩერდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაედო წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა და მიღება-ჩაბარების აქტის ლ. ჩ-ის სახელზე გაცემის დამადასტურებელი სასამართლო აქტის წარმოდგენის საჭიროება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირების, ფართების გადაფარვის გამო ფართზე ახალი რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა ასევე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიათა რიგს განეკუთვნება, ვინაიდან სხვადასხვა დროს მოქმედი უძრავი ქონების რეგისტრაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა (,,საჯარო რეესტრის შესახებ” 19.12.2008წ. კანონი, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” 28.12.06წ. კანონი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” 14.11.96წ. კანონი) ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია, ხოლო ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან წარმოშობილი დავა, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს ქმნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე უნდა განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ჩ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე