№ბს-21-17(კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს „...“; დირექტორი – ქ. ლ-ი; პარტნიორი - ნ. ბ-ი; წარმომადგენელი – დ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; წარმომადგენელი – ც. მ-ი; 2) სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“; წარმომადგენელი – მ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 22 თებერვალს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 182 155 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,...“-ს.
2011 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით საპრივატიზაციო თანხა განისაზღვრა 182 155 ლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში. ხელშეკრულებაში განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საგნის სამედიცინო დანადგარებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ და დადგინდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უძრავი ქონება იფუნქციონირებდა სამედიცინო პროფილით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტის თანახმად, საპრივატიზაციო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,გამყიდველი“ მყიდველს გადასცემდა დარღვევის ხასიათის აღმწერ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებდა პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებითი შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
შპს ,,...“-მა ვალდებულება დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა, რის შესახებაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან 2011 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად - ნასყიდობის ფასისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად, დამატებით განესაზღვრა 10 დღის ვადა. შპს ,,...“-ის 2011 წლის 30 აგვისტოს №38129/12 განცხადების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №04/19540 წერილით შპს ,,...“-ს ეცნობა, რომ სამინისტრო თანახმა იყო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთულიყო ნასყიდობის საგანი, რაც განხორციელდა კიდეც და უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 7 სექტემბერს.
მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 9 სექტემბერს შპს ,,...“-მა გადაიხადა საპრივატიზაციო თანხა 182 155 ლარი, პირგასამტეხლოს სახით კი 2011 წლის 27 სექტემბერს სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხა 5828.80 ლარი, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს 365 ლარი.
მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,...“-ს სამინისტრომ აცნობა, რომ მის მიერ საპრივატიზებო თანხა სრულად იყო გადახდილი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შესრულებული. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა სამინისტროსა და შპს ,,...“-ს შორის 2011 წლის 28 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანება გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „...“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 13 ივნისს 13:30 საათზე.
2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას წარმოუდგინა შპს ,,...“-ს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დასადები მორიგების აქტის პროექტი და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს №1068 განკარგულება მორიგების აქტის პროექტის მოწონების თაობაზე.
2013 წლის 19 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს 2013 წლის 19 სექტემბერს კასატორ – შპს ,,...“-ს და მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის გაფორმებული მორიგების აქტი. ხსენებულ მორიგების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
,,ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მისი წარმომადგენლის ც. მ-ის და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წარმომადგენლის მ. ტ-ის სახით, მეორეს მხრივ, შპს ,,...“ (...) მისი წარმომადგენლის ქ. ლ-ის სახით, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე, გამოვხატავთ ნებას, რათა ჩვენს შორის არსებული დავა დარეგულირდეს წინამდებარე მორიგების აქტით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
• საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 182 155 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,...“-ს.
• 2011 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით საპრივატიზაციო თანხა განისაზღვრა 182 155 ლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში. ხელშეკრულებაში განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საგნის სამედიცინო დანადგარებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ და დადგინდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უძრავი ქონება იფუნქციონირებდა სამედიცინო პროფილით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტის თანახმად, საპრივატიზაციო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,გამყიდველი“ მყიდველს გადასცემდა დარღვევის ხასიათის აღმწერ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებდა პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებითი შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
• შპს ,,...“-მა ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, რის შესახებაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან 2011 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად - ნასყიდობის ფასისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად, დამატებით განესაზღვრა 10 დღის ვადა.
• 2011 წლის 30 აგვისტოს №38129/12 განცხადების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №04/19540 წერილით შპს ,,...“-ს ეცნობა, რომ სამინისტრო თანახმა იყო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთულიყო ნასყიდობის საგანი, რაც განხორციელდა კიდეც და უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 7 სექტემბერს.
• 2011 წლის 9 სექტემბერს შპს ,,...“-მა გადაიხადა საპრივატიზაციო თანხა 182 155 ლარი.
• პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 27 სექტემბერს შპს ,,...“-მა სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხა 5828.80 ლარი, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს 365 ლარი.
• 2011 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,...“-ს სამინისტრომ აცნობა, რომ მის მიერ საპრივატიზებო თანხა სრულად იყო გადახდილი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შესრულებული.
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა სამინისტროსა და შპს ,,...“-ს შორის 2011 წლის 28 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
• ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, 2012 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში ... ქ. №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) - დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,...“ იპოთეკა.
• სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ სამინისტროში გადაიგზავნა შპს ,,...“-ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვს ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკუთრებაში გადაცემას პირდაპირი მიყიდვის ფორმით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ უზრუნველყოფს გადაცემული ფართის აღჭურვას სამედიცინო ინვენტარით და დანადგარებით ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად. ამავე განცხადებით შპს ,,...“ უარს აცხადებს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ არსებულ დავაზე, სადაც დავის საგანს წარმოადგენს მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანების ბათილად ცნობა. მხარე ასევე მიუთითებს, რომ მომავალში არ ექნება ფინანსური ან/და სხვაგვარი პრეტენზია სამინისტროს მიმართ.
სასამართლო დავები:
• თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...“-ის სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანების ბათილად შესახებ.
• თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
• შპს ,,...“-ის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება.
შეთანხმების საგანი:
წინამდებარე მორიგების აქტით შეთანხმების საგანს წარმოადგენს ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად (იხ. დანართი ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმი), ამ მორიგების აქტის ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოებული სასამართლო დავების შეწყვეტა და მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების განსაზღვრა/რეგულაცია.
მხარეთა ვალდებულებები:
1.1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმის შესაბამისად (ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №..., ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,...“ იპოთეკა), ამავე შენობაში განთავსებული 31.05 კვ.მ სარდაფ-სართულის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...)) მოამზადოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარუდგინოს მთავრობას წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში შემდეგი პირობებით: 1) გადაცემული ,,ქონების“ სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აღჭურვა საჭირო ავეჯით, კომპიუტერული, სამედიცინო დანადგარებით და ინვენტარით ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად. 2) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემული ,,ქონების“ სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება.
1.2 შპს ,,...“ იღებს ვალდებულებას, უარი თქვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანებიდან გამომდინარე ფინანსური ან/და სხვა ტიპის მოთხოვნაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართ.
1.3 მხარეები ეთანხმებიან მოცემული მორიგების პირობებს, შესაბამისად, დავის საგნის ირგვლივ და მის ფარგლებში უარს ამბობენ ყოველგვარ საჩივარზე, კერძო საჩივარზე, სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე. მხარეები ასევე აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას, ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც სამომავლოდ გახდება წინამდებარე მორიგების აქტი ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავის საგანი;
1.4 მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.
სპეციალური პირობები:
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებულ ვალდებულებას შპს ,,...“ უფლებამოსილია მოითხოვოს დასახელებული პუნქტის აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.2 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შპს ,,...“ დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.2 პუნქტით არსებულ ვალდებულებას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს შპს ,,...“ -გან წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული ქონების დროის შესაბამისი მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულების უკან დაბრუნება. ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება აუდიტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, რომლის ღირებულების დადგენისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ ქონებაზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იპოთეკის ან/და სხვა უფლებების ღირებულება.
მხარეთა გარანტიები
3.1 მხარეები და მათი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი არიან სათანადოდ უფლებამოსილნი და სრული უფლებით აღჭურვილნი, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ყველა საჭირო დოკუმენტს, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმებასთან, რისთვისაც ისინი მოქმედებენ შესაბამის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან სრული შესატყვისობით;
3.2 მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
3.3 მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მხარეთა გარანტიები უპირობოდ ვრცელდება შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ პერიოდზე.
დასკვნითი პირობები:
4.1 წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილება, შესწორება და დამატება იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ მხარეთა მიერ მისი წერილობითი ფორმით შეთანხმებისა და ხელმოწერის შემთხვევაში;
4.2 წინამდებარე შეთანხმების აღსრულებისათვის ყველა აუცილებელი შეტყობინება მხარეებს მიეწოდება წერილობითი ფორმით.
4.3 მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე – ეგზემპლარად და ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით შპს „...“-ის საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო წარმოდგენილ 2013 წლის 19 სექტემბრის მორიგების აქტს და მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დამტკიცდეს კასატორს - შპს ,,...“-ს (ს/კ ...) და მოწინააღმდეგე მხარეს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის მორიგება და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე, ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა შპს ,,...“-ს (ს/კ ...), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის 2013 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთის მხრივ, მოსარჩელის (კასატორის) _ შპს ,,...“-ის (ს/კ ...) დირექტორის - ქ. ლ-ის (პ/ნ ...) და პარტნიორის - ნ. ბ-ის (პ/ნ ...) და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის – ც. მ-ის (№04/6341 მინდობილობა გაცემული 2013 წლის 17 სექტემბერს) და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლის – მ. ტ-ის (№4/2547 მინდობილობა გაცემული 2012 წლის 7 ნოემბერს (უვადო)) მიერ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხსენებული მორიგების აქტი არ შეიცავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო დებულებას, აღნიშნული მორიგების აქტით არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია დასახელებული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და შპს ,,...“-ს (ს/კ ...) შორის გაფორმებული მორიგების აქტი და უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, დ. გ-ას შპს ,,...“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შპს ,,...“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ და შპს ,,...“-ს (ს/კ ...) შორის 2013 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული მორიგების აქტის მიხედვით, მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
,,ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მისი წარმომადგენლის ც. მ-ის და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ წარმომადგენლის მ. ტ-ის სახით, მეორეს მხრივ, შპს ,,...“ (...) მისი წარმომადგენლის ქ. ლ-ის სახით, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე, გამოვხატავთ ნებას, რათა ჩვენს შორის არსებული დავა დარეგულირდეს წინამდებარე მორიგების აქტით.
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
• საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 182 155 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,...“-ს.
• 2011 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივნისის №22/06/03 განკარგულებით საპრივატიზაციო თანხა განისაზღვრა 182 155 ლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის ვადაში. ხელშეკრულებაში განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საგნის სამედიცინო დანადგარებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ და დადგინდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უძრავი ქონება იფუნქციონირებდა სამედიცინო პროფილით. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტის თანახმად, საპრივატიზაციო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,გამყიდველი“ მყიდველს გადასცემდა დარღვევის ხასიათის აღმწერ შეტყობინებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებდა პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებითი შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
• შპს ,,...“-მა ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შეასრულა, რის შესახებაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან 2011 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნა შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად - ნასყიდობის ფასისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად, დამატებით განესაზღვრა 10 დღის ვადა.
• 2011 წლის 30 აგვისტოს №38129/12 განცხადების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2011 წლის 6 სექტემბრის №04/19540 წერილით შპს ,,...“-ს ეცნობა, რომ სამინისტრო თანახმა იყო ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთულიყო ნასყიდობის საგანი, რაც განხორციელდა კიდეც და უძრავ ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 7 სექტემბერს.
• 2011 წლის 9 სექტემბერს შპს ,,...“-მა გადაიხადა საპრივატიზაციო თანხა 182 155 ლარი.
• პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 27 სექტემბერს შპს ,,...“-მა სახელმწიფო ხაზინაში ჩარიცხა 5828.80 ლარი, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს 365 ლარი.
• 2011 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,...“-ს სამინისტრომ აცნობა, რომ მის მიერ საპრივატიზებო თანხა სრულად იყო გადახდილი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შესრულებული.
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა სამინისტროსა და შპს ,,...“-ს შორის 2011 წლის 28 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
• ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის შემდეგ, 2012 წლის 26 იანვარს ქ. თბილისში ... ქ. №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) - დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,...“ იპოთეკა.
• სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ სამინისტროში გადაიგზავნა შპს ,,...“-ის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მოითხოვს ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...), სარდაფ-სართულის 31.05 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...) საკუთრებაში გადაცემას პირდაპირი მიყიდვის ფორმით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ უზრუნველყოფს გადაცემული ფართის აღჭურვას სამედიცინო ინვენტარით და დანადგარებით ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად. ამავე განცხადებით შპს ,,...“ უარს აცხადებს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ არსებულ დავაზე, სადაც დავის საგანს წარმოადგენს მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანების ბათილად ცნობა. მხარე ასევე მიუთითებს, რომ მომავალში არ ექნება ფინანსური ან/და სხვაგვარი პრეტენზია სამინისტროს მიმართ.
სასამართლო დავები:
• თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...“-ის სარჩელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანების ბათილად შესახებ.
• თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,...“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
• შპს ,,...“-ის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება.
შეთანხმების საგანი:
წინამდებარე მორიგების აქტით შეთანხმების საგანს წარმოადგენს ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად (იხ. დანართი ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმი), ამ მორიგების აქტის ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოებული სასამართლო დავების შეწყვეტა და მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებებისა და უფლებების განსაზღვრა/რეგულაცია.
მხარეთა ვალდებულებები:
1.5 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ,,სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2013 წლის 26 აპრილის №1 სხდომის ოქმის შესაბამისად (ქ. თბილისში, ... ქუჩის №5-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის მე-8 სართულზე განთავსებული 607.17 კვ.მ ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №..., ქონებაზე რეგისტრირებულია სს ,,...“ იპოთეკა), ამავე შენობაში განთავსებული 31.05 კვ.მ სარდაფ-სართულის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №...)) მოამზადოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარუდგინოს მთავრობას წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში შემდეგი პირობებით: 1) გადაცემული ,,ქონების“ სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აღჭურვა საჭირო ავეჯით, კომპიუტერული, სამედიცინო დანადგარებით და ინვენტარით ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად. 2) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემული ,,ქონების“ სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება.
1.6 შპს ,,...“ იღებს ვალდებულებას, უარი თქვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №1-1/225 ბრძანებიდან გამომდინარე ფინანსური ან/და სხვა ტიპის მოთხოვნაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №390 დადგენილებით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართ.
1.7 მხარეები ეთანხმებიან მოცემული მორიგების პირობებს, შესაბამისად, დავის საგნის ირგვლივ და მის ფარგლებში უარს ამბობენ ყოველგვარ საჩივარზე, კერძო საჩივარზე, სარჩელზე, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარზე. მხარეები ასევე აღიარებენ, რომ მორიგების აქტი წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას, ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია და არც სამომავლოდ გახდება წინამდებარე მორიგების აქტი ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავის საგანი;
1.8 მხარეთა მიერ ამ შეთანხმების პირობები უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში.
სპეციალური პირობები:
2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებულ ვალდებულებას შპს ,,...“ უფლებამოსილია მოითხოვოს დასახელებული პუნქტის აღსრულება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.2 მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შპს ,,...“ დაარღვევს წინამდებარე მორიგების აქტის 1.2 პუნქტით არსებულ ვალდებულებას სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს შპს ,,...“ -გან წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული ქონების დროის შესაბამისი მომენტისათვის არსებული საბაზრო ღირებულების უკან დაბრუნება. ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება აუდიტის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, რომლის ღირებულების დადგენისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ ქონებაზე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იპოთეკის ან/და სხვა უფლებების ღირებულება.
მხარეთა გარანტიები
3.1 მხარეები და მათი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი არიან სათანადოდ უფლებამოსილნი და სრული უფლებით აღჭურვილნი, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ყველა საჭირო დოკუმენტს, რომლებიც დაკავშირებულია ამ შეთანხმებასთან, რისთვისაც ისინი მოქმედებენ შესაბამის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან სრული შესატყვისობით;
3.2 მხარეები ადასტურებენ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მათთვის ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს;
3.3 მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მხარეთა გარანტიები უპირობოდ ვრცელდება შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ პერიოდზე.
დასკვნითი პირობები:
4.1 წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილება, შესწორება და დამატება იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ მხარეთა მიერ მისი წერილობითი ფორმით შეთანხმებისა და ხელმოწერის შემთხვევაში;
4.2 წინამდებარე შეთანხმების აღსრულებისათვის ყველა აუცილებელი შეტყობინება მხარეებს მიეწოდება წერილობითი ფორმით.
4.3 მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე – ეგზემპლარად და ყოველ
მათგანს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა“.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო;
4. დ. გ-ას დაუბრუნდეს მის მიერ შპს ,,...“-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
5. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;
6. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე