საქმე №ბს-887-869(კ-12) 14 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ა. ხ-ა
წარმომადგენელი – ფ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - აღსრულების ეროვნული ბიურო; რ. ს-ე; ზ. მ-ე; რ. კ-ი
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, აუქციონის შედეგებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა; უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი
მოსარჩელე: ა. ხ-ა
წარმომადგენელი: ფ. ბ-ა
მოპასუხეები: კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე; აღსრულების ეროვნული ბიურო; ზ. მ-ე; რ. კ-ი
წარმომადგენლები: – ნ. მ-ე; ნ. მ-ა; ბ. ბ-ე
მესამე პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ. ბ-ი
სარჩელის სახე – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
სარჩელის საგანი: კერძო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული აუქციონის და 2011 წლის 22 სექტემბრის #11038296-011/004 განკარგულების ბათილად ცნობა.
ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩა #10-ში მდებარე 18.10 კვ.მ #39 ზ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინის ა. ხ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
2009 წლის 24 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი მოსარჩელე ა. ხ-ა არის მოპასუხე რ. კ-ის დედა. mosarCelis წარმომადგენლის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით, რ. კ-ს ზ. მ-ისთვის უნდა გადაეხადა 6365 ევრო. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის ბინა აღირიცხა ზ. მ-ის საკუთრებად. მოსარჩელე ა. ხ-ამ რ. კ-ის სახელზე 2009 წლის 21 დეკემბერს გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვით, მინდობილ პირს არ შეეძლო სესხის გაცემა. 2009 წლის 24 დეკემბერს რ. კ-მა ზ. მ-ესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სამართლებრივი მოსარჩელის წარმომადგენელმა კერძო სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგიs ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნის samarTlebriv safuZvlad miuTiTa „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 68-75-ე მუხლები.
ა. ხ-ას სახელზე ბინის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მიუთითა სკ-ის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 709-ე და 712-ე მუხლები, 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 102-ე მუხლი.
მოპასუხის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხე კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, კერძო აღმასრულებელმა კანონის შესაბამისად იხელმძღვანელა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისს გამოტანილი განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედნით.
სამართლებრივი: მოპასუხე უთითებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელს #2/1679-2010, გაცემული 2011 წლის 11 ივლისს, ასევე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-14, მე-16 მუხლებს და მე-20 მუხლის I ნაწილს, რომlebis თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ მას არ გამოუცია განკარგულება აუქციონის ჩატარების შესახებ და იგი გამოცემულია აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონალური სამსახურის მიერ. ასევე, რ. ს-ეს, როგორც კერძო აღმასრულებელს არ ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის შემოწმების უფლებამოსილება. მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ იგი უსაფუძვლოა.
მოპასუხის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხე ზ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა აRნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. მისი განმარტებით, 2009 წლის 29 დეკემბრის მინდობილობით, მას, როგორც მინდობილ მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა მინდობილი ქონების (ქ. ქუთაისში, ... ქ. #19-ში მდებარე ბინა #39) გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქების, იპოთეკით დატვირთვის და ა.შ. აგრეთვე, მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულება რ. კ-თან დაიდო არა როგორც წარმომადგენელთან, არამედ _ მინდობილ მესაკუთრესთან. 2009 წლის 24 დეკემბერს მინდობილ მესაკუთრესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას დაცულია კანონით დადგენილი ფორმა, რომელიც ამავე დღეს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მინდობილმა მესაკუთრემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სარგებელი და არ დააბრუნა სესხად აღებული თანხა. მხარეთა მორიგების საფუძველზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 14 ივნისის განჩინების პირობები არ შეასრულა მინდობილმა მესაკუთრემ და გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაეცა იძულებით აღსასრულებლად. მოპასუხის მosazrებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
samarTlebrivi: სარჩელის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილს და მე-2 მუხლის მე-5 ნაწილს და აღნიშნავს, რომ აუქციონის შედეგების გაუქმებisa და განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში დავა სასამართლოს განსახილველი არ არის.
მოპასუხის შესაგებელი: მოპასუხე რ. კ-მა სარჩელი სრულად ცნო და დაეთანხმა მასში miTiTebul ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
მოპასუხის შესაგებელი:
ფაქტობრივი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ sცნო და არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს (გარემოებებს).
სამართლებრივი: აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნია უფლებამოსილება, გადასინჯოს სააღსრულებო ფურცლის სისწორე და კანონიერება, მას მხოლოდ შეუძლია მხარეს მიუთითოს კანონით გათვალისწინებული ფორმალური ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე არავითარ შემთხვევაში არ იყო უფლებამოსილი შინაარსობრივი ანუ მატერიალური შესწორებები განეხორციელებინა სააღსრულებო ფურცელსა და განჩინებაში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუადგომლა სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსჯადობით გადაგზავნის და სესხის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის ნაწილში საქმის გამოყოფისa და სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე.
საქმის გარემოებები:
2012 წლის 30 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ხ-ამ მოპასუხეების - კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის, ზ. მ-ისა და რ. კ-ის მიმართ. მოსარჩელის მითითებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით, რ. კ-სა და ზ. მ-ეს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვით, რ. კ-ს ზ. მ-ისთვის უნდა გადაეხადა 6365 ევრო განაწილვადებით. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 21 დეკემბერს მან რ. კ-ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომელიც არ შეიცავდა დათქმას სესხის უზრუნველსაყოფად, მინდობილი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ხელშეკრულება განხილული უნდა იყოს, როგორც დავალების ხელშეკრულება და ყველა მოქმედება, რომელიც მისი დადების შემდეგ განხორციელდა, უნდა განხორციელებულიყო ა. ხ-ას და არა რ. კ-ის ინტერესების სასარგებლოდ. მოსარჩელემ მოგვიანებით მოითხოვა საქმეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მოპასუხედ ჩაბმა და მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის განჩინებით, საქმეში მოპასუხედ ჩართული იქნა საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
ქუთაისის საქალაქო სამართლოს 2012 წლის 01 ივნისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური.
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2009 წლის 21 დეკემბერს ა. ხ-ამ რ. კ-ის სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ა. ხ-ა წარმოადგენს „საკუთრების მიმნდობს“, ხოლო რ. კ-ი - „მინდობილ მესაკუთრეს“.
2009 წლის 24 დეკემბერს რ. კ-სა და ზ. მ-ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის თანხის 2500 ევროს უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა. ხ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა (ყოფილი...) #10/39 -ში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 ივისის განჩინების სააღსრულებო ფურცლის, გადაწყვეტილების შესრულების წინადადებისა და იძულებითი აღსრულების მიზნით დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ განცხადების მიხედვით დადგინდა, რომ თუ მოვალე დაარღვევდა შეთანხმების პირობებს, მას დაეკისრებოდა გადაუხდელ სესხზე ყოველთვიური სარგებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისთვის მის აღსრულებამდე პერიოდისთვის საურავის დარიცხვით და ამოიწერებოდა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის მიზნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #2/1679-2010 საღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებლის მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება.
2011 წლის 22 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემულ #A11038296-11/004 განკარგულების საფუძველზე მოვალე ა. ხ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ზ. მ-ე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა აღსრულება. ამ უკანასკნელის მიერ კი, 2011 წლის 06 სექტემბერს გადახდილ იქნა აუქციონის 1-ლი ლოტის საგარანტიო თანხა 750 ლარის ოდენობით, ხოლო 2011 წლის 13 სექტემბერს გადახდილ იქნა აუქციონის 1-ლი ლოტის მთლიანი თანხა 6900 ლარის ოდენობით.
სასამართლოს დასკვნები: სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე რომ ა. ხ-ასა და რ. კ-ს შორის გაფორმებული მინდობილობის მიხედვით, „მინდობილი მესაკუთრე“, ანუ რ. კ-ი არ იყო უფლებამოსილი დაედო სესხის ხელშეკრულება მოსარჩელის სახელით და მინდობილი ქონება გამოეყენებინა სესხის უზრუნველყოფის მიზნით.
სასამართლო შეფასებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დასაბუთება მტკიცებულებებით. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტები ვერ დადასტურდა მინდობილობის ხელშეკრულებითა და რ. კ-სა და ზ. მ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით.
მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტების შეფასება:
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ განსახილველ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-302-ე მუხლები, როგორც სპეციალური ნორმები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუქციონი გაიმართა 2011 წელს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მითითებულ ნორმას - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილს, აღნიშნული ნორმა აუქციონის მიმდინარეობისას აღარ მოქმედებდა.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისთვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში.
სასამართლოს შეფასებით, სადავო სამართალურთიერთობაში მოსარჩელე ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 22 სექტემბრის #A1038296-011/004 განკარგულების ბათილად ცნობას, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და შესაბამისად, მისი კანონიერება უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა კანონის მე-147, მე-20, მე-17, 25-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლი და დადგენილად მიიჩნია რომ ზ. მ-ემ განცხადებით მიმართა რ. ს-ეს და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე #2/1679-2010 მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, კრედიტორს წარმოადგენს ზ. მ-ე, ხოლო მოვალეს _ რ. კ-ი, რომელსაც კერძო აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადება რ. კ-ს 2011 წლის 12 ივლისს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი კერძო აღსრულების ბიუროს მიმართვაზე არსებული მისივე ხელმოწერით.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სადავო განკარგულების გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, არ არსებობს აუქციონის შედეგების გაუქმებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 22 სექტემბრის #ა1103829-011/004 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. ხ-ას მოთხოვნა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე წარმოადგენს განსახილველი ორი მოთხოვნის სამართლებრივ შედეგს, რაც თავისთავად გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს სარეგისტრაციო დოკუმენტის შინაარსს, აგრეთვე ამავე კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სარეგისტრაციო ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მე-8 მუხლის შესაბამისად კი, წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად დაფარვის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
სასამართლოს შეფასებით, ზ. მ-ემ ქონება შეიძინა კანონიერად და შესაბამისად, ასევე კანონიერია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება #A11038296-011/004, რომლითაც ა. ხ-ას საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი გახდა ზ. მ-ე. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, მოსარჩელის მტკიცება საჯარო რეესტრის მიერ უკანონოდ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო შეემოწმებინა, რამდენად კანონიერად გაიცა განკარგულება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-e, 724-725-ე და 727-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოსარჩელის მტკიცება შემდეგზე, რომ მას არ გამოუთქვამს თანხმობა, რ. კ-ს დაედო მესამე პირებთან სესხის ხელშეკრულება და უზრუნველყოფის საშუალებად გამოეყენებინა მინდობილი ქონება, უსაფუძვლოა. მოხმობილ ნორმათა ანალიზი კი, სასამართლოს მიჩნევით, იძლევა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
აპელანტი: ა. ხ-ა
წარმომადგენელი: ფ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე: აღსრულების ეროვნული ბიურო, რ. ს-ე, ზ. მ-ე, რ. კ-ი
მესამე პირი: სააჯრო რეესტრის ეროვნული საგენტო
აპელაციის საგანი da მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
აპელაციის მოტივები
ფაქტობრივი: აპელანტ ა. ხ-ას წარმომადგენლის განმარტებით, არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.11 პუნქტი, კერძოდ, ა. ხ-ა არ წარმოადგენს საკუთრების მიმნდობს, ხოლო რ. კ-ი - მინდობილ მესაკუთრეს. მათ შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება.
სამართლებრივი: აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, რ. კ-სა და ა. ხ-ას შორის დაიდო არა საკუთრების მინდობის, არამედ დავალების ხელშეკრულება და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 301-309-ე მუხლები. მოპასუხემ დაარღვია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 147-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნა. მოსარჩელე არ იყო გაფრთხილებული აუქციონის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. მსესხებელი იყო კ-ი, რაც მოწმობს, რომ სესხი არ იყო მოსარჩელის ინტერესი.
სამოქალაქო კოდექსის 729-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. დავალების ხელშეკრულების მიხედვით, კი რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება და შეასრულოს მარწმუნებლის დავალებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ არის გათვალისწინებული, რომ კ-ს მინიჭებული აქვს სესხის აღების უფლებამოსილება მინდობილი ქონების უზრუნველყოფის გზით.
აპელანტის განმარტებით, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრის ინტერესის უგულებელყოფით ირღვევა თავად საკუთრების უფლების არსი. მინდობილობით კ-ს არ ჰქონდა საკუთრების მართვის უფლება, მინდობილობაში ამაზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ სესხის აღებისას საჭირო იყო თავად მესაკუთრის თანხმობა. აშკარაა, რომ კ-ის მიერ აღებული სესხი მოსარჩელის ინტერესების განხორციელებას არ ემსახურებოდა, რაც დასტურდება რ. ს-ის და აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაგებლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის მიხედვით, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე. 102-ე მუხლის მიხედვით, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს წინასწარი თანხმობა. წინასწარი თანხმობა არ არსებობდა, ხოლო მოწონების არ არსებობას ადასტურებს სარჩელი. სკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, კი ამგვარად დადებული გარიგება ბათილია.
იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი ეხება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს. კრედიტორის განცხადების საფუძველზე ტარდება აუქციონი მოვალის ქონებაზე, ამიტომ აუქციონის ჩატარების შესახებ უნდა ეცნობებინათ მოსარჩელისთვის. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 26-ე მუხლის მიხედვით ზ. მ-ის სახელზე რეგისტრაცია უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რადგან სააღსრულებო განკარგულება არასწორად გაიცა და ბათილია.
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარე კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე არ ეთანხმება აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ უსწორობას, იმის შესახებ, რომ რ. კ-ი არ არის მინდობილი მესაკუთრე და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოადგენს საკუთრების მინდობის ხელშეკრულებას. ამასთან მოწინააღმდეგის მტკიცებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საკუთრების ხელშეკრულება.
სამართლებრივი: მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან ა. ხ-ასა და რ. კ-ს შორის სწორედ საკუთრების მინდობის ხელშეკრულება დაიდო, რითაც რ. კ-ს მიენიჭა მინდობილი საკუთრების შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების ფარგლებშია სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბინის იპოთეკის დატვირთვა. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოება იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე, შესაბამისად კერძო აღმასრულებელს არ გააჩნდა ვალდებულება მოეძია რ. კ-ის ქონება. რ. კ-ს კერძო აღმასრულებელმა გაუგზავნა შეტყობინება აუქციონის ჩატარების თაობაზე.
mowinaaRmdegis Sepasuxeba:
faqtobrivi: მოწინააღმდეგე მხარე ზ. მ-ე არ დაეთანხმა აპელანტის მიერ მითიტებულ ფაქტობრივ უსწორობას რ. კ-ის მინდობილ მესაკუთრედ აღიარების შესახებ და საკუთარი მოსაზრების დასტურად ასახელებს ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, რომელშიც რ. კ-ი მოხსენიებული მინდობილ მესაკუთრედ, ხოლო ა. ხ-ა საკუთრების მიმნდობად. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, მან სესხის ხელშეკრულება რ. კ-თან დადო არა როგორც მესაკუთრის წარმომადგენელთან, არამედ - მინდობილ მესაკუთრესთან.
სამართლებრივი: მოწინაარმდეგე მხარე აპელანტის სამართლებრივი არგუმენტაციის გასაბათილებლად უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 96-ე და 727-ე მუხლებს, რომელთა მიხედვით ა. ხ-ამ რ. კ-ს მიანიჭა მისი საკუთრების განკარგვის სრული უფლებამოსილება. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, სესხის აღება და მის უზრუნველსაყოფად მინდობილი ქონების გამოყენება, ბუნებრივია, არ სცილდებოდა მინიჭებული უფლების ფარგლებს. შესაბამისად, არ არსებობს გარიგების ბათილობის საფუძველი, რაც იმაზე მიუTითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუTებულია. აუქციონის შესახებ განკარგულება კი გაცემულია, არა კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, შესაბამისად სწორედ აღსრულების ბიუროა პასუხისმგებელი ქონების რეალიზაციის პროცედურების კანონიერად განხორციელებაზე. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, აუქციონის ჩატარების პროცედურა განხორციელდა კანონიერად, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ინტერნეტაუქციონის მეშვეობით.
მოწინააღმდეგე მხარe ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მტკიცებას აუქციონისა და საკუTრების რეგისტრაციის ბათიlად ცნობის შესახებ, ვინაიდან მოპასუხე ზ. მ-ემ კერძო აღმასრულებელს წარუდგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #2/1679-10 და მოითხოვა მისი აღსრულება. კრედიტორად მითითებული იყო ზ. მ-ე, ხოლო მოვალედ - რ. კ-ი. „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ კანონის 68-ე მუხლის მიხედვით, განცხადებით ქონების რეალიზაციის მოთხოვნა სავალდებულო არ არის. აუქციონი ჩატარდა „იძულებიTი აუქციონის ჩაtარების წესისა და პროცედურების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის 21-ე ბრძანების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო სააRსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მიხედვით ქონების მესაკუთრე გახდა მოპასuხე ზ. მ-ე, რის შედეგადაც იგი დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის არცერთი წინაპირობა, შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და ძალაში უნდა დარჩეს.
მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება:
სამრთლებრივი: აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეთანხმა აპელანტის მითითებებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობებზე და აღნიშნა, რომ მათ მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონშესაბამისია, რადგან აუქციონის შედეგად გამოიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც მოხდა ზ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აპელანტის პოზიციას, რომ დარღვეულია „სააRსრულებო წარმოებათა“ შესახებ კანონის 68-75 მუხლები, აღსრულების ეროვნული ბიურო არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი აგებულია იმის მტკიცებაზე, რომ მოვალე არ წარმოადგენდა მინდობილ პირს. მოწინააღმდეგე მხარისთვის გაუგებარია, რატომ ედავება აპელანტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუკი მისი ნების საწინააღმდეგოდ რ. კ-მა იმოქმედა. ამასთან აღსრულების ქვემდებარე აქტი არის არა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ - სააღსრულებო ფურცლის დედანი. კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რევიზიის/გადამოწმების შესაძლებლობას. ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის“ 21-ე მუხლში ჩამოთვლილია ის მოქმედებები, რომლებსაც განახორციელებს აღმასრულებელი. ყველა ეს მოქმედება არის ფორმალური/გარეგნული ხასიათის, კერძოდ ასეთი შეიძლება იყოს მოვალის რეკვიზიტების დაზუსტება და ა.შ. მოწინააღმდეგე მხარის თქმით, უსაფუძვლოა მტკიცება იმის თაობაზე, რომ მინდობილ პირს არ ჰქონდა ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, მინდობილ პირს - რ. კ-ს ჰქონდა სრული უფლება, განეკარგა მინდობილი ქონება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, მათ მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 25-ე და 68-ე მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს მხარის მიერ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი წარმოების მასალა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის11 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი: სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სამართლებრივი: სააპელაციო სასამრთლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია 2009 წლის 21 დეკემბერს ა. ხ-ას მოთხოვნით სანოტარო წესით შდგენილი მინდობილობიდან გამომდინარე რ. კ-ის უფლება-მოვალეობათა და სააღსრულებო ბიუროს მიერ რეალიზებული უძრავი ქონების განკარგვამდე აუქციონის ჩატარების შესახებ ა. ხ-ასთვის პირადად ინფორმირების აუცილებლობის შეფასებას. პალატამ განმარტა, რომ 2009 წლის 21 დეკემბერს სანოტარო წესით დადებული გარიგება თავისი ბუნებით წარმოადგენს კომბინირებულ გარიგებას, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს როგორც დავალების, ისე საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ელემენტებს.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და მის ხარჯზე. ამავე კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით კი, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად, ხოლო 729-ე მუხლის თანახმად, საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მართვა მინდობილი მესაკუთრის საქმიანობად მიიჩნევა, რომელსაც მინდობილი მესაკუთრე ახორციელებს საკუთარი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. დავალების ხელშეკრულებით კი, რწმუნებული კისრულობს ვალდებულებას, განახორციელოს მისთვის დავალებული მოქმედებები მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით, ანუ მისი მოქმედების შედეგად მესამე პირებთან წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილე ხდება მარწმუნებელი. აღნიშნული კი, არსებითად განასხვავებს ამ ორი ხელშეკრულების ხასიათს. საკუთრების მინდობისას მინდობილი მესაკუთრე თავად კისრულობს ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება და მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოდის საკუთარი სახელით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 21 დეკემბერს სანოტარო წესით შედგენილი ხელშეკრულებით, ა. ხ-ამ თავის შვილს - რ. კ-ს მისცა თავისი შეხედულებისამებრ, მის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქების ან იპოთეკით დატვირთვის, აგრეთვე იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების უფლება, ანუ მიანიჭა საკუთრებასთან დაკავშირებული მესაკუთრის ექსკლუზიური უფლებები, რაც გამომდინარეობს სწორედ საკუთრების მინდობის ხელშეკრულებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ რ. კ-ს 2009 წლის 21 დეკემბერს სანოტარო წესით შედგენილი მინდობილობით გააჩნდა სრული უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ მოეხდინა მისი დედის საკუთრების უფლებით რიცხული ქონების განკარგვა, მათ შორის იპოთეკით დატვირთვა სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას არ იყო უგულებელყოფილი იურიდიული მესაკუთრის ინტერესი და ამდენად, არ არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის 21-ე ბრძანებაზე. მითითებული ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისად, იძულებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ა) აუქციონის დაწყების დადასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები დაა 15 დღეზე მეტი. ამავე ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით ხდება მხარეების ინფორმირება. აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ საჯარო განცხადება გაანთავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge
ასევე აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. ჩასატარებელი აუქციონის შესახებ პირადად უნდა ეცნობოთ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მხარეებს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული იყო რ. კ-ი, შესაბამისად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის გათვალისწინებით, სწორედ ის წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირს და ამდენად, დამატებით ქონების უშუალო მესაკუთრის სააღსრულებო წარმოებაში ჩაბმის და აუქციონის დანიშვნის თაობაზე პერსონალურად ინფორმირების უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. გარდა ამისა, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების უშუალო საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, რომელშიც პირდაპირ იყო მითითებული რ. კ-ის მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში გადაუხდელ თანხაზე, ყოველთვიური სარგებლის დარიცხვის და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის გზით სააღსრულებო ფურცლის ამოწერის შესახებ, ამდენად იძულებითი აღსრულების განმახორციელებელ პირს არ გააჩნდა სხვა ქონების მოძიების ვალდებულება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება და ამ განკარგულების საფუძველზე რეალიზებული ქონების ზ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მიიჩნია კანონიერად.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა და შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
კასატორი: ა. ხ-ა
წარმომადგენელი: ფ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო; კერძო აღმასრულებელი რ. ს-ე; რ. კ-ი
კასაციის მოცულობა /ფარგლები/ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რითაც დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნები და არ გაუვლია მტკიცებულებათა გამოკვლევის, პაექრობისა და რეპლიკის სტადიები.
მატერიალური: კასატორის წარმომადგენლის - ფ. ბ-ას განმარტებით, არასწორია, სააპელაციო სასამართლოს განჩინების 4.12. პუნქტში მითითებული გარემოება, თითქოს ზ. მ-ემ თანხა გადასცა საგნის მესაკუთრეს ყოველთვიური სარგებლის მიღების პირობით. მოსარჩელეს არავითარი თანხა არ უსესხია, რადგან იგი არ ყოფილა სესხის ხელშეკრულების მხარე. აღნიშნული პუნქტი წინააღმდეგობაშია განჩინების 4.14 პუნქტთან, რომლის მიხედვით, მოვალე არის არა მოსარჩელე, არამედ მოსარჩელის შვილი. კასატორის მითითებით, რ. კ-ს ქონების განკარგვა შეეძლო მხოლოდ მესაკუთრის - ა. ხ-ას ინტერესების გათვალისწინებით. მას შეეძლო სესხი აეღო, თუმცა ქონების იპოთეკის დატირთვისთვის საჭირო იყო მესაკუთრის ნებართვა, რაც არ განხორციელებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით კი, საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების გათვალისწინებით. ამ ნორმიდან გამომდინარე, კ-ს შეეძლო ქონება გამოეყენებინა მოსარჩელისავე ინტერესების შესაბამისად. ზ. მ-ის განმარტებით, კი მსესხებელი იყო რ. კ-ი და არა - ა. ხ-ა, რაც მოწმობს, რომ სესხი არ იყო ა. ხ-ას ინტერესი. აღნიშნული სესხის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი იმიტომ, რომ მისი დადებისას უგულებელყოფილი იქნა მესაკუთრის ნება და ინტერესი.
სამოქალაქო კოდექსის 725-ე მუხლის მიხედვით, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა, მართოს ქონება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.
კასატორის მითითებით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების ნორმები. დავალების ხელშეკრულების შესაბამისად კი, რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული მოქმედებები და შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.
სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. მოსარჩელის ინტერესში არ ყოფილა კ-ის მიერ სესხის აღება მოსარგებლის საჭიროებისთვის და ამ სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მინდობილი ქონების გამოყენება. საკუთრების მინდობის არსი კი, მდგომარეობს მინდობილი მესაკუთრის მიერ მიმნდობის ინტერესებით მოქმედებაში.
ამავე კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის მინდობილი მოქმედებები მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით. თუ თავად მოსარჩელეს სურდა სესხის მიღება, იგი შეიძლებოდა მიღებულიყო კ-ის მიერ ხ-ას სახელით. სწორედ ამას გულისხმობს მინდობილობაც.
მოცემულ შემთხვევაში კი, სესხი არა ხ-ამ, არამედ რ. კ-მა აიღო, რაც დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სადაც მოვალედ სწორედ რ. კ-ია მითითებული. განჩინებით თანხის გადახდა დაეკისრა კ-ს და არა ა. ხ-ას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად მოსარჩელე იქნებოდა მოპასუხე და არა - კ-ი. მსესხებელი ა. ხ-ა რომ ყოფილიყო, კ-ი არასათანადო მოპასუხედ უნდა მიჩნეულიყო და სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ მომხდარა. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა კ-ს არ აძლევდა უფლებას, საკუთარი საჭიროებისამებრ აეღო სესხი და იპოთეკით დაეტვირთა ა. ხ-ას ნებართვის გარეშე.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 99-ე, 59-ე და 102-ე მუხლების თანახმად, რ. კ-სა და ზ. მ-ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან იგი ნებართვის გარეშეა დადებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა აუქციონის ჩატარება კანონიერად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება აუქციონის გამართვა კ-ის გაფრთხილებიდან 7 დღის გასვლის შემდეგ. ამასთან სასამართლომ არასწორად განმარტა იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი. სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო აუქციონის ჩატარების თაობაზე ეცნობებინა მოსარჩელისთვის.
მოსარჩელის გაფრთხილების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის მიხედვით, აუქციონი წყდება, თუ მის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მის დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხას. სამოქალაქო კოდექსი კი, იერარქიულად მაღლა დგას მინისტრის ბრძანებაზე - კანონქვემდებარე აქტზე.
აღმასრულებელს აუქციონის ჩატარებამდე უნდა მოეძია კ-ის უძრავი ქონება. ამას ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულება - ჭ-ის მითითება აღმასრულებელ ს-ეზე.
ასევე არარეალურია წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ქონების შეფასების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია საპირისპირო მტკიცებულება - აუდიტის დასკვნა, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია.
კასატორის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის 26-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზ. მ-ის სახელზე რეგისტრაცია უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რადგან ის წარმოადგენს აღმასრულებლის მიერ გამოცემული განკარგულების თანმდევ შედეგს. განკარგულება კი, კასატორის მტკიცებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: კასატორის მტკიცებით, არასწორია განჩინების 4.1.2. პუნქტში მითითებული გარემოება, თითქოს მ-ემ 2500 ევრო გადასცა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს და ასევე მითითება იმის თაობაზე, რომ მსესხებლის ვალდებულებათა უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის ქონება იყო იპოთეკით დატვირთული. კ-ს არ ჰქონდა თანხმობა მოსარჩელისგან ბინის იპოთეკით დატვირთვაზე. ასეთი თანხმობა არ მიუღია კრედიტორ მ-ესაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით ა. ხ-ას წარმომადგენლის ფ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მხარეებს საკასაციო საჩვრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებული მოსაზრებების წარმოსადგენად გაენსაზღვრათ 15-დღიანი ვადა. (იხ.ტ.1. ს.ფ. 2-3)
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
2013 წლის 22 იანვარს მოწინააღმდეგე მხარის ზ. მ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-ემ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაიშვას კასაციის უსაფუძვლობის გამო.
ზ. მ-ის წარმომადგენელი არ ეთანხმება კასატორის მითითებას, იძულებითი აუქციონის მოვალისთვის კანონით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლამდე ჩატარების და სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიის გავლის გარეშე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების უკანონობის თაობაზე.
ზ. მ-ის წარმომადგენლის მითითებით, არასწორია კასატორის მტკიცება კერძო აღმასრულებელ რ. ს-ის მიერ გამოცემული ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტი #111038296-004/002-ის უკანონობის თაობაზე, იპოთეკით დატვირთული ქონების ელექტრონული გზით იძულებით აუქციონზე შვიდდღიანი ვადის გასვლამდე გასხვისებასთან დაკავშირებით.
უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრების ავტორის მტკიცებით, კერძო აღმასრულებლის წინადადება მოვალე - რ. კ-ს ჩაბარდა 2011 წლის 21 ივლისს. 2011 წლის 2 აგვისტოს შპს „...“ ექსპერტ მ. დ-ის მიერ შედგენილია ექსპერტიზის აქტი, რომლის გარეშე აუქციონი ვერ ჩატარდებოდა, რაც იმის დასტურია, რომ კანონით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლამდე აუქციონი არ ჩატარებულა.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მითითებით, ზ. მ-ემ აუქციონში მოანაწილეობისთვის წინასწარ გადაიხადა ლოტის ღირებულების 7500 ლარის 10%-ის 750 ლარი 2011 წლის 7 სექტემბერს, ხოლო დამატებული ბიჯის შესაბამისად გადაიხადა მთლიანი თანხა /იხ. 2011 წლის 13 სექტემბრის სალაროს შემოსავლის ორდერები/ .
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 mუხლი) :
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორი გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 nawilis `გ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დასაშვებობის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 და 394-ე „ე“ მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა საპროცესო კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების უხეში უგულებელყოფით, კერძოდ, სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაუვლია მთავარი სხდომის მთელი რიგი სტადიები.
სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვა მთავარ სხდომაზე გადადო მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით, კერძოდ, სხდომის ოქმის მიხედვით: ადმინისტრაციულ ორგანოს - „აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაავალა, წარმოედგინა მტკიცებულება იძულებითი აუქციონის კანონიერ ვადაში ჩატარების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით ზუსტად ვერ ირკვევა, როდის გაიმართა იძულებითი აუქციონი. აღნიშნულ გარემოებას დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია.“ (იხ. 2012 წლის 19 ოქტომბრის მთავარი სხდომის ოქმი, ტ.2. ს.ფ. 311 )
სააპელაციო სასამართლოს პალატამ მომდევნო სხდომაზე, ნაცვლად იმისა, რომ გაეგრძელებინა საქმის განხილვა წინა სხდომაზე შეწყვეტილი პროცესუალური სტადიიდან, გამოაცხადა მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტა, რომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასკვნებთან დაკავშირებით. (იხ.ს.ფ. 308-311 )
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით სასამართლომ მთავარ სხდომაზე, მოსამართლეთა შეკითხვების სტადიაზე გადადო საქმის განხილვა და კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა დაავალა მოწინააღმდეგე მხარეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბრის მთავარ სხდომაზე სასამართლო დარბაზში, ისე, რომ არ განუახლებია მთავარი სხდომა შეწყვეტილი სტადიიდან, გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მთავარი სხდომა სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად საპროცესო სტადიას წარმოადგენს, რომლის არჩატარება ან არასრულფასოვანი ჩატარება უხეშად ლახავს მხარეთა საპროცესო უფლებებს, მათ შორის, უფლებას სამართლიანი სასამართლო პროცედურებით განხილვის თაობაზე და მძიმე ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ავტორიტეტს.
სააპელაციო სასამართლომ მთავარი სხდომა შეწყვიტა მოსამართლეთა შეკითხვების სტადიაზე და მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის მოტივით გადადო ზეპირი მოსმენა სხვა დროისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული საქმე ისე გადაწყდა, სასამართლოს არ ჩაუტარებია საპროცესო კანონდებლობით იმპერატიულად დადგენილი მთავარი სხდომის სტადიები, კონკრეტულად, მტკიცებულებათა გამოკვლევა და შემოწმება, მხარეთა პაექრობა და რეპლიკა. სააპელაციო სასამართლოს პალატა სათათბირო ოთახში გაუსვლელად, გამოვიდა სათათბირო ოთახიდან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად, რის გამოც უხეშად არის დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით დადგენილი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. სასამართლოს მთავარი სხდომა არის მხარეთა შორის ზეპირი შეჯიბრების უფლების განხორციელება. საქმის ზეპირი განხილვისას იმპერატიულად დადგენილი საპროცესო სტადიების გავლა - არის ადმინისტრაციული და საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება არის ყველა დანარჩენი უფლების დაცვის საშუალება. სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევას, მხარეთა პაექრობასა და რეპლიკას არა გარეგანი, არამედ შინაარსობრივი, საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ სტადიების სრულყოფილად და თანმიმდევრულად გავლის შემდგომ ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობის მქონე შეიძლებოდა ყოფილიყო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებას, ადმინისტრაციული საქმე #ბს-626-596(კ-07) ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის საპატრულო პოლიციის მიმართ, ჩამოყალიბებულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის საფუძველზე ცალსახად ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს სადავო აქტის კანონიერება და წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი - შეჯიბრებითობისა და ოფიციალობის პრინციპების უგულებელყოფით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის მტკიცებულებები, რომლების წარმოდგენა თავად დაავალა მხარეს, არ შეამოწმა და შეაფასა ისინი, არ მოისმინა მხარეთა პაექრობა და არ მისცა მხარეებს რეპლიკით სარგებლობის უფლება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური დარღვევები პრინციპულ წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან და იძლევა აბსოლუტური კასაციის, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გაუქმების აბოლუტურ საფუძველს.
საქმის მასალების მიხედვით წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს:
1. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
2. იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმება;
3. საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა;
4. კასატორის სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა.
საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განჩნებაში ადმინისტრაციული საქმე ბს-299-288(კ-10) (რ. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურისა და ა. ქ-ას მიმართ) ჩამოყალიბებულ დასკვნებს და აღნიშნავს, რომ „იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება.“
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა წინამდებარე საქმეში არ გამიჯნეს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო მოთხოვნები. ადმინისტრაციული წესით განსჯადი ვერ იქნება სადავო სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების ნამდვილობა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის გამოყოფა მიზანშეუწონელი იქნება პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა და არ შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება კერძოსამართლებრივი ბუნებისაა. ადმინისტრაციული წესით ვერ განიხილება თუ რა სახის ხელშეკრულება დაიდო რ. კ-სა და ა. ხ-ას შორის.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი არ არის ა. ხ-ასა და რ. კ-ს შორის დადებული მინდობით საკუთრების უფლების გადაცემისა და დავალების ხელშეკრულების ფორმალური და შინაარსობრივი გამიჯვნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მის საფუძველზე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენის შემდგომ იქნება შესაძლებელი იძულებითი აუქციონის ჩატარების წესისა და პროცედურის კანონიერების შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სრულფასოვნად უზრუნველყოფს თუ არა მოცემული დავის ერთ საქმედ განხილვა მოსარჩელის მატერიალურ და საპროცესო უფლებებს და პირიქით, სასარჩელო მოთხოვნების კატეგორიათა
მიხედვით გამოყოფის შემთხვევაში, იმსჯელოს, თუ რომელი მოთხოვნა (სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული) უნდა გადაწყდეს უპირველესად და რომელზე შეჩერდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს ხელახლა განხილვას, რამდენადაც ფაქტობრივად სასამართლოს დავა არ განუხილავს, არ გამოუკვლევია საქმის მასალები, შეილახა მხარეთა საპროცესო უფლებებით სრულფასოვანი რეალიზაცია, რითაც დაირღვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ნუსხას და რომლის უზრუნველყოფის ვალდებულებაც გააჩნია ყოველ სახელმწიფოს მისი სასამართლო ორგანოების სახით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკსაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამიტომ, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი მატერიალური და პროცესუალური კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 401-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახლველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/