Facebook Twitter

საქმე №ბს-235-227 (კ-13) 18 ივლისი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ტ.ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2013წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.ლ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიმართ. ტ.ლ-მა მოითხოვა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალება - 10.01.2012წ. და 30.01.2012წ. მიმართვებზე სამართალწარმოების განხორციელება, სამინისტროს 09.12.2011წ. #01/54067, 09.01.2012წ. #01/828, 16.01.2012წ. #01/2172, 02.02.2012წ #01/5764 აქტების ბათილად ცნობა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის 09.12.2011წ. #01/27-2208 აქტის ბათილად ცნობა და ცენტრისთვის ქმედების განხორციელების დავალება - 06.12.2011წ. მიმართვაზე სამართალწარმოების განხორციელება. ამასთან, ტ. ლ-ს ჰქონდა შემდეგი მოთხოვნები: ქ.რუსთავის საკრებულოსთვის 10.01.2012წ. საჩივარზე სამართალწარმოების განხორციელების დავალება, რუსთავის მერიის ადმინისტრაციის 06.02.2012წ. #1/1353 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რუსთავის მერიისთვის 31.01.2012წ. საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის დავალება, სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ რუსთავის მთავრობის 10.03.2003წ. #49, 08.04.2003წ. #61,66,75 დადგენილებები არ წარმოადგენენ იურიდიული ძალის მქონე დადგენილებებს და ამ დადგენილებებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო ცენტრი არ არსებობდა და არც დღეის მდგომარეობით არსებობს. აღნიშნული მოთხოვნები თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.04.2012წ. განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ.ლ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2013წ. განჩინებით ტ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ტ.ლ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ.ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე