Facebook Twitter

საქმე №ბს-80-75 (კ-13) 2 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ. კ-ე

წარმომადგენელი _ გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: (მოპასუხეები): 1. გ. ტ-ე; 2. ნ. ყ-ე; 3. გ. გ-ე 4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე : გ. კ-ე

წარმომადგენელი _ გ. ჭ-ე

მოპასუხეები :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

3. გ. ტ-ე

4. ნ. ყ-ე

5. გ. გ-ე

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება.

სარჩელის საგანი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65085 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის №882012128513-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის ¹882012128513-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის №882009424410-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. (იმ ნაწილში, რომელიც ზედდებაშია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №8, საკადასტრო კოდი .... რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ტ-ის, ნ. ყ-ის, გ. გ-ის თანასაკუთრებაში დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 203,00 კვ.მ) მოსარჩელის მიწის ნაკვეთის და წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემების ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის იდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, რომლითაც დაკმაყოფილდება გ. კ-ის ¹88201212128513-03 განცხადება უძრავი ქონების, მდებარე ქუთაისი, ... ქუჩა №8, საკადასტრო კოდი: .... მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით, გ. კ-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, უძრავ ნივთზე, მდებარე ქუთაისი, ... ქუჩა №8, საკადასტრო კოდი: ... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: 2009 წლის 27 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მოსარჩელეს და ქ. მ-ზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება 248,00 კვ.მ. (დაზუსტებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქუთაისში, ... ქ. №8-ში, ხოლო მასზე განლაგებული სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 28,86 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით 193,17 კვ.მ. თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე -2/3 ნაწილის და ქ. მ-ი - 1/3 ნაწილის.

ქუთაისში, ... ქ. №8-ში (ყოფილი ... ქ. №34) მდებარე მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად 1929 წელს პ. ჩ-ისგან იყიდა მოსარჩელის ბაბუამ - ი. მ-მა.

2012 წლის 27 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანა, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №8-ში.

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა ან კონფიგურაციის შეცვლა.

მითითებული გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა ქუთაისში, ... ქ. №10-ში საკადასტრო კოდით: ... საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იმ ნაწილში, რომლითაც ზედდებაშია მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდი: 03.02.23.031 მდებარე ქუთაისში, ... ქ. №10 საკადასტრო მონაცემებთან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65085 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2012 წლის 30 აპრილის №65083 გადაწყვეტილებით ასევე უარი ეთქვა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის №882012128513-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა წარმოება.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹882009424410-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (იმ ნაწილში, რომელიც ზედდებაშია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან) არის უკანონო და ეყრდნობა არასწორ მონაცემებს, რადგან 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელის ბაბუამ შეიძინა 368,55 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ამჟამად ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №8-ში მდებარე მოსარჩელისა და ლ. მ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს იგივე საცხოვრებელ სახლს, თუმცა მიწის ნაკვეთის ფართობის სხვაობა შეადგენს 120.55 კვ.მ, რომელიც წარმოადგენს კიდეც ზედდების ობიექტს (იხ. ს.ფ. 1-25; ტ1).

სამართლებრივი:

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები მოსარჩელეს არ მიუთითებია.

მოპასუხების გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის შესაგებელი

ფაქტობრივი: მოპასუხეებმა გ. ტ-ემ და ნ. ყ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ფართით 120.00 კვ.მ არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რაც დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა სწორად უთხრა მოსარჩელეს უარი რეგისტრაციის შესახებ.

სამართლებრივი: მოპასუხეებმა განმარტეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რადგან იგი არ გამომდინარეობს სამართლის არც ერთი ნორმიდან (იხ. ს.ფ. 232-239; ტ.1).

მოპასუხე გ. გ-ის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხე გ. გ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის იყო მოსარჩელისა და მისი წინაპრების საკუთრება. გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის მიერ არასწორად მოხდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის დაკვეთა, რამაც გამოიწვია სადავო მიწის ნაკვეთის მათ საკუთრებაში აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 267-175; ტ.1).

სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წერილობითი შესაგებელი წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქმის გარემოებები: უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №8, დაზუსტებული ფართობი 248,00 კვ.მ საკადასტრო კოდი ¹..., წარმოადგენს გ. კ-ისა და ქ. მ-ის თანასაკუთრებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ¹88201212128513-03 შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №8-ში, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, შესაბამისად განმცხადებელს მიეთითა, რომ საჭირო იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან უნდა შეცვლილიყო ...-ის კონფიგურაცია.

2012 წლის 27 აპრილს გ. კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების №882009424410 ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ტ-ის განცხადება სადავო ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის ¹65085 გადაწყვეტილებით გ. კ-ის საჩივარი ¹882012128513-03 გადაწყვეტილების (შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო №65083 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ¹№882009424410 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით გია კობორძალიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №8 დაზუსტებული ფართობი 248,00 კვ.მ საკადასტრო კოდი ¹..., წარმოადგენს გ. კ-ის და ქ. მ-ის თანასაკუთრებას. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 27 ოქტომბერი.

უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №10 (ყოფილი ... ქ. №46) წარმოადგენს გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის თანასაკუთრებას, სარეგისტრაციო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 203,00 კვ.მ, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 29 დეკემბერი.

უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №10 (ყოფილი ... ქ. ¹46, 34, 36) ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო სარგებლობა, ფართობი ფაქტიური და დოკუმენტით 202,00 კვ.მ, 2/3 წარმოადგენს გ. გ-ის მამის გ. გ-ის საკუთრებას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ¹882009424410 დაკმაყოფილდა გ. ტ-ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №10-ში.

2012 წლის 227 აპრილს გ. კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების №882009424410 ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების №882012128513-03 (შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობა და რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65085 გადაწყვეტილებით გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო №65083 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში.

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეწდა გ. კ-ის სარეგისტრაციო წარმოება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების გ. ტ-ის, ნ. ყ-ისა და გ. გ-ის მიმართ ქ. ქუთაისში, ... ქ. №10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120,55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სადავო 120,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება, როგორც მისი ბაბუის ი. მ-ის შეძენილი და ეს მიწის ნაკვეთი შეცდომით არის რეგისტრირებული მოპასუხეების საკუთრებაში.

მოსარჩელის განმარტებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას არ შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან ამ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენს მოცემულ სარჩელზე მოპასუხეს.

მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სადავო 120,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი არის მისი საკუთრება, როგორც მისი ბაბუის - ი. მ-ის შეძენილი და ეს მიწის ნაკვეთი შეცდომით არის რეგისტრირებული მოპასუხეების საკუთრებაში. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ დადგენილი ძალა ენიჭება ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების გ. ტ-ის, ნ. ყ-ის და გ. გ-ის მიმართ ქ. ქუთაისში, ... ქ. №10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120,55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ სადავო 120,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ზედდება გამოწვეულია მოპასუხეთა მიერ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამო.

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ 1929 წლით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა შეჩერების გადაწყვეტილებით სადავოდ არ გახადა უფლების დამდგენი დოკუმენტი, ნიშნავს მის მიერ საკუთრების მოპოვებას სადავო 120,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის სათანადო წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, სადავო ფართზე მის საკუთრების უფლებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად, 1929 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება შეეხება მხოლოდ შენობა-ნაგებობებს და არა მიწის ნაკვეთს, ვინაიდან მითითებულ პერიოდში მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა კერძო პირთა საკუთრებას და შესაბამისად იგი ვერ გახდებოდა ნასყიდობის საგანი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებას არ შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან ამ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც წარმოადგენდა მოცემულ სარჩელზე მოპასუხეს. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთდასახელებულ დავაში მოსარჩელე იყო გ. კ-ე, ხოლო მოპასუხეები _ გ. ტ-ე, ნ. ყ-ე და გ. გ-ე, დავის საგანს წარმოადგენდა იმავე ფართზე მესაკუთრედ ცნობა. ამდენად უდავოა ის გარემოება, რომ ამ ორი სარჩელის მოდავე მხარეებს ერთი და იგივე პირები წარმოადგენდნენ და დავის საგანიც ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გ. კ-ის საკუთრებაში გადავა.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/ :

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ტ-ის განცხადებას ქ. ქუთაიში, ... ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, თან ერთვოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, შიდა აზომვითი ნახაზი, საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹88200942410-03 გადაწყვეტილებით გ. ტ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 203 კვ.მ დაზუსტებულ მიწის ფართობზე. ამავე დროს დადგენილი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით მოექცა მოპასუხის საკუთრებაში, არ წარმოადგენს გ. კ-ის საკუთრებას. ამდენად, №88200942410-03 გადაწყვეტილების მიღების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დარღვეული არ ყოფილა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი. მარეგისტრირებელმა ორგანომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტრაციოდ წარმოდეგნილ და რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობის გამო, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, მისი მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ს.ფ. 267-278; ტ.1).

აპელანტი: გ. კ-ე

წარმომადგენელი _ გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

3. გ. ტ-ე

4. ნ. ყ-ე

5. გ. გ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: ფაქტობრივ უსწორობებთან დაკავშირებით აპელანტს მოსაზრება არ წარუდგენია

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, მარეგისტრირებელ ორგანოში, მის მიერ წარდგენილ იქნა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, 1929 წლის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება. იგი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით შედგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც ადასტურებს უფლებას გაზრდილ მიწის ნაკვეთის ფართზე. სასამართლო ვერ უთითებს ნორმას, თუ რატომ არ წარმოადგენს 1929 წელს მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას და რატომ ვერ იქნებოდა იგი ნასყიდობის საგანი.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, ვინაიდან, მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას არ შეიძლებოდა პრეიუდიციული ძალა მინიჭებოდა იმ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოებდა მოსარჩელე გ. კ-ესა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის, რადგან განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში არიან სხვა მხარეები – გ. კ-ე (მოსარჩელე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები). მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული მოქმედება და აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. ს.ფ. 280-300; ტ.1; 9-23; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარეების გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის შეპასუხება:

სამართლებრივი: მოწინააღმდეგე მხარეებმა შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და განმარტეს, რომ არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის უფლებას სადავო ფართზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 41-48; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარის გ. გ-ის შეპასუხება:

ფაქტობრივი : მოწინააღმდეგე მხარემ ცნო სააპელაციო საჩივარი და დაეთანხმა მასში მოყვანილ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

სამართლებრივი: სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენიათ, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 81-87; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების ნაწილში, გ. კ-ეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი 200 ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ გ. ტ-ის განცხადებას - ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, თან ერთვოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის ბიუროდან, შიდა აზომვითი ნახაზი, საინვენტარიზაციო გეგმა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹88200942410-03 გადაწყვეტილებით გ. ტ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 203 კვ.მ დაზუსტებულ მიწის ფართობზე. ამავე დროს დადგენილი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით მოექცა მოპასუხის საკუთრებაში, არ წარმოადგენს გ. კ-ის საკუთრებას. საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ყოფილა წარმოდგენილი სადავო 120,55 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე სარწმუნო მტკიცებულება. ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობაზე, რაც შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება სარეგისტრაციოდ წარმოდეგნილ და რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობის გამო, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ზიანი არ მისდგომია მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ისინი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო 120,55 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნები საჯარო რეესტრისათვის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ზედმეტად გადახდევინების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ წარდგენილ სააპელაციო პრეტენზიას საპელაციო სასამართლოს დასკვნით, იგი დაკმაყოფილდა საფუძვლიანობის გამო, რადგან მოსარჩელის მიერ დაყენებული ყველა სასარჩელო მოთხოვნა მიზნად ისახავდა საბოლოოდ ერთი შედეგის მიღწევას – სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,თ” პუნქტების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გ. კ-ის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს (იხ. ს.ფ. 98-115; ტ.2).

კასატორი: გ. კ-ე

წარმომადგენელი: გ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

3. გ. ტ-ე

4. ნ. ყ-ე

5. გ. გ-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები:

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1 პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

მატერიალური: კასატორის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, მან არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია, რომ მისი ბაბუის ი. მ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი შეცდომით არის რეგისტრირებული მოპასუხეების საკუთრებაში.

აპელანტი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, ვინაიდან, მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას არ შეიძლებოდა პრეიუდიციული ძალა მინიჭებოდა იმ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოებდა მოსარჩელე გ. კ-ესა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის, რადგან განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეში არიან სხვა მხარეები – გ. კ-ე (მოსარჩელე) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები). მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული მოქმედება და აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (იხ. ს.ფ. 125-135; 153-164; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარეებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ს.ფ. 184-187; ტ.2).

კასატორმა გ. კ-ემ 2013 წლის 1 ივლისს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, განცხადებას თვალსაჩინოებისათვის დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზები, დისკი და ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 242-262; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-მა 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მაქსიმე ჩხეიძისგან შეიძინა ქ. ქუთაისში,... ქ. №8-ში (ყოფილი ... ქ. №34) მდებარე, საცხოვრებელი სახლი, განთავსებული 368,55 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (იხ. ს.ფ. 20).

2009 წლის 27 ოქტომბერს უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №8-ში დაზუსტებული ფართობი 248,00 კვ.მ საკადასტრო კოდი ¹..., რეგისტრირებულია გ. კ-ის და ქ. მ-ის თანასაკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 2009 წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა №4054, დამოწმებული 1988 წლის 4 აგვისტოს ნოტარიუსი ნ. ჭ-ის მიერ; შპს ,,...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ 29.09.2008 წელს გაცემული №1/208 სააღსრულებო ფურცელი; შპს ,,...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და სამკვიდრო მოწმობა №4-5222, დამოწმებული 1959 წლის 28 აპრილს, ნოტარიუს ტ-ის მიერ; გ. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია სახლის გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით 28,86 კვ.მ., 193,17 კვ.მ-დან 2/3 ნაწილი, ხოლო გ. კ-ისა და ქ. მ-ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია სახლის გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართი - 193,17 კვ.მ-დან -1/3 ნაწილი (იხ. ს.ფ. 18-19; ტ.2).

2009 წლის 29 დეკემბერს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №10-ში (ყოფილი ... ქ. №46) რეგისტრირებულია გ. ტ-ის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 203,00 კვ.მ,, სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით:116,76 კვ.მ-დან 1/3 ნაწილი, უფლების დამდგენი დოკუმენტია: საჯარო ვაჭრობის სახლთმფლობელობის წილის შესყიდვაზე №3-2824, დამოწმებული 1972 წლის 18 თებერვალს ნოტარიუს ფ-ის მიერ (იხ. ს.ფ. 30; ტ.1).

2009 წლის 29 დეკემბერს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №10-ში (ყოფილი ... ქ. №46) რეგისტრირებულია გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის თანასაკუთრებად, სარეგისტრაციო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 203,00 კვ.მ, გ. ტ-ის საკუთრებაშია სახლის გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართი: 116,76 კვ.მ-დან 1/3 ნაწილი, უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული დამხმარე ნაგებობა ფართით: 11,52 კვ.მ; სახლის მეორე გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით: 31,45 კვ.მ, თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია ნ. ყ-ე სახლის მესამე გამოყოფილი ნაწილის საერთო ფართით 79,86 კვ.მ., უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: საჯარო ვაჭრობის სახლთმფლობელობის წილის შესყიდვაზე №3-2824, დამოწმებული 1972 წლის 18 თებერვალს ნოტარიუსი ფ-ის მიერ; შპს ,ა,...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 31 აგვისტოს №ს1/075 გადაწყვეტილება; შპს ,,ა...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 31 აგვისტოს №ს1/074 გადაწყვეტილება და შპს ,,ა...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 31 აგვისტოს №ს1/074 სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 36-37; ტ.1).

უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №10 (ყოფილი ... ქ. №6, №34, №36) ნაკვეთის საკუთრების ტიპი საერთო სარგებლობა, ფართობი ფაქტიური და დოკუმენტით 202,00 კვ.მ, 2/3 წარმოადგენს გ. გ-ის მამის - გ. გ-ის საკუთრებას (იხ. ს.ფ. 260-264; ტ.1).

2012 წლის 27 მარტს გ. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 22; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (საკადასტრო კოდი: ...), შესაბამისად დაევალა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა ან უნდა შეცვლილიყო მიწის ნაკვეთის: ... კონფუიგურაცია (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).

2012 წლის 27 აპრილს გ. კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამავე სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის №882009424410 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, 2012 წლის 30 მარტის №882012128513-03 გადაწყვეტილების (შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობა და რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება (იხ. ს.ფ. 24-28; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65085 გადაწყვეტილებით გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო №65083 გადაწყვეტილებით გ. კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში (იხ.ფ. 34; 35; ტ.1).

ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ის №882012128513-04 განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტები (იხ. ს.ფ. 33; ტ.1).

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტთან მიმართებაში, რომ პრეიუდიცული ძალის მქონე ფაქტები ისეთი ფაქტებია, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა სამოქალაქო დავაშიც იგივე მხარეები მონაწილეობენ, მაგრამ ამასთან მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება გ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ყ-ისა და გ. გ-ის მიმართ ქ. ქუთაისში, ... ქ.№10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120.55 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე. სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. მ-მა (მოსარჩელის ბაბუამ) მაქსიმე ჩხეიძისაგან შეიძინა 368.92 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 120.50 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამჟამად რეგისტრირებულია მოპასუხეთა თანასაკუთრებაში. ქუთაისის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს 2011 წლის 25 ოქტომბრის №76 დასკვნის შესაბამისად, მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ.№10-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 120.55 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ასევე მითითებული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით (იხ. ს.ფ. 140-141; 142-145; 305-309; ტ.1). ამდენად, გ. კ-ის განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა წინააღმდეგობაში მოვა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან, მით უფრო, რომ გ. კ-ეს არ წარმოუდგენია საკუთრების უფლების დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეფასებული არ ყოფილა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დამდგენი სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება, რომელმაც სამოქალაქო ურთიერთობებში დადასტურება ვერ ჰპოვა, ლოგიკურად, იგი რეალიზებული ვერ იქნება ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების მეშვეობით.

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ გ. კ-ის ადმინისტრაციულ სარჩელზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე გ. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების გ. ტ-ისა და ნ. ყ-ის მიმართ, საქმის განხილვის დასრულებამდე (იხ. ს.ფ. 194-196; ტ.1).

კონკრეტულ (ადმინისტრაციულ დავაში) შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ტ-ის, ნ. ყ-ისა და გ. გ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ქუთაისში, ... ქ. №10-ში მდებარე 203,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მხოლოდ 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში, ვინაიდან 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. კ-ის ბაბუამ შეიძინა 368,55 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, ამჟამად ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №8-ში მდებარე მოსარჩელისა და ლ. მ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს იგივე საცხოვრებელ სახლს, თუმცა მიწის ნაკვეთის ფართობის სხვაობა შეადგენს 120,55 კვ.მ, რომლის მოწინააღმდეგე მხარეზე რეგისტრაციას ხდის სადავოდ მოსარჩელე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულია კასატორის მოსაზრება, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საქმის განხილვისას არ შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით პრეიუდიციული ძალა ენიჭება არა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, არამედ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. ანუ ფაქტები, რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ გ. კ-ე თავად არის მოსარჩელე და მისთვის ხელსაყრელი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილ მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპზე დაყრდნობით სწორედ მას ეკისრება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მოტივი – საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:

განსახილველ შემთხვევაში ობიექტურად არის დადგენილი, რომ ი. მ-მა მოსარჩელის ბაბუამ 1929 წლის 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მაქსიმე ჩხეიძისგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ქ. №8-ში (ყოფილი ... ქ.№34-ში) მდებარე საცხოვრებელი სახლი განთავსებული 368,55 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (იხ. ს.ფ. 20), აღნიშნული ხელშეკრულებით შეიძინა მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არა მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №8 დაზუსტებული ფართობი 248,00 კვ.მ საკადასტრო კოდი ¹..., რეგისტრირებულია გ. კ-ისა და ქ. მ-ის თანასაკუთრებად. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 27 ოქტომბერი უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია: ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25.08.2009 წელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა №4054, დამოწმების თარიღი: 04.08.1988, ნოტარიუსი ნ. ჭ-ე; შპს ,,...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ 29.09.2008 წელს გაცემული №1/208 სააღსრულებო ფურცელი; შპს ,,...“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და სამკვიდრო მოწმობა №4-5222, დამოწმებული 1959 წლის 28 აპრილს, ნოტარიუს ტ-ის მიერ; გ. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია სახლის გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართით 28,86 კვ.მ., 193,17 კვ.მ-დან 2/3 ნაწილი, ხოლო გ. კ-ისა და ქ. მ-ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია სახლის გამოყოფილი ნაწილის, საერთო ფართი - 193,17 კვ.მ-დან -1/3 ნაწილი (იხ. ს.ფ. 18-19; ტ.2) ანუ კასატორის გ. კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რაზეც განთავსებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული შენობა-ნაგებობა, რომლის საწინააღმდეგოს დამტკიცება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის საფუძველზე სწორედ მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც მხარემ ვერ უზრუნველყო.

რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის №882012128513-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის №882012128513-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65085 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.

როგორც აღინიშნა, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, მითითებული კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, ან მათში მოცემულ უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს. ამავე კანონის 21.4 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2012 წლის 27 მარტს გ. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, ქუთაიში, ... ქ. №8-ში, საკადასტრო კოდი: ... (იხ. ს.ფ. 22; ტ.1).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. კ-ის განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, საკადასტრო კოდი:..., შესაბამისად, დაევალა კორექტირებული საკადასტრო ნახაზის წარმოდგენა ან უნდა შეცვლილიყო ... კონფიგურაცია (იხ. ს.ფ. 23; ტ.1), საქმის მასალებით ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ გ. კ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილი შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან მიმართებაში, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 მარტის №882012128513-03 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის №882012128513-04 გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების შეფასებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65083 გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლითაც გ. კ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში და განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს.

ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, კერძოდ, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის წესი, რომლის შესაბამისად: ,, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი“.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში“

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ აღნიშნული დათქმით კანონმდებელი მკვეთრად უსვამს ხაზს დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს - ხელისუფლების დანაწილების თაობაზე. სასამართლო ხელისუფლება, როგორც კონსტიტუციური ფუნქციის განმხორციელებელი მართლმსაჯულების ორგანო, გარანტირებულია სრული ავტონომიით და ჩაურევლობის პრინციპით. ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც ადგენს მმართველობის კანონიერების უზრუნველმყოფ ნორმებს, წესებს, პროცედურებსა და მექანიზმებს, ხოლო მმართველობით სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე კონტროლი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციას წარმოადგენს, სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის შემცველი განცხადების ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას, ადმინისტრაციული ორგანოს არა აქვს მანდატი, გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ - სასამართლო ორგანოს, განსხვავებით ამავე კოდექსის 80.1 მუხლით დადგენილი ვალდებულებისა.

ამგვარ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება შემოიფარგლება განმცხადებლისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევით, კერძოდ, აუხსნას მხარეს, რომ საკითხი სასამართლო ორგანოთა იურისდიქციას განეკუთვნება. აღნიშნული თავის მხრივ, შეესაბამება კონსტიტუციის 42.1 მუხლით დადგენილ პრინციპს, რომ სწორედ მხოლოდ პირის უფლებას წარმოადგენს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს ანუ სარჩელის აღძვრა - სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია მხოლოდ პირის ნების ავტონომიას ეფუძნება.

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს 2012 წლის 30 აპრილის №65083 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 29 დეკემბრის №882009424410-03 გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოს წესით და მისი ბათილად ცნობის საკითხის განხილვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში არ შედიოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გ. კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/