Facebook Twitter

#ბს-135-128(კ-13) 27 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ.გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ. თ-ას, ზ.კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 28 აპრილს მ. პ-მა, მ. ფ-ამ, პ. პ-მა, მ.გ-ამ, ს. ლ-ამ, ლ. თ-ამ, მ. თ-ამ, ზ. კ-მა, რ. ლ-მა, მ.ლ-მა, მ. მ-ემ, მ. ლ-მა და მ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 4 მაისის №51 განკარგულების და მის საფუძველზე 2009 წლის 5 მაისს გაცემული №1952 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 4 მაისის №54 განკარგულების და მის საფუძველზე 2009 წლის 6 მაისს გაცემული №1960 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 4 მაისის №55 განკარგულების და მის საფუძველზე 2009 წლის 5 მაისს გაცემული №1957 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 4 მაისის №57 განკარგულების და მის საფუძველზე 2009 წლის 8 მაისს გაცემული №1995 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 4 მაისის №58 განკარგულების და მის საფუძველზე 2009 წლის 7 მაისს გაცემული №1954 საკუთრების უფლების მოწმობის, ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2009 წლის 27 თებერვლის №1-94 დადგენილების და მის საფუძველზე 2009 წლის 11 მარტს გაცემული №1862 საკუთრების უფლების მოწმობისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ქ. თბილისის მერიის უარის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ო-ი, დ. ბ-ე, თ. ნ-ე, ნ. გ-ი, რ. ა-ი, მ.კ-ე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ. გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ.თ-ას, ზ. კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-მა, მ. ფ-ამ, პ.პ-მა, მ. გ-ამ, ს. ლ-ამ, ლ. თ-ამ, მ. თ-ამ, ზ. კ-მა, რ. ლ-მა, მ. ლ-მა, მ. მ-ემ, მ. ლ-მა და მ. ჩ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით მესამე პირი (აწ გარდაცვლილი) გ. ო-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ე. რ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ. გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ.თ-ას, ზ. კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. პ-მა, მ. ფ-ამ, პ.პ-მა, მ. გ-ამ, ს. ლ-ამ, ლ. თ-ამ, მ. თ-ამ, ზ. კ-მა, რ. ლ-მა, მ. ლ-მა, მ. მ-ემ, მ. ლ-მა და მ. ჩ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ. გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ.თ-ას, ზ. კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი. ამასთან, კასატორებს - ს. ლ-ას, ლ. თ-ას და მ. თ-ას გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; კასატორს - მ. გ-ას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; კასატორებს - ზ. კ-ს, რ.ლ-ს და მ.ლ-ას გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ. გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ.თ-ას, ზ. კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ.გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ. თ-ას, ზ.კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კასატორებს - ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ. თ-ას, კასატორს - მ. გ-ას და კასატორებს - ზ. კ-ს, რ.ლ-ს და მ. ლ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდათ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორებს - ს. ლ-ას, ლ.თ-ას, მ. თ-ას უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით; კასატორს - მ. გ-ას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით; კასატორებს - ზ. კ-ს, რ. ლ-ს და მ. ლ-ას უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. პ-ის, მ. ფ-ას, პ. პ-ის, მ.გ-ას, ს. ლ-ას, ლ. თ-ას, მ. თ-ას, ზ.კ-ის, რ. ლ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ლ-ისა და მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორებს - ს.ლ-ას, ლ. თ-ას და მ. თ-ას დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა; კასატორს - მ. გ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა; კასატორებს - ზ. კ-ს, რ. ლ-ს და მ. ლ-ას დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე