საქმე №ბს-169-162 (კ-13) 04 ივლისი. 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.13წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „…“ 21.09.12წ. სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 17.09.2012წ. №A12003598-011/007 მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 03.10.2012წ. №882012809371-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსათვის დავალება, დაიცვას „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირებად (სასკ-ის 16.2 მუხლი) იქნენ ჩაბმული ჯ. ფ-ე, შ. ფ-ე და შპს „მ…“, ასევე სს „…“ კრედიტორი ხ. ქ-ე (სასკ-ის 16.1 მუხლი).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.11.2012წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „…“ შუამდგომლობა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07.12.2012წ. გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „…“ და ხ. ქ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.12.2012წ. განჩინებით ხ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2012წ. განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სს „...“ სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სს „...“ მიერ (ს.კ. ...) 27.02.13წ. №424 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს „...“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ 27.02.13წ. №424 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე