Facebook Twitter

საქმე ¹ბს-172-165(კ-13) 07 მაისი, 2013 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის განცხადება საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.გ-ემ 22.05.2012წ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 23.04.2012წ. გადაწყვეტილების, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის საქმის წარმოების შეჩერების და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2012 წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თელავის რაიონული სასამართლოს 22.08.2012 წ. გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.12.2012 წ. განჩინებით ნ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.2013 წ. განჩინებით ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. კასატორის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ 22.04.2013 წ. შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელი ვ.ჯ-ა 02.05.2013წ. წერილით დაეთანხმა ნ.გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის მოთხოვნას საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ნ.გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება საკასაციო საჩივრის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დგინდება, რომ საკასაციო ინსტანციაში სარჩელის და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის გამოხმობისათვის აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხის თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ნ.გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე, რომელსაც მოპასუხეთა წარმომადგენელი - ვ.ჯ-ა წერილობით დაეთანხმა. ამასთან, ვ. ს-ეს მარწმუნებლისგან 20.12/2011წ. №111385743 მინდობილობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება სარჩელის გამოხომობაზე. ამდენად, არ არსებობს შუამდგომლობის ავტორისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით გამოიხმოს საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ.გ-ე ფორმალურად არ კარგავს შესაძლებლობას კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს 26.12.2012წ. განჩინება საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. ამასთან, მოსარჩელეს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ს-ის განცხადება საკასაციო საჩივრის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. ვ. ს-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს მის მიერ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 05.03.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – სულ 300 ლარი;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

მ.ვაჩაძე