Facebook Twitter

საქმე №ბს-316-307 (კ-13) 03 ოქტომბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.ო-ემ, ნ.მ-ემ და სხვ. (სულ 15 პირი) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ პენსიების გადაანგარიშების და 2012 წლის 01 სექტემბრამდე ზიანის ანაზღაურების სახით მათთვის პენსიის ჩარიცხვის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თ.ო-ისთვის - 570 ლ., ნ.მ-ისთვის - 450 ლ., დ.ჟ-ისთვის - 680 ლ., ნ.ჟ-ისთვის - 550 ლ., ე.ნ-ისთვის - 380 ლ., ლ.ნ-ისთვის - 380 ლ., ვ.კ-ისთვის - 680 ლ., ე.ჭ-ისთვის - 680 ლ., ნ.ხ-ისთვის - 530 ლ., ა.გ-ასთვის - 620 ლ., გ.ს-ისთვის - 440 ლ., ნ.ა-ასთვის - 680 ლ., ე.ც-ასთვის - 300 ლ., რ.მ-ისთვის - 680 ლ. და მ.ბ-ისთვის - 680 ლ. ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2012წ. გადაწყვეტილებით თ.ო-ის, ნ.მ-ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.02.2013წ.განჩინებით მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, იგი საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2013წ. გადაწყვეტილებით თ.ო-ის, ნ.მ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2012წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ო-ის, ნ.მ-ის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა მიმართ 2012 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდის კუთვნილი და მიუღებელი პენსიის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხების ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2013წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე