#ბს-394-383(კ-13) 19 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 17 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამთო-მსროლელი რაზმ ,,…“ სამხედრო მოსამსახურეებმა - ზ. გ-მა, თ. კ-მა, ლ. ხ-მა და სხვებმა (სულ 302 პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლების გამო ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით მოსარჩელე თ. დ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი მეუღლე - ი. გ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით ბ. ჩ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ე. წ-ი, ა. გ-ის უფლებამონაცვლედ - ი. უ-ი, რ., გ. და მ. გ-ები, ხოლო ე. ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაებნენ მ. ა-ე, ნ., ზ. და მ. ს-ები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება ბ. ჩ-ის, ა. გ-ის, ე. ს-ის, ლ. ხ-ის, ნ. კ-ის, ნ. გ-ის, გ. კ-ის, მ. ფ-ის, კ. გ-ის, ზ. კ-ის, ხ. ც-ის, ვ. უ-ის, ს. ა-ის, რ. გ-ის, მ. ც-ის, ს. კ-ის, მ. გ-ის, ლ. პ-ის, გ. ხ-ის სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აწ. გარდაცვლილი ბ. ჩ-ის ნაცვლად ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება დაეკისრა მისი მეუღლის (მემკვიდრე, საპროცესო უფლებამონაცვლე) ე. წ-ის სასარგებლოდ - 845 ლარის ოდენობით; აწ. გარდაცვლილი ა. გ-ის ნაცვლად ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება დაეკისა მისი მეუღლის - ი. უ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების - რ., გ. და მ. გ-ების (მემკვიდრეები, საპროცესო უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ - 585 ლარის ოდენობით; აწ. გარდაცვლილი ე. ს-ის ნაცვლად ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება დაეკისრა მისი მეუღლის - მ. ა-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ., ზ. და მ. ს-ების (მემკვიდრეები, საპროცესო უფლებამონაცვლეები) სასარგებლოდ - 605 ლარის ოდენობით;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ლ. ხ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 615 ლარის ნაცვლად 595 ლარის ანაზღაურება, ნ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 960 ლარის ნაცვლად 600 ლარის ანაზღაურება, ნ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 5858 ლარის ნაცვლად 585 ლარის ანაზღაურება, გ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 600 ლარის ნაცვლად 585 ლარის ანაზღაურება, მ. ფ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 600 ლარის ნაცვლად 585 ლარის ანაზღაურება, კ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 600 ლარის ნაცვლად 585 ლარის ანაზღაურება, ზ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 635 ლარის ნაცვლად 585 ლარის ანაზღაურება, ხ. ც-ის სასარგებლოდ დაკისრებული 640 ლარის ნაცვლად 590 ლარის ანაზღაურება, ვ. უ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 645 ლარის ნაცვლად 595 ლარის ანაზღაურება;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ს. ა-ის სასარგებლოდ დაკისრებული 585 ლარის ნაცვლად 351 ლარის ანაზრაურება, რ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 615 ლარის ნაცვლად 369 ლარის ანაზღაურება, მ. ც-ის სასარგებლოდ დაკისრებული 615 ლარის ნაცვლად 369 ლარის ანაზღაურება, ს. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 595 ლარი ლარის ნაცვლად 357 ლარის ანაზღაურება, მ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 585 ლარის ნაცვლად 351 ლაარის ანაზღაურება, ლ. პ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 615 ლარის ნაცვლად 369 ლარის ანაზღაურება, გ. ხ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 590 ლარის ნაცვლად 354 ლარის ანაზრაურება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა ზ., გ., პ. გ-ების, ლ. ი-ის, ნ. კ-ის, ხ. ც-ის სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების დაკისრების ნაწილში და მითითებულ პირებს უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. გ-ის სასარგებლოდ 585 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. გ-ის სასარგებლოდ 615 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
დარჩენილ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და ვ. გ-ის ნაცვლად მიეთითა ვ. გ-ი, ე. ვ.ის ნაცვლად - ე. ვ-ი, მ. კ-ის ნაცვლად - მ. კ-ი, რ. მ-ის ნაცვლად - რ. მ-ი, ჟ. უ-ის ნაცვლად - ჟ. უ-ი, ვ. უ-ის ნაცვლად - ვ. უ-ი, თ. უ-ის ნაცვლად - თ. უ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე