Facebook Twitter

#ბს-193-185(კ-13) 27 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 9 სექტემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – მ. ქ-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ას, ა. ფ-ის, დ. ბ-ის, თ. ი-ის, გ. ჭ-ის, ი. გ-ის, ა. მ-ის, დ. მ-ის, კ. ხ-ის, გ. გ.ის, ლ. ა-ის, გ. მ-ის, ო. ს-ის, ე. რ-ას, ნ. ი-ის, შ.მ-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას, გ. ბ-ის, ჯ.გ-ის, ი. ღ-ის, თ. ბ-ას, მ.მ-ის, მ. ხ-ის, ა. თ-ის, მ. ყ-ის, ი. გ-ის, ვ. გ-ას, ნ. კ-ას, შპს „...“, შპს „...“, ს. ა-ის, გ. ხ-ის, ა. ჩ-ის, ნ. გ-ის, თ. ხ-ის, მ. ხ-ის, თ. ე-ის, შ. გ-ას, თ. ა-ის, ნ. ტ-ისა და დ. ს-ის მიმართ.

მოსარჩელემ ბორჯომის რაიონის გამგეობის მიწის გამოყენებისა და განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის 2002 წლის 21 იანვრის №1 ოქმის, ბორჯომის რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 იანვრის №9 დადგენილებისა და ბორჯომის რაიონის გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიის 2002 წლის 24 აპრილის №3 ოქმის თანამდევი შედეგების - ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა და ასევე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, დაბა ... , პანსიონატ „...“ მიმდებარედ არსებული 14000 კვ.მ და ყოფილი ... ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ 13300 კვ.მ ნაკვეთებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის აღდგენა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარჩელზე ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაექვემდებარა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით განუხილველად დარჩა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარჩელი მოპასუხეების - მ. მ-ის, გ. ჭ-ის, გ. გ-ის, მ. ყ-ის, თ. ა-ის, ი. ღ-ისა და დ. ს-ის მიმართ.

მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ბათილად ცნობის ნაწილში უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე და ამ ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო მიწის დანიშნულების შეცვლისა და არასასოფლო ფუნქციის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფუნქციის მითითების ნაწილში მოთხოვნა დატოვა უცვლელად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების ბათილად ცნობის ნაწილში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რაიონულ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირებად - მ.ქ-ი, მ. მ-ე, ნ. ბ-ა, ა. ფ-ი, დ. ბ-ე, თ. ი-ი, გ. ჭ-ე, ი. გ-ი, ა. მ-ი, დ. მ-ი, კ.ხ-ი, გ. გ-ი, ლ. ა-ე, დ. ჭ-ა, ა. კ-ი, გ. ი-ე, გ. მ-ე, ო. ს-ი, ე. რ-ა, ნ. ი-ე, ნ. ტ-ე, შ. მ-ი, გ. გ-ე, გ. დ-ა, გ. ბ-ე, ჯ. გ-ე, ი. ღ-ი, თ. ბ-ა, მ. მ-ი, მ. ხ-ე, ა. თ-ი, ზ. პ-ი, ნ. კ-ე, დ. ს-ე, მ. ყ-ი, ი. გ-ი, ვ. გ-ა, ნ. კ-ა, შპს „...“, შპს „...“, ს. ა-ე, გ. ხ-ე, შ. გ-ა, ა. ჩ-ი, ნ. გ-ი, თ. ხ-ი, მ. ხ-ი, თ. ე-ი, ზ. ბ-ე, ლ. ჩ-ე, კ. ბ-ე, თ. ა-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო მესამე პირებად - მ. ქ-ი, მ. მ-ე, ნ.ბ-ა, ა. ფ-ი, დ. ბ-ე, თ. ი-ი, გ. ჭ-ე, ა. მ-ი, დ. მ-ი, კ. ხ-ი, გ. გ-ი, ლ. ა-ე, დ. ჭ-ა, ა. კ-ი, გ. ი-ე, გ. მ-ე, ო. ს-ი, ე. რ-ა, ნ.ი-ე, ნ. ტ-ე, შ. მ-ი, გ. გ-ე, გ. დ-ა, გ. ბ-ე, ჯ. გ-ე, ი. ღ-ი, თ. ბ-ა, ს. ა-ე, ი. გ-ი, მ. მ-ი, მ. ხ-ე, ა.თ-ი, ზ. პ-ი, ნ. კ-ე, დ. ს-ე, მ. ყ-ი, ი. გ-ი, ვ. გ-ა, ნ. კ-ა, შპს „...“, შპს „...“, გ. ხ-ე, ე. კ-ი, ზ. რ. ყ. ს-ვა, ა. ჩ-ი, ნ. გ-ი, თ. ხ-ი, მ. ხ-ი, თ. ე-ი, ზ. ბ-ე, ლ. ჩ-ე, კ. ბ-ე, თ. ა-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები: ...) დანიშნულების ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ და დანიშნულებად სასოფლო-სამეურნეოს მითითების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.გ-ამ, ნ. ი-ემ, გ. გ-ემ, გ. დ-ამ, გ. მ-ემ, ზ. ბ-ემ, დ. ბ-ემ, ა. ფ-მა, ვ. გ-ამ, მ. ქ-მა, ა.მ-მა, მ. მ-ემ, კ. ხ-მა, დ. მ-მა, თ. ი-მა, ი. ღ-მა, მ. ხ-ემ, ჯ. გ-ემ, მ. მ-მა, გ. ბ-ემ, ე. რ-ამ, ნ. ბ-ამ, მ. ხ-მა, თ. ხ-მა, თ. ე-მა, ნ. გ-მა, ნ. კ-ამ, ო. ს-მა, ე. კ-მა, ნ. მ-მა, ზ. რ. ყ. ს-მა, ე. ჯ-ამ, რომლებმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განჩინებით ბორჯომის რაიონის გამგეობის განცხადება დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მესამე პირების (ნ. კ-ას, ე.რ-ას, ე. კ-ის, ე. ჯ-ას, შპს „...“, გ.ბ-ის, დ. ბ-ის, გ. მ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, დ. ფ-ის, გ. მ-ის, ო. ს-ის, ს. ა-ის, გ. ხ-ის, მ. ქ-ის, მ. ყ-ის, ა. ჩ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, შპს ...“, შპს „...“, ნ. გ-ის, შ. გ-ას, კ. ხ-ის, თ. ა-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას, მ. ხ-ის, ა. მ-ის, ჯ. გ-ის, ნ. ი-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ას, ე. ჯ-ას, ნ. მ-ისა და ზ. რ.ა ყ. ს-ას) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, დაბა ... მდებარე მიწის ნაკვეთებს.

რაიონული სასამართლოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გასაჩივრდა გ. მ-ის, ნ. ი-ის, გ. გ-ის, შ. გ-ას, გ. დ-ასა და ზ. ბ-ის მიერ, რომლებმაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით შ. გ-ას ნაწილში საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის განჩინებით გ. მ-ის, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ. დ-ასა და ზ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს ასევე დ. ბ-ემ, ა. ფ-მა, ვ. გ-ამ, მ. ქ-მა, ა. მ-მა, მ. მ-ემ, კ. ხ-მა, დ. მ-მა, თ. ი-მა, ი. ღ-მა, მ. ხ-ემ, ჯ. გ-ემ, მ. მ-მა, გ. ბ-ემ, ე. რ-ამ და ნ. ბ-ამ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ. ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ასა და ნ.ბ-ას საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ის, ნ.ი-ის, გ. გ-ის, შ. გ-ას, გ. დ-ასა და ზ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა საჩივარი შ. გ-ასა და ზ. ბ-ის ნაწილში, საჩივარი დაკმაყოფილდა გ. მ-ის, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას ნაწილში, გაუქმდა მითითებული პირების ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განჩინება და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ.ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ასა და ნ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით მესამე პირის – ზ. პ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა მ. ქ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შ. გ-ას, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას, გ. მ-ის, ზ.ბ-ის, დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ.მ-ის, კ.ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი.ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ. ხ-ის, თ. ხ-ის, თ. ე-ის, ნ. გ-ის, ნ. კ-ას, ო. ს-ის, ე. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. რ. ყ. ს-ასა და ე. ჯ-ას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აპელანტების - შ. გ-ას, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ.დ-ას, გ. მ-ის, ზ. ბ-ის, დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ. ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი.ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ. ხ-ის, თ. ხ-ის, თ.ე-ის, ნ. გ-ის, ნ. კ-ას, ო. ს-ის, ე. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. რ. ყ. ს-ასა და ე. ჯ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის ნაწილში, ხოლო დანარჩენი მესამე პირების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; არ დაკმაყოფილდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი აპელანტების - შ. გ-ას, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას, გ. მ-ის, ზ. ბ-ის, დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ.ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ.ხ-ის, თ. ხ-ის, თ. ე-ის, ნ. გ-ის, ნ. კ-ას, ო. ს-ის, ე. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. რ. ყ. ს-ასა და ე. ჯ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანიშნულების შეცვლის ნაწილში; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 მარტის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შ. გ-ას, ნ. ი-ის, გ. გ-ის, გ. დ-ას, გ. მ-ის, ზ. ბ-ის, დ. ბ-ის, ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ. ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ.მ-ის, გ.ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ. ხ-ის, თ. ხ-ის, თ. ე-ის, ნ. გ-ის, ნ.კ-ას, ო. ს-ის, ე. კ-ის, ნ. მ-ის, ზ. რ. ყ. ს-ასა და ე.ჯ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაყადაღების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მესამე პირების - ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ.ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ. ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი.ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ.მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ. ხ-ის, თ. ხ-ის, თ. ე-ის, ნ. გ-ისა და ზ. ბ-ის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მესამე პირების შ. გ-ას, ნ.ი-ის, გ. გ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა – ი. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაში შესწორების შეტანა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მითითება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნაწილობრივ იქნა გასაჩივრებული მხოლოდ 21 პირის მიმართ, რათა ხელი არ შეეშალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (ყადაღის მოხსნის ნაწილში) აღსრულებას გაუსაჩივრებელ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით მესამე პირების – შ. გ-ას, ნ. ი-ის, გ.გ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა წარმომადგენლის – ი. ლ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; შესწორება იქნა შეტანილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებაში და მიეთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე შემდეგი პირების: ა. ფ-ის, ვ. გ-ას, მ. ქ-ის, ა. მ-ის, მ. მ-ის, კ. ხ-ის, დ. მ-ის, თ. ი-ის, ი. ღ-ის, მ. ხ-ის, ჯ. გ-ის, მ. მ-ის, გ. ბ-ის, ე. რ-ას, ნ. ბ-ას, მ. ხ-ის, თ. ხ-ის, თ. ე-ის, ნ.გ-ისა და ზ. ბ-ის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე