Facebook Twitter

საქმე ბს-224-216(კ-13) 18 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ფ-ას, ე. დ-ას, მ. ჯ-ის, ნ. მ-ის, ლ. პ-ას, რ. ი-ის, ს. ჯ-ის, ნ. დ-ის, ლ. ა-ის, ნ. ფ-ას, ი. წ-ა-ო-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, Mმ. რ-ის, ი. კ-ის, ჟ. ბ-ის, ო. ჩ-ის, რ. ჯ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ნ. უ-ას, მ. ი-ის, ნ. მ-ის, ლ. ი-ას, ლ. ა-ას, ა. ტ-ოს, ზ. ზ-ას, ო. ბ-ის, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის, ს. ი-ის, მ. მ-ის, ჯ. კ-ის, ა. გ-ის, გ. ა-ის, ჯ. ლ-ის, მ. ვ-ის, მ. გ-ის, ი. ხ-ის, გ. ჩ-ის, ლ. ლ-ის, გ. ჩ-ის, მ. მ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, გ. კ-ისა და ა. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ერთჯერადი (გასასვლელი ) დახმარების ანაზღაურების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. … ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ ,,...“ ყოფილმა თანამშრომლებმა, ,,...“ სამხედრო კომისარიატის ყოფილმა თანამშრომლებმა და … გარნიზონის სამხედრო კომენდანტის თანამშრომლებმა ლ. ფ-ამ, ე. დ-ამ, მ. ჯ-ემ, ნ. მ-ემ, ლ. პ-ამ, რ. ი-მა, ს. ჯ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. ა-მა, ნ. ფ-ამ, ი. წ-ა-ო-მა, ნ. ა-ამ, ლ. რ-ამ, Mმ. რ-ემ, ი. კ-ემ, ჟ. ბ-ემ, ო. ჩ-მა, რ. ჯ-მა, დ. გ-ემ, მ. კ-ემ, ნ. უ-ამ, მ. ი-ემ, ნ. მ-ემ, ლ. ი-მა, ლ. ა-ამ, ა. ტე-ომ, ზ. ზ-ამ, ო. ბ-ემ, ა. ო-მა, გ. თ-ამ, ი. ტ-ემ, ს. ი-ემ, მ. მ-მა, ჯ. კ-მა, ა. გ-ემ, გ. ა-ემ, ჯ. ლ-მა, მ. ვ-მ, მ. გ-ემ, ი. ხ-ემ, გ. ჩ-ემ, ლ. ლ-ემ, გ. ჩ-ემ, მ. მ-ემ, ო. კ-ემ, მ. ი-ემ, გ. კ-მა და ა. კ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-6; ტ.1).

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 329-340; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა: მ. ვ-ის, ჯ. ლ-ის, გ. ა-ის, მ. გ-ის, ი. ხ-ის, გ. ჩ-ის, ლ. ლ-ის, მ. მ-ის, ო. კ-ის, მ. ი-ის, გ. კ-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე და სარჩელი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 611-613; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ს. ი-ეს და ა. კ-ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვათ უარი, ვინაიდან მათ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს 2008 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დადგენილი ხარვეზი (იხ. ს.ფ. 649-651; ტ.1).

2008 წლის 10 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამდგომლობით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ნ. უ-ას, ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას, რ. ჯ-ისა და ნ. ფ-ას მიმართ სსსკ-სი 272-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 619; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. უ-ას, ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას, რ. ჯ-ის, ნ. ფ-ას მოთხოვნის ნაწილში, სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 671-673; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ... ცენტრალური სამხედრო სანატორიუმის “...” ყოფილი თანამშრომლების: ა. გ-ის, ჯ. კ-ის, მ. მ-ის, ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ნ. დ-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ნ. მ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ა. ტ-ოს, ზ. ზ-ას, ო. ბ-ის, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. გ-ის სასარგებლოდ - 849,83 ლარი, ჯ. კ-ის სასარგებლოდ - 560,43 ლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ - 858,97 ლარი, ლ. ფ-ას სასარგებლოდ -156 ლარი, ე. დ-ას სასარგებლოდ - 180 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ -132 ლარი, რ. ი-ის სასარგებლოდ - 169 ლარი, ნ. დ-ის სასარგებლოდ - 162 ლარი, ლ. ა-ის სასარგებლოდ - 169 ლარი, ნ. ა-ას სასარგებლოდ - 156 ლარი, ა. ტ-ოს სასარგებლოდ - 156,25 ლარი, ლ. რ-ას სასარგებლოდ - 208 ლარი, მ. რ-ის სასარგებლოდ -208 ლარი, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ - 156 ლარი, დ. გ-ის სასარგებლოდ -169 ლარი, მ. კ-ის სასარგებლოდ - 169 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ - 156 ლარი, ლ ი-ის სასარგებლოდ - 156 ლარი, ლ. ა-ას სასარგებლოდ - 132 ლარი, ზ. ზ-ას სასარგებლოდ - 156,25 ლარი, ო. ბ-ის სასარგებლოდ - 162,50 ლარი, ა. ო-ის სასარგებლოდ - 162,50 ლარი, გ. თ-ას სასარგებლოდ - 149,50 ლარი, ი. ტ-ის სასარგებლოდ - 150 ლარი (იხ. ს.ფ. 676-682; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. უ-ამ, ს. ჯ-ის, ი. კ-ემ, მ. ჯ-ემ, მ. ი-ემ, ლ. პ-ამ, ო. ჩ-მა, ი. წ-ამ, რ. ჯ-მა და ნ. ფ-ამ და მოითხოვეს გასაჩივრებუილ განჩინების გაუქმება და მათი სარჩელის განხილვა (იხ. ს.ფ. 690-691; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 700-716; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ის, ა. ტ-ოს, ნ. მ-ის და ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. დ-ის, ა. ტ-ოს, ნ. მ-ის და ო. ბ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 182-191; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 229-241; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ნ. უ-ას, ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას, რ. ჯ-ისა და ნ. ფ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის საოქმო განჩინების იმ ნაწილის, რომლითაც ნ. უ-ას, ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ო. ჩ-ის, ი. წ-ას, რ. ჯ-ისა და ნ. ფ-ას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება და ნ. უ-ას და ო. ჩ-ის სარჩელი გასასვლელი დახმარების თანხის მოთხოვნის შესახებ დარჩა განუხილველად; ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს და საქმე ს. ჯ-ის, ი. კ-ის, მ. ჯ-ის, მ. ი-ის, ლ. პ-ას, ი. წ-ას, რ. ჯ-ისა და ნ. ფ-ას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განსახილველად ხელახლა დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 245-250; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებაზე ხელფასის თანხების მოსარჩელეებისათვის _ მ. მ-ისათვის 858,97 ლარის, ჯ. კ-ისათვის - 560,43 ლარისა და ა. გ-ისათვის - 849,83 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ას სასარგებლოდ - 156 ლარის, ე. დ-ას სასარგებლოდ - 180 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ - 132 ლარის, რ. ი-ის სასარგებლოდ - 169 ლარის, ლ. ა-ის სასარგებლოდ - 169 ლარის, ნ. ა-ას სასარგებლოდ - 156 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ - 208 ლარის, მ. რ-ის სასარგებლოდ - 208 ლარის, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ - 156 ლარის, დ. გ-ის სასარგებლოდ - 169 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ - 169 ლარის, ლ ი-ის სასარგებლოდ - 156 ლარის, ლ. ა-ას სასარგებლოდ - 132 ლარის, ზ. ზ-ას სასარგებლოდ - 156,25 ლარის, ა. ო-ის სასარგებლოდ - 162,50 ლარის, გ. თ-ას სასარგებლოდ - 149,50 ლარის და ი. ტ-ის სასარგებლოდ - 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად (იხ. ს.ფ. 16-21; ტ.3).

საქართველოს უზენასი სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით მოსარჩელეებისათვის _ ლ. ფ-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ე. დ-ას სასარგებლოდ 180 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ 132 ლარის, რ. ი-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ა-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ნ. ა-ას სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. რ-ას სასარგებლოდ 208 ლარის, მ. ე-ის სასარგებლოდ 208 ლარის, ჟ. ბ-ის სასარგებლოდ 156 ლარის, დ. გ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, მ. კ-ის სასარგებლოდ 169 ლარის, ლ. ი-ის სასარგებლოდ 156 ლარის, ლ. ა-ას სასარგებლოდ 132 ლარის, ზ. ზ-ას სასარგებლოდ 156,25 ლარის, ა. ო-ის სასარგებლოდ 162,50 ლარის, გ. თ-ას სასარგებლოდ 149,50 ლარის და ი. ტ-ის სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ.ს.ფ. 52-60; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ფ-ას, ე. დ-ას, ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, მ. კ-ის, ლ. ი-ის, ლ. ა-ას, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სარჩელი თავდაცვის სამინსიტროს მიმართ ერთჯერადი (გასავლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 261-272; ტ.3).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ-ამ, ნ. მ-ემ, ლ. ა-ამ, მ. კ-ემ, ე. დ-ამ, რ. ი-მა, ლ. ა-მა, ნ. ა-ამ, ლ. რ-ამ, მ. რ-ემ, ჟ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ლ. ი-მა, ზ. ზ-ამ, ა. ო-მა, გ. თ-ამ, ი. ტ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (იხ. ს.ფ. 280-291; ტ.3).

საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით ლ. ფ-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ას, მ. კ-ის, ე. დ-ას, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ნ. ა-ას, ლ. რ-ას, მ. რ-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, ლ. ი-ის, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 341-352; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-ას, მ. რ-ის, ლ. ი-ის, ლ. რ-ის სარჩელზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. ა-ას, მ. რ-ის, ლ. ი-ის, ლ. რ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (იხ. ს.ფ. 154-158; ტ.4).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ. ფ-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ას, მ. კ-ის, ე. დ-ას, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (იხ. ს.ფ. 159-169; ტ.4).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 190-198; ტ.4

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 210-211; ტ.4).

ლ. ფ-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ას, მ. კ-ის, ე. დ-ას, რ. ი-ის, ლ. ა-ის, ჟ. ბ-ის, დ. გ-ის, ზ. ზ-ას, ა. ო-ის, გ. თ-ას, ი. ტ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 216-225; ტ.4)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე