Facebook Twitter

საქმე ¹ბს-157-150(კ-13) 06 ივნისი. 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.12წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,...” 27.04.11წ. სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უძრავ ნივთზე - მდებარე ქ. სამტრედია, … ქ. №…, გ. ს-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მესამე პირად მიუთითა გ. ს-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.11წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ს-ას წარმომადგენლის ჯ. შ-ას შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული გ. ს-ა გადაყვანილი იქნა საქმეში მოპასუხის სტატუსით.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.06.11წ. განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის, შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ს-ამ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 26.07.11წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 28.12.11წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.06.12წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.12წ. განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.06.12წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რის გამოც გ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, გ. ს-ას სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გრ. ს-ას მიერ 19.02.2013წ. №260378 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. ს-ას (პ.ნ....) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გრ. ს-ას მიერ 19.02.2013წ. №260378 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე