საქმე #ბს-1292-1277(კ-კს-11) 04 ივლისი, 2013 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ლ. ა-ი, გ. ა-ა, ნ. ა-ა, გ. ა-ე, ჯ. გ-ე, მ. გ-ე, ც. გ-ე, დ. გ-ე, მ. გ-ე, ლ. ე-ე, ზ. ზ-ა, გ. თ-ა, ლ. ი-ი, რ. ი-ი, ნ. კ-ი, მ. კ-ი, გ. მ-ი, მ. მ-ი, ნ.მ-ე, ლ. პ-ა, ლ. რ-ა, ნ. უ-ა, ნ. ფ-ა, ზ. ქ-ე, ო. ჩ-ი, მ. ჩ-ე, მ. ჩ-ე, ლ. ჩ-ე, შ. წ-ი, ი. წ-ა-ო-ი, ა. ხ-ა, ე. ჯ-ე, მ.ჯ-ა, ნ. ჯ-ა, გ. ჯ-ე, მ. ჯ-ე, მ. მ-ე, მ. მ-ე, მ. ვ. ა-ე, მ. ო. ა-ე, თ. ა-ე, ა. ღ-ე, ი. ა-ი, ნ. მ-ი, ლ. ა-ა, მ.ბ-ე.
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ა-ი, რ. ი-ი, ს. ე-ა, ნ. მ-ე და მ. ვ. ა-ე.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2011წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელეებმა: ლ. ა-მა, გ. ა-ამ, ნ. ა-ამ, გ. ა-ემ, ი. ა-მა, ზ. გ-მა, ჯ. გ-ემ, მ. -ემ, ც. გ-ემ, დ. გ-ემ, მ. გ-ემ, ს. ე-ამ, ლ. ე-ემ, ზ. ზ-ამ, გ. თ-ამ, ლ. ი-მა, რ. ი-მა, ი. კ-ამ (მ. კ-ას მემკვიდრე), ნ. კ-მა, მ. კ-მა, გ. მ-მა, მ. მ-მა, ნ. მ-ემ, ნ. მ-ემ, ე. მ-მა, ლ. პ-ამ, ლ. პ-მა, ლ. რ-ამ, ი. ტ-ემ, ა. ტ-ომ, ნ. უ-ამ, ნ. ფ-ამ, ზ. ქ-ემ, ო. ჩ-მა, მ. ჩ-ემ, მ. ჩ-ემ, ლ. ჩ-ემ, შ. წ-მა, ი. წ-ა-ო-მა, ა. ხ-ამ, ე. ჯ-ემ, მ. ჯ-ამ, ნ. ჯ-ამ, გ. ჯ-ემ, მ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, მ. მ-ემ, ა. ო-მა, მ. ვ. ა-ემ, თ. ა-ემ, მ. ო. ა-ემ, ა. ღ-ემ, ი. ა-მა, ნ. მ-მა, თ. ჯ-ემ (ნ. ჯ-ის მემკვიდრემ), მ. ბ-ემ, ლ. ა-ამ 06.05.10წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელში აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო სანატორიუმ ,,წყალტუბოში”, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მათ მიმართ გააჩნდა სახელფასო და სხვა სახის დავალიანება. შესაბამისად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი და გასასვლელი დახმარების თანხების ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.10წ. საოქმო განჩინებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელე თ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე მისი გარდაცვლილი მეუღლის ნ. ხ-ას მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უფლებამონაცლეობის დადგენამდე, ხოლო თ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნ. ხ-ას მემკვიდრედ ცნობის შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე. იმავე საოქმო განჩინებით მ. კ-ას უფლებამონაცვლედ, სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა ი. კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.11წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ლ. ა-ის, ს. ე-ას, რ. ი-ის, აწ. გარდაცვლილი მ. კ-ას უფლებამონაცვლის ი. კ-ას, ნ. მ-ის, ე. მ-ის, გ. ჯ-ის, მ. ვ. ა-ის, მ. ბ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 81,01 ლარის, ს. ე-ას სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 256,49 ლარის, რ. ი-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 515,13 ლარის, ი. კ-ას (აწ. გარდაცვლილი მ. კ-ას უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 449,72 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 416,32 ლარის, ე. მ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 51,92 ლარის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 495,17 ლარის, მ. ვ. ა-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 561,30 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების 530,28 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეებს გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ეს, ი. ა-ს, ზ. გ-ს, ჯ. გ-ეს, მ. გ-ეს, ც. გ-ეს, დ. გ-ეს, მ. გ-ეს, ლ. ე-ეს, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ს, ნ. კ-ს, მ. კ-ს, გ. მ-ს, მ. მ-ს, ნ. მ-ეს, ლ. პ-ას, ლ. პ-ს, ლ. რ-ას, ი. ტ-ეს, ა. ტ-ოს, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ეს, ო. ჩ-ს, მ. ჩ-ეს, მ. ჩ-ეს, ლ. ჩ-ე, შ. წ-ს, ი. წ-ა-ო-ს, ა. ხ-ას, ე. ჯ-ეს, მ. ჯ-ას, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ეს, მ. თ. მ-ეს, მ. მ-ეს, ა. ო-ს, თ. ვ. ა-ეს, მ. ო. ა-ეს, ა. ღ-ეს, ი. ა-ს, ნ. მ-ს, თ. ჯ-ეს, სასარჩელო მოთხოვნაზე – მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეებს - ლ. ა-ს, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ეს, ი. ა-ს, ჯ. გ-ეს, მ. გ-ეს, ც. გ-ეს, დ. გ-ეს, მ. გ-ეს, ს. ე-ას, ლ. ე-ეს, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ს, რ. ი-ს, ნ. კ-ს, მ. კ-ს, გ. მ-ს, მ. მ-ს, ნ. მ-ეს, ნ. მ-ეს, ე. მ-ს, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ი. ტ-ეს, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ეს, ო. ჩ-ს, მ. ჩ-ეს, მ. ჩ-ეს, ლ. ჩ-ეს, შ. წ-ს, ი. წ-ა-ო-ს, ა. ხ-ას, ე. ჯ-ეს, მ. ჯ-ას, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ეს, მ. მ-ეს, მ. მ-ეს, ა. ო-ს, მ. ვ. ა-ეს, თ. ა-ეს, ა. ღ-ეს, ი. ა-ს, ნ. მ-ს, ლ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნაზე _ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ერთჯერადი და საბოლოო გასასვლელი დახმარების თანხების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელეებს - ს. ე-ას, რ. ი-ს, ნ. მ-ეს, გ. ჯ-ეს, მ. ვ. ა-ეს, მ. ბ-ეს უარი ეთქვათ მოპასუხისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დაკისრებაზე, ხოლო ე. მ-ს - სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 12.01.2011წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.2004 w. #493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის თავდაპირველი რედაქციის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სახით. 31.12.2004 w. საქართველოს პრეზიდენტის #640 ბრძანებულებით ცლილება შევიდა #493 ბრძანებულებაში, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული 33-ე პუნქტი გაიყო ორ პუნქტად და ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, რომლებიც დათხოვნილნი იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ბრძანებულების 331 პუნქტით განისაზღვრა. იმავე ბრძანებულების 611 პუნქტით ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 01 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის #531 ბრძანებულებით ზემოაღნიშნული 331 პუნქტით ბრძანებულებიდან საერთოდ იქნა ამოღებული. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 05.11.2004 w. #493 ბრძანებულების 331 პუნქტმა იმოქმედა 2006 წლის 01 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 06.05.2010 წ., მოსარჩელეებს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მოთხოვნით ნორმის მოქმედების პერიოდში არ მიუმართავთ სასამართლოსთვის ანუ არ მოუხდენიათ უფლების რეალიზაცია. შესაბამისად, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების და საბოლოო გასასვლელი დახმარების თანხების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეთა მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა (ი. კ-ას, ე. მ-ის, ი. ტ-ის და ა. ტ-ოს გარდა), ასევე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.11წ. გადაწყვეტილებით ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ი. ა-ის, ზ. გ-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ს. ე-ას, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. პ-ის, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, მ. ჯ-ას, ნ. ჯ-ას, გ. ა. ჯ-ის, მ. ჯ-ის, მ. მ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, მ. ვ. ა-ის, თ. ა-ის, მ. ო. ა-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის, მ. ბ-ის, ლ. ა-ას სააპალაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.01.11წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელეების - ს. ე-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ის, რ. ი-ის და მ. ვ. ა-ის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარდაცვლილი ნ. ხ-ას (ჯ-ის) მემკვიდრის _ თ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნის შეჩერების ნაწილში საქმე დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება ერთჯერადი და საბოლოო გასასვლელი დახმარების თანხების ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება და საბოლოო გასასვლელი დახმარება არის ერთმანეთის იდენტური ცნებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. ე-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ის, რ. ი-ის და მ. ვ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სახეზეა სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტას, თუკი არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სააპელაციო პალატის მითითებით აღნიშნულ პირებზე იგივე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც გამორიცხავს იგივე მხარეების მიერ იგივე სადავო სამართალურთიერთობის დარეგულირების, იგივე საფუძვლებით განხილვის და გადაწყვეტის საპროცესო შესაძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კასატორებმა ლ. ა-მა და სხვებმა (46 კასატორი) და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში და გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, ლ. ა-მა, გ. ა-ამ, ნ. ა-ამ, გ. ა-ემ, ჯ. გ-ემ, მ. გ-ემ, ც. გ-ემ, დ. გ-ემ, მ. გ-ემ, ლ. ე-ემ, ზ. ზ-ამ, გ. თ-ამ, ლ. ი-იმ, რ. ი-მა, ნ. კ-მა, მ. კ-მა, გ. მ-მა, მ. მ-მა, ნ. მ-ემ, ლ. პ-ამ, ლ. რ-ამ, ნ. უ-ამ, ნ. ფ-ამ, ზ. ქ-ემ, ო. ჩ-მა, მ. ჩ-ემ, მ. ჩ-ემ, ლ. ჩ-ემ, შ. წ-მა, ი. წ-ა-ო-მა, ა. ხ-ამ, ე. ჯ-ემ, მ. ჯ-ამ, ნ. ჯ-ამ, მ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, ა. ღ-ემ, ი. ა-მა, ნ. მ-მა, მ. ბ-ემ და ლ. ა-ამ მოითხოვეს საბოლოო და ერთჯერადი გასასვლელი თანხების ანაზღაურება, ლ. ა-მა და რ. ი-მა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად მოითხოვეს ასევე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაც, ხოლო გ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, მ. ვ. ა-ემ, თ. ა-ემ, მ. ო. ა-ემ – მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა `სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. #493 ბრძანებულების 331 და 611 პუნქტები, აგრეთვე `საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ როგორც სახელფასო დავალიანების, ისე ერთჯერადი გასასვლელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს საქართველოს თავდაცის სამინისტროს 2006 წლის 01 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში. კერძოდ, 04.07.06წ. მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, 10.08.06წ-ს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, 24.06.06წ. მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, 10.07.07წ. მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 09.07.07წ. მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 06.06.07წ. #41, 10.07.10წ. #66, 26.07.07წ. #85 წერილებით მოსარჩელეების წარმომადგენელმა მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროს 06.07.07წ. #9/2035 და 01.08.06წ. #9/2438 წერილები, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს 19.07.06წ. #04-02/7165 წერილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ დაპირებას.
სააპელაციო სასამართლოს 15.06.2011 წ. გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. ი-ის, ლ. ა-ის, მ. ვ. ა-ის, ს. ე-ას და ნ. მ-ის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.11წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2011წ. გადაწყვეტილებაზე ნ. მ-ის, მ. ბ-ისა და მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, ნ. ჯ-ას, გ. ჯ-ის, მ. ჯ-ის, მ. მ-ის, მ. მ-ის, მ. ვ. ა-ის, თ. ა-ის, მ. ო. ა-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის და ლ. ა-ას (43 კასატორი) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2012წ. განჩინებით ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ის, მ. მ-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის და ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი საბოლოო და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ლ. ა-ის, რ. ი-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, მ. ვ. ა-ის, თ. ა-ის და მ. ო. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.11წ. განჩინებაზე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ის, გ.ჯ-ის, მ. მ-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის და ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორთა განსახილველად დაშვებულ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ერთჯერადი და გასასვლელი თანხების გადახდის დაკისრება. კასატორები მიიჩნევენ, რომ ერთჯერადი და გასასვლელი თანხები სხვადასხვა სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი ცნებებია და შესაბამისი თანხები ცალ-ცალკე უნდა იქნენ ანაზღაურებულნი, რასაც სასამართლო არ ეთანხმება. კასატორების მოსაზრება ამ ნაწილში არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო პალატა იზიარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება და საბოლოო გასასვლელი დახმარება იდენტური ცნებებია, შესაბამისად, არ არსებობს მათი ცალ-ცალკე განხილვის და დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 30.12.10წ. გადაწვეტილებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ `საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. #493 ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04წ. #640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი იმ პირებზე, რომლებიც დათხოვნილნი იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, განისაზღვრა ბრძანებულების 331 პუნქტით. იმავე ბრძანებულების 611 პუნქტით ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. #531 ბრძანებულებით ზემოაღნიშნული 331 პუნქტი გაუქმდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 331 პუნქტის მოქმედების პერიოდში (01.01.06 წ. – 21.09.07. წ.) მოსარჩელეებს არ მიუმართავთ თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, მათ ნორმის მოქმედების პერიოდში ვერ მოახდინეს თავიანთი უფლების რეალიზაცია, რის გამოც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების დაკავშირება ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედებაზე არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 05.11.04წ. №493 ბრძანებულების ადრინდელი რედაქცია ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებული სამოქალაქო პირების ერთჯერადი დახმარების უფლებას, კერძოდ ბრძანებულების 35-ე პუნქტი უთითებდა, რომ სამოქალაქო პირებს, რომლებიც გათავისუფლებული არიან სამსახურიდან ეძლეოდათ ერთჯერადი დამხარება, რომლის ოდენობა უკავშირდებოდა გათავისუფლების საფუძველს. ბრძანებულების ხსენებული ნორმა გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. №531 ბრძანებულებით, ამდენად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება სამსახურიდან მოსარჩელეთა დათხოვნის პერიოდში ბრძანებულების 331 პუნქტის არარსებობის, 331 პუნქტის მოქმედების პერიოდში მოთხოვნის წარუდგენლობის შესახებ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 31.12.04 წ. ბრძანებულების 35-ე პუნქტის მოქმედების 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას 31.12.01 წ. №640 ბრძანებულების 611 პუნქტით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება უფლების დაკარგვის საფუძველს არ ქმნის, შეჩერება არ ნიშნავს ნორმით აღიარებული უფლების გაუქმებას. საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. ბრძანებულებით 35-ე პუნქტის ამოღება ასევე არ გამორიცხავდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ნორმის მოქმედების გაუქმებისთანავე გამოიცა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.07წ. №560 ბრძანება, რომლის 26-ე - 28-ე მუხლები ითვალისწინებენ სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემას, მათ შორის დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. ამასთანავე, მოსარჩელეების მითითებით მათ აღნიშნული მოთხოვნით არაერთგზის მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს, კერძოდ, 04.07.06წ. მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრს, 10.08.06წ - საქართველოს პრეზიდენტს, 24.06.06წ. - საქართველოს ფინანსთა მინისტრს, 10.07.07წ. - საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 09.07.07წ. - საქართველოს თავდაცვის მინისტრს, 06.06.07წ. #41, 10.07.10წ. #66, 26.07.07წ. #85 წერილებით მოსარჩელეების წარმომადგენელმა მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს. სააპელაციო სასამართლოს სარწმუნოდ უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ არ ქმნიდნენ წარდგენილი მიმართვები 331 პუნქტის მოქმედების პერიოდში უფლების რეალიზებულად მიჩნევის საფუძველს. არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სანატორიუმის ყოფილი თანამშრომლები მიმართვებში აყენებდნენ მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხს. საქმეში დაცული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისადმი 12.06.05წ. მიმართვაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი 04.07.06წ. მიმართვებში სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან ერთად განმცხადებლები აყენებდნენ აგრეთვე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების საკითხსაც.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს 33-ე და 331 პუნქტებზე დაფუძნებულ სამართლებრივ დასაბუთებას, მაშინ როდესაც არ აქვს გარკვეული მოსარჩელეების სტატუსი, კერძოდ მათ მიერ სამხედრო სტატუსით სარგებლობა. ვინაიდან `საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. #493 ბრძანებულების 33-ე და 331 პუნქტებით გათვალისწინებული ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ეძლეოდათ მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს, საქმეზე დადგენას საჭიროებდა მოსარჩელეების მიერ სამხედრო მოსამსახურეების სტატუსით სარგებლობა დათხოვნამდე, მათზე `სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ~ კანონის გავრცელების საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ 31.12.04 წ. №640 ბრძანებულებით ცვლილების შეტანამდე საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04 წ. №493 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა რეორგანიზაციის გამო პირის გათავისუფლებისას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესაძლებლობას, გარკვევას საჭიროებს აგრეთვე მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების დრო.
უკეთუ კასატორები იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირები, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა კასატორთა სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის სადავო სამართალურთიერთობების მიმართ გამოყენების შესაძლებლობაზე. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში¬ _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლები განსაზღვრავენ საჯარო მოხელისა და დამხმარე მოსამსახურის ცნებებს. `საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა თანამდებობრივი სარგო. მითითებული ნორმით გათვალისწინებული გასასვლელი დახმარების გაცემის მიზანია სამსახურიდან გათავისუფლებული პირისათვის სხვა სამსახურის დაწყებამდე არსებობის შენარჩუნების მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა. `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტისათვის საქმეზე უნდა გაირკვეს თუ რა სტატუსით სარგებლობდნენ მოსარჩელეები გათავისუფლების მომენტში, კერძოდ მათზე მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის სტატუსის გავრცელების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელისათვის კომპენსაციის გაცემა თავისი ბუნებით არის კომპენსაციური ხასიათის ერთჯერადი სავალდებულო გადახდა, მისი ოდენობის განსაზღვრა, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მუშაკის თანამდებობრივი სარგოდან ხდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა მოსარჩელე სუბიექტთა სტატუსი და მათზე საჯარო მოსამსახურის სტატუსის გავრცელების დადგენის შემთხვევაში ემსჯელა `საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების საფუძვლის არსებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 109-ე მუხლის მოქმედების არაერთჯერადი შეჩერება (13.07.2000 წ., 13.12.2000 წ., 15.02.02 წ., 29.01.03 წ., 31.12.03 წ., 29.12.04 წ. კანონები) ასევე არ ქმნიდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების უფლების დაკარგვის საფუძველს (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 23.03.05 წ. გადაწყვეტილება).
საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ 14.12.10წ. გაცემული №3-11/8787 ცნობაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რიგი მოსარჩელეების მიმართ დავალიანება ჩამოწერილია სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო პალატა უთითებს აგრეთვე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკეთუ არსებობს იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის დავალიანებაზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აღნიშნული წარმოადგენდა არა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. სააპელაციო პალატის განჩინება წინააღმდეგობრივია, სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ შეწყვიტა საქმის წარმოება რიგი მოსარჩელეების (ს. ე-ა, ნ. მ-ე, ლ. ა-ი, რ. ი-ი, მ. ა-ე) იმ მოთხოვნის მიმართ, რომელიც ეხებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, საქმის შეწყვეტის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ანალოგიური მოსაზრება სააპელაციო პალატის მიერ გამოითქვა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის ანაზღაურების მიმართ, მიუხედავად ამისა მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის წარმოება არ შეწყვეტილა. სააპელაციო პალატა ზოგადად აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სასამართლო გადაწყვეტილებებით უკვე განხილულია ერთჯერადი გასასვლელი დახმარების მოთხოვნა, თუმცა არ უთითებს კონკრეტული მოსარჩელეების მიმართ რომელი გადაწყვეტილებით არის განხილული მოთხოვნა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხის შესახებ. სსკ-ის 266-ე მუხლის, 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის კანონიერი გადაწყვეტა საჭიროებს თვითოეული კასატორის მიმართ დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებული სასამართლო აქტების შესწავლას, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გარკვევას. სასამართლო გადაწყვეტილების რეკვიზიტების განუსაზღვრელობა შეუძლებელს ხდის არამარტო გადაწყვეტილებათა იდენტიფიკაციას, არამედ მათ კანონიერ ძალაში შესვლის საკითხის გარკვევასაც. აღნიშნულს მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის კანონიერ ძალაში შესული, სახეზეა არა სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არამედ სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში საქმის წარმოება არ გრძელდება, მათი სამართლებრივი შედეგი განსხვავებულია, კერძოდ: საქმის წარმოების შეწყვეტისას პირი კარგავს შესაძლებლობას კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (სსკ-ის 273.2 მუხ.), ხოლო სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოდავე მხარეს არ ერთმევა სასამართლოსათვის ხელახალი მიმართვის შესაძლებლობა სამართალწარმოების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრისას (სსკ-ის 278-ე მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კანონით განსაზღვრულ კომპენსაციაზე, ამდენად, საქმეზე გარკვევას საჭიროებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცულობის საკითხი. საქმეზე არ არის დადგენილი მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების დრო, აღნიშნული შეუძლებელს ქმნის სარჩელის აღძვრის მომენტში მოსარჩელეების მიერ სკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დაცულობის გარკვევას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სანატორიუმ „წყალტუბოს“ ზოგი თანამშრომელი განთავისუფლდა სამსახურიდან თავდაცვის მინისტრის იმ ბრძანების საფუძველზე, რომლითაც მოხდა სანატორიუმის რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, ხოლო ზოგი სანატორიუმის ლიკვიდაციის დროს. მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების მომენტის დაუდგენლობა შეუძლებელს ქმნის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტას. რიგი მოსარჩელეებისა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მოპასუხე დავალიანებას უხდიდა დროდადრო, ნაწილებად. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება. სასამართლოს არ უმსჯელია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ისეთ საფუძველზე, როგორიცაა მოთხოვნის არსებობის აღიარება, არ შეუფასებია მიმართვებზე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების საფუძველი, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეების: ს.ე-ას, ნ. მ-ის, ლ. ა-ის, რ. ი-ის და მ. ვ. ა-ის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ლ. ა-ის, ს.ე-ას, ნ. მ-ის, ს. ი-ის, მ.ვ. ა-ის არაერთი სარჩელის მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილებები, რომლითაც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, განხილული იქნა აგრეთვე სახელფასო ანაზღაურების საკითხები, კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებები: ს. ე-ას მიმართ - №3/1706-07 და №3/1844-10 საქმეებზე; რ. ი-ის მიმართ - №3/1844-10, №3/38-08 საქმეებზე; ნ. მ-ის მიმართ - №3/3459-07, №3/1844-10 საქმეებზე; მ. ვ. ა-ის მიმართ - №3/ბ-2105-07 და №3/1844-10 საქმეებზე; ლ. ა-ის მიმართ - №3/1844-10 საქმეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე ინსტანციის სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის `ე~ ქვეპუნქტით, 412-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ის, მ. მ-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის და ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2011წ. გადაწყვეტილება ლ. ა-ის, გ. ა-ას, ნ. ა-ას, გ. ა-ის, ჯ. გ-ის, მ. გ-ის, ც. გ-ის, დ. გ-ის, მ. გ-ის, ლ. ე-ის, ზ. ზ-ას, გ. თ-ას, ლ. ი-ის, რ. ი-ის, ნ. კ-ის, მ. კ-ის, გ. მ-ის, მ. მ-ის, ლ. პ-ას, ლ. რ-ას, ნ. უ-ას, ნ. ფ-ას, ზ. ქ-ის, ო. ჩ-ის, მ. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ლ. ჩ-ის, შ. წ-ის, ი. წ-ა-ო-ის, ა. ხ-ას, ე. ჯ-ის, ნ. ჯ-ას, მ. ჯ-ის, მ. მ-ის, ა. ღ-ის, ი. ა-ის, ნ. მ-ის და ლ. ა-ას საბოლოო, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ნ. მ-ის, რ. ი-ის, ლ. ა-ის, მ. ვ. ა-ის, და ს. ე-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2011წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე