Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-219-211(კ-კს-13) 26 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.2013წ. განჩინებით სააპელაციო პალატის 05.02.2013წ. განჩინებაში გასწორდა უსწორობა და განჩინების შესავალ და დადგენილებით ნაწილებში მიეთითა მოსამართლეები: ლეილა მამულაშვილი და მანანა ჩოხელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.13წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორ ზ. ნ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ამასთან, მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

10.05.13წ. ზ. ნ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.05.2013წ. განჩინებით ზ. ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

31.05.13წ. ზ. ნ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის 1 თვით გადავადება. საკასაციო სასამართლოს 03.06.2013წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის - ზ. ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ერთი თვით გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ზ. ნ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 5 დღით. ამასთან, მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა ზ. ნ-ს და ჩაბარდა პირადად 10.06.2013წ. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 17.06.13წ., კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი დღემდე არ შეავსო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ნ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ნ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ.ვაჩაძე