Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-227-219(კ-13) 24 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ.ტ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2013წ. განჩინებით მ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2012წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ტ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.13წ. განჩინებით კასატორ მ.ტ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა და საკასაციო განაცხადის დაზუსტება.

დადგენილ ვადაში საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ტ-მა და მოითხოვა ხარვეზის ავდის გაგრძელება 10 დღით. უზენაესი სასამართლოს 03.06.2013წ. განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ.ტ-ს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.04.2013წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 7 დღით. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა მ.ტ-ს და ჩაბარდა პირადად 07.06.2013წ. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 14.06.13წ. კასატორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ.ტ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ტ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ.ვაჩაძე