Facebook Twitter

№ბს-353-343(კს-13) 18 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – თ. ა-ე; ა. ა-ი; გ. ლ-ი; დ. ხ-ა; მ. ქ-ე; რ. შ-ე; ვ. ს-ი; ჯ. ყ-ი; თ. ყ-ი; დ. ჩ-ი; ა. წ-ი; მ. ყ-ი; თ. ყ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 20 თებერვალს თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ, გ. ლ-მა, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, დ. ხ-ამ, რ. შ-ემ, მ. ყ-მა, თ. ყ-ამ და შ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სუბსიდიების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, რომლებსაც ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს 1999 წლის 12 მაისის ორგანული კანონის 36-ე მუხლის და მე-40 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, 2000-2001 წლებში დაენიშნათ სამისდღემშჩიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, მოქმედი მოსამართლის ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით. მოსარჩელეთა განმარტებით, ეს მუხლი არაერთგზის შეიცვალა. 2001 წლის პირველი ივლისიდან უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ხელფასი 55 ლარით გაეზარდათ, ხოლო 2005 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე მათ ხელფასი თანამდებობრივი სარგოს 90%-ის ოდენობით მოემატათ. ამის გამო, მოსარჩელეებმა მიმართეს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ხელმძღვანელობას და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მათთვის პენსიის გადაანგარიშება მოითხოვეს. ,,ფონდის’’ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა პენსიის გადაანგარიშებაზე. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება ჯერ ა. ხ-ამ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სასამართლოში და 1999 წლის 12 მაისის კანონის შესაბამისად, მათთვის პენსიის გადაანგარიშება მოითხოვეს.

მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის, ა. ა-ისა და სხვების სარჩელიც დაკმაყოფილდა. 2006 წლის იანვარში საპენსიო ფონდმა, 2005 წლის 13 დეკემბრის კანონით, თითოეულ მათგანზე პენსიის სახით გასცა 3000-3000 ლარი, მაგრამ იანვრის შემდეგ ამ თანხის გაცემა შეწყდა იმ საფუძვლით, რომ იანვრის პენსიის გაცემისას დაშვებულ იქნა შეცდომა. მოსარჩელეთა განმარტებით, ამ მოტივით მომდევნო თვეებში მათ ეს თანხა უკანონოდ დაექვითათ. მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს საპენსიო ფონდს, მაგრამ უშედეგოდ, ფონდის უარი გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. სასამართლომ საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ბათილად სცნო და მოპასუხეს საკითხის ხელახლა განხილვა დაავალა. მოსარჩელეთა მითითებით, სოციალური დაზღვევის ფონდი 2007 წლიდან იწოდებოდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 15 დეკემბერს განიხილა პენსიის გადაანგარიშების საკითხი და კვლავ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოს მიერ პენსიის გადაანგარიშებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შიდა კანონმდებლობას და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. მათივე მითითებით, მოქმედი მოსამართლეების ხელფასი ამჯამად - 4400 ლარს შეადგენდა, ხოლო პენსიის გადაანგარიშებაზე უარის თქმის შედეგად, მათ ყოველთვიურად სოლიდალური თანხა აკლდებოდათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის, 2006 წლის 1 იანვრიდან გადახდის დღემდე, მოქმედი მოსამართლეების მიერ მიღებული ხელფასის საერთო ჯამის შესაბამისად, დაგროვებული საპენსიო დავალიანების და თითოეული მათგანისათვის დაგროვილი საპენსიო დავალიანების ყოველთვიური 3%-ის, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, ხოლო გადახდის შემდგომ პერიოდზე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის შესაბამისად, პენსიის ხელახლა გადაანგარიშების და შესაბამისი თანხის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვეს.

2009 წლის 10 აპრილს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე - ა. წ-მა დააყენა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, ასევე წარდგენილ იქნა ჯ. ყ-ის, ვ. ს-ის, გ. ლ-ისა და ა. ა-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების - თ. ა-ის, მ. ქ-ის, რ. შ-ის და სხვათა შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

2009 წლის 8 ივლისს თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ, გ. ლ-მა, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, დ. ხ-ამ, რ. შ-ემ, მ. ყ-მა, თ. ყ-ამ და შ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სუბსიდიების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, 2006 წლის 1 იანვრიდან გადახდის დღემდე, მოქმედი მოსამართლეების მიერ მიღებული ხელფასის საერთო ჯამის შესაბამისად, დაგროვებული საპენსიო დავალიანების და თითოეული მათგანისათვის დაგროვილი საპენსიო დავალიანების ყოველთვიური 3%-ის, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრება, ხოლო გადახდის შემდგომ პერიოდზე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის შესაბამისად, პენსიის ხელახლა გადაანგარიშების და შესაბამისი თანხის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - თ. ა-ის, ა. ა-ის, მ. ქ-ის, გ. ლ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, დ. ხ-ას, რ. შ-ის, მ. ყ-ის, თ. ყ-ას და შ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ და სხვებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, მ. ქ-ის, გ. ლ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, დ. ხ-ას, რ. შ-ის, მ. ყ-ის, თ. ყ-ას, შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-ემ, ა. ა-მა, მ. ქ-ემ და სხვებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, მ. ქ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება.

2013 წლის 27 თებერვალს თ. ა-ემ, ა. ა-შვილმა, გ. ლ-მა, დ. ხ-ამ, მ. ქ-ემ, რ. შ-ემ, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, მ. ყ-მა და თ. ყ-ამ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვეს. განმცხადებელთა მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინებით მათი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით.

განმცხადებელთა განმარტებით, 2013 წლის იანვრის ბოლოს მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ბ. ა-ეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო და განეხილა მათი ადმინისტრაციული დავა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად ,,მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.’’ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს. განმცხადებელთა მითითებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ბ. ა-ე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით მოსამართლედ გამწესებისათვის აუცილებელ პირობებს.

განმცხადებლებმა ასევე მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 19 თებერვალს გაზეთ „...“ გამოქვეყნდა სტატია, საიდანაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ა-ემ 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა და იმავე წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტის 3 წლიანი კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომელიც არ იძლეოდა იურისტის კვალიფიკაციას.

განმცხადებლებმა მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, ამავე კოდექსის 394-ე მუხლზე და განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სადავო განჩინებების ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავოდ ქცეული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინება მიღებულ იქნა მოსამართლის - ბ. ა-ის მიერ და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 6 იანვარს ბ. ა-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიოზაციო კომისიას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაზე დაშვების მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: დიპლომის ასლი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული ცნობა სწავლის პერიოდში გავლილ დისციპლინათა და შესაბამისი შეფასებების თაობაზე, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბ. ა-ეზე გაცემული და საქმეში წარმოდგენილი ე№001507 დიპლომის ასლით დასტურდებოდა, რომ 1995 წელს იგი ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესითა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული №66/858 ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ფუმანიტარულ პროფესითა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე /მეორადი სწავლება/ სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ჩამონათვალის შესახებ ირკვეოდა, რომ ბ. ა-ემ სწავლების პერიოდში გაიარა შემდეგი დისციპლინები და მიიღო შეფასებები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული სერთიფიკატით დასტურდებოდა, რომ ბ. ა-ემ 2009 წლის 24 იანვარს წარმატებით ჩააბარა მასამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 10 მარტის №1/25 გადაწყვეტილებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ა-ე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ იქნა ამავე საბჭოს ინფორმაცია მოსამართლე ბ. ა-ის იურიდიული განათლების შესახებ. საბჭო მიუთითებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი და ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავდა მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენებოდა მოსამართლეობის კანდიდატს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პირს უნდა ჰქონოდა უმაღლესი იურიდიული განათლება და ჩაბარებული უნდა ჰქონოდა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. აღნიშნული კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს ამტკიცებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს წესი დამტკიცებული იყო ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით. ამავე წესით იყო განსაზღვრული, თუ რა ითვლებოდა უმაღლეს იურიდიულ განათლებად გამოცდაზე დაშვების მიზნებისათვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, 2009 წლის 6 იანვარს ბ. ა-ემ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართა საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩაბარებული საგნების დანართი. საორგანიზაციო კომისიის მიერ განხილულ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. კომისიის მიერ ასევე შესწავლილ იქნა ბ. ა-ის დიპლომის შესაბამისობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტთან და გაირკვა შემდეგი: დიპლომი ე№001507 მიეცა ბ. ა-ეს მასზედ, რომ 1995 წელს იგი შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნის სპეციალობით. დიპლომის გაცემას ადასტურებდა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის რექტორი. დიპლომის დანართის მიხედვით, სხვა საგნებთან ერთად, ბ. ა-ეს ჩაბარებული ჰქონდა: სახელმწიფო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი, სამართლის თეორია. დიპლომი აკმაყოფილებდა ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლებოდა პირი, თუ მას დამთავრებული ჰქონდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე მიუთითებდა, რომ საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებზე, კერძოდ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლში მოცემულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად: უმაღლესი განათლება იყო სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფდა საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდებოდა კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; კვალიფიკაცია იყო სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევოდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდებოდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებელების მიერ გაცემული დიპლომით ან სერთიფიკატით; დიპლომი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 16 აპრილის ინფორმაციაში ასევე განიმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიღებამდე (2004 წლის 21 დეკემბერი) უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებოდა ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომლის 51-ე მუხლის თანახმად, პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულირდებოდა ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ბ. ა-ის დიპლომი შესაბამისობაში იყო და აკმაყოფილებდა უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, კერძოდ, საგანმანათლებლო ცენზს, საგანმანათლებლო სერთიფიკატსა და გამოცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიჩნია, რომ ბ. ა-ეს ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული ჰქონდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებდა იმას, რომ მან იურიდიული სწავლების კურსი გაიარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას ბ. ა-ეს გავლილი ჰქონდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. ამასთან, მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამებოდა ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად აკმაყოფილებდა ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო გამოცდის ჩაბარების უფლების მქონე პირები, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილების მე-2 მუხლით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლეოდა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობდა სახელმწიფო ენას. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლებოდა: ა) პირი, თუ მას დამთავრებული ჰქონდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ ან ,,საერთაშორისო სამართალი’’ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია; ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათელბლო დაწესებულების მიერ მინიჭებული ჰქონდა ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში; გ) პირი, თუ მას დამთავრებული ჰქონდა სახელწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული ჰქონდა ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია. ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვეოდა, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა შემდეგი საგნები:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

გ.ბ) სისხლის სამართალი;

გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი;

გ.დ) სამოქალაქო სამართალი;

გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი

გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

გ.ზ) სამართლის თეორია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს 1997 წლის 13 იანვრის ორგანული კანონის (ბ. ა-ის მოსამართლედ დანიშვნის დროისათვის მოქმედი რედაქცია) 48-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბ. ა-ემ ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით მიმართა საორგანიზაციო კომისიას; წარადგენა იმ დროს მოქმედი კანონითა და შესაბამისი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება - დიპლომის დანართი; ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და დაინიშნა მოსამართლედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად ყოფილიყო ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ა-ე ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლედ და სადავო განჩინების მიღებისას მისი ეს უფლებამოსილება შეწყვეტილი ან შეჩერებული არ ყოფილა, კანონის თანახმად, ის უფლებამოსილი იყო განეხილა თ. ა-ის, ა. ა-ის, მ. ქ-ის, გ. ლ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, დ. ხ-ას, რ. შ-ის, მ. ყ-ის, თ. ყ-ას და შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, მიეღო შესაბამისი განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზემოაღნიშნული საქმის განხილვის უფლებამოსილების გამომრიცხველი მტკიცებულება განმცხადებლების მიერ წარდგენილი არ ყოფილა, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს თ. ა-ემ, ა. ა-მა, გ. ლ-მა, დ. ხ-ამ, მ. ქ-ემ, რ. შ-ემ, ვ. ს-მა, ჯ. ყ-მა, თ. ყ-მა, დ. ჩ-მა, ა. წ-მა, მ. ყ-მა და თ. ყ-ამ. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, 1998 წელს ბ. ა-ის სახელზე სამართლმცოდნის სპეციალობით დიპლომის გაცემის მიუხედავად, ის ვერ ჩაითვლებოდა კვალიფიციურ იურისტად, ვინაიდან, დიპლომში მითითებული სწავლების ვადა - სამი წელი არ წარმოადგენდა უმაღლესი იურიდიული განათლებისთვის საკმარის 5 წლიან საგანმანათლებლო ვადას.

კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლოს მიერ მისი პოზიციის დასასაბუთებლად „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითება იყო ზედაპირული და არ იყო სათანადოდ განმარტებული. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სრულყოფილად და მოტივირებულად არ უპასუხა იმ სამართლებრივ საკითხებს, რომლებსაც ყოფილი მოსამართლეები აყენებდნენ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ დავა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა ბ. ა-ემ, რომლის იურიდიული განათლებაც არ პასუხობდა უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო zepiri mosmenis gareSe გაეცნო საქმის მასალების, შეამოწმა თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებლებს კანონიერად ეთქვათ უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის განჩინების ბათილად ცნობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2009 წლის 6 იანვარს ბ. ა-ემ, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა: დიპლომის ასლი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული ცნობა სწავლის პერიოდში გავლილ დისციპლინათა და შესაბამისი შეფასებების თაობაზე, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბ. ა-ეზე გაცემული და საქმეში წარმოდგენილი ე№001507 დიპლომის ასლის თანახმად, 1995 წელს იგი ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესითა ფაკულტეტის მიერ 1999 წლის 3 დეკემბერს გაცემული №66/858 ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ფუმანიტარულ პროფესითა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე /მეორადი სწავლება/ სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ჩამონათვალის შესახებ ირკვევა, რომ ბ. ა-ემ სწავლების პერიოდში გაიარა შემდეგი დისციპლინები და მიიღო შეფასებები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები.

საქმეში წარმოდგენილი მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული სერთიფიკატით დასტურდება ის გარემოება, რომ ბ. ა-ემ 2009 წლის 24 იანვარს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 10 მარტის №1/25 გადაწყვეტილებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ა-ე დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლსა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლები განსაზღვრავენ მოთხოვნებს, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს წესი დამტკიცებულია ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით. ამავე წესით არის განსაზღვრული, თუ რა ითვლება უმაღლეს იურიდიულ განათლებად გამოცდაზე დაშვების მიზნებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლე - ბ. ა-ის იურიდიული განათლებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის 6 იანვარს ბ. ა-ემ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართა საკვალიფიკაციო გამოცდის საორგანიზაციო კომისიას. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩაბარებული საგნების დანართი. საორგანიზაციო კომისიის მიერ განხილულ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია. კომისიის მიერ ასევე შესწავლილ იქნა ბ. ა-ის დიპლომის შესაბამისობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტთან და გაირკვა შემდეგი: დიპლომი ე№001507 მიეცა ბ. ა-ეს მასზედ, რომ 1995 წელს იგი შევიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის განყოფილებაზე, რომელიც დაამთვრა 1998 წელს, სამართალმცოდნის სპეციალობით. დიპლომის გაცემას ადასტურებდა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის რექტორი. დიპლომის დანართის მიხედვით, სხვა საგნებთან ერთად, ბ. ა-ეს ჩაბარებული ჰქონდა: სახელმწიფო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი, სამართლის თეორია. გაირკვა, რომ დიპლომი აკმაყოფილებდა ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად, ამ წესის მიზნებისათვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლებოდა პირი, თუ მას დამთავრებული ჰქონდა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მითითებას ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტავს, რომ უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებელების მიერ გაცემული დიპლომით ან სერთიფიკატით; დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიღებამდე (2004 წლის 21 დეკემბერი) უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებოდა ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომლის 51-ე მუხლის თანახმად, პროფესიული, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულირდებოდა ამ კანონით, მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ა-ის დიპლომი შესაბამისობაში იყო და აკმაყოფილებდა 1998 წლის ,,განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საგანმანათლებლო ცენზს, საგანმანათლებლო სერთიფიკატსა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას იმ ფაქტზე, რომ 1998 წელს ბ. ა-ეზე სამართალმცოდნის სპეციალობით გაცემული ე№001507 დიპლომის მიუხედავად, იგი ვერ ჩაითვლება კვალიფიციურ იურისტად, ვინაიდან, დიპლომში მითითებული სწავლების ვადა - სამი წელი, არ წარმოადგენს უმაღლესი იურიდიული განათლების მიღებისათვის საკმარის საგანმანათლებლო ვადას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბ. ა-ეს ძირითად ფაკულტეტთან ერთად დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან იურიდიული სწავლების კურსი გაიარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაკულტეტზე სწავლისას ბ. ა-ეს გავლილი აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა სავალდებულო იურიდიული დისციპლინა. მის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ძირითად იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი სრულად შეესაბამება ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის თანახმად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. ამ წესის მიზნებისთვის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება: ა) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’ ან ,,საერთაშორისო სამართალი’’ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია; ბ) პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობაში; გ) პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელწიფო უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით ,,სამართალმცოდნეობა’’, ასევე ლიცენზირებული კერძო უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს ,,იურისტის’’ კვალიფიკაცია, ამასთან, დიპლომის დანართიდან ირკვევა, რომ მას ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები:

გ.ა) საქართველოს სახელმწიფო (საკონსტიტუციო) სამართალი;

გ.ბ) სისხლის სამართალი;

გ.გ) სისხლის სამართლის პროცესი;

გ.დ) სამოქალაქო სამართალი;

გ.ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი

გ.ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

გ.ზ) სამართლის თეორია.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ბ. ა-ის სახელზე გაცემული ე№001507 დიპლომის დანართის თანახმად, ბ. ა-ეს ჩაბარებული აქვს შემდეგი საგნები: 1.რომის სამართალი; 2. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; 3. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და სამართლის ისტორია; 4. სამართალდამცავი ორგანოები; 5. სამართლის თეორია; 6. საერთაშორისო სამართალი; 7. სისხლის სამართალი; 8. სისხლის სამართლის პროცესი; 9. სამოქალაქო სამართალი; 10. სამოქალაქო სამართლის პროცესი; 11. სახელმწიფო სამართალი; 12. ადმინისტრაციული სამართალი; 13. კრიმინალისტიკა; 14. გამოძიების სრულყოფის საკითხები.

ამდენად, ბ. ა-ის სახელზე გაცემული დიპლომი სრულად აკმაყოფილებს ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამისდამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ა-ემ ,,მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/207-2007 გადაწყვეტილების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით, მოითხოვა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება, ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, გაიარა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი და ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს 1997 წლის 13 იანვრის ორგანული კანონის (ბ. ა-ის მოსამართლედ დანიშვნის დროისათვის მოქმედი რედაქცია) 48-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ბ. ა-ე კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული არის საერთო სასამართლოების მოსამართლედ, ამასთან, სადავო განჩინების მიღებისას მას ეს უფლებამოსილება შეწყვეტილი ან შეჩერებული არ ჰქონია, შესაბამისად, ის უფლებამოსილი იყო განეხილა თ. ა-ის, ა. ა-ის, მ. ქ-ის, გ. ლ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, დ. ხ-ას, რ. შ-ის, მ. ყ-ის, თ. ყ-ას და შ. ც-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, მიეღო შესაბამისი განჩინება. ამასთან, ზემოაღნიშნული საქმის განხილვის უფლებამოსილების გამომრიცხველი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორების (განმცხადებლები) მიერ არ წარმოდგენილა, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ის, ა. ა-ის, გ. ლ-ის, დ. ხ-ას, მ. ქ-ის, რ. შ-ის, ვ. ს-ის, ჯ. ყ-ის, თ. ყ-ის, დ. ჩ-ის, ა. წ-ის, მ. ყ-ისა და თ. ყ-ას kerZo saCivari ar dakmayofildes;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე