№ბს-881-863 (კ-12) 8 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ე. კ-ე; ი. ნ-ე; წარმომადგენელი _ გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: (მოპასუხეები): 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; წარმომადგენელი _ ვ. ბ-ი, 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი _ ვ. ბ-ი
მესამე პირები: ფ. ტ-ი; ბ. ტ-ი; ლ. ტ-ი; წარმომადგენელი _ მ. დ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელეები : ე. კ-ე; ი. ნ-ე
წარმომადგენელი _ გ. ნ-ი
მოპასუხეები : 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი _ შ. ბ-ი
მესამე პირები: 1. ფ. ტ-ი 2. ბ. ტ-ი 3. ლ. ტ-ი (ასკ-ის მე-16 მუხლის II ნაწ.)
წარმომადგენელი _ დ. დ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 მარტის ¹48146 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 05 აპრილის ¹882012135160-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში; უძრავ ნივთზე ბ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის ¹882012150050-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე ლ. და ფ. ტ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის ¹882012162138-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განხორციელების დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება ¹ 882011591417-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელეების განმარტებით, მათ საკუთრებაში იყო საცხოვრებელი ფართი შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/... I შესახვევი №2, გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 261,71 კვ.მეტრი, ლიტერ ,,ა“ 3,96 კვ. მეტრი, განთავსებული 393 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული უფლება მოსარჩელეების, ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკუთრებაში აღირიცხა 2011 წლის 6 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და დარეგისტრირდა 2011 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹8822011319557-11 გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ 1-16 ტ.I).
მოსარჩელეების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 მარტის ¹48146 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ფ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი 8822011319557-11 გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა მოსარჩელეების უფლებები სადავო ქონებაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 აპრილის ¹48146 გადაწყვეტილებით, განხორციელდა ი. ნ-ისა და ე. კ-ის საკუთრებაში 05.04.2012 წლამდე აღრიცხულ 261,71 კვ.მ ფართზე ბ., ფ. და ლ. ტ-ების საკუთრების უკანონო რეგისტრაცია (იხ. ს.ფ 1-16 ტ.I).
სამართლებრივი:
მოსარჩელემ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლები. მოსარჩელეების მტკიცებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია როგორც კანონის მოთხოვნა, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №48146 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონდარღვევით, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება, თავისი შინაარსით ,,აუქმებს” და ეწინააღმდეგება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 06.06.2011 წლის განჩინებას, ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის II ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამ სახის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფაქტობრივად დაარღვია კონსტიტუციის 21-ე მუხლის I ნაწილით აღიარებული ი. ნ-ისა და ე. კ-ის საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ 1-16 ტ.I)
მოსარჩელეთა განმარტებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბათილად ცნო 2011 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ¹8822011319557-11, ისე რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს არ უთხოვია მისი ბათილად ცნობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება არის თვითნებური, სრულიად უკანონო და ექვემდებარება ბათილად ცნობას. (იხ. ს.ფ. 1-16 ტ.I)
მოპასუხის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია, მესამე პირებმა: ბ., ფ. და ლ. ტ-ებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 83-89 ტ.I).
სამართლებრივი:
მესამე პირთა განმარტებით, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება არის კანონიერი. მათი განმარტებით, საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საკუთრების უფლება თავდაპირველად დარეგისტრირდა მხოლოდ იმ ფართზე, რომელიც წარმოადგენდა იპოთეკის საგანს, თუმცა, მოგვიანებით საჯარო რეესტრმა დაუშვა შეცდომა, არ გაითვალისწინა ის, რომ საარქივო მონაცემებში არსებობდა დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ადგენდა 117,95 კვ.მ ფართზე ბ. ტ-ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საჯარო რეესტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 83-89 ტ.I)
საქმის გარემოებები:
2008 წლის 16 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ფ. ტ-სა და ი. ნ-ეს შორის. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ფ. ტ-ისა და ლ. ტ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, ფართით _ 77.64 კვ.მ, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა #67, ... შესახვევი I #2. (იხ. ს.ფ. 244-248 ტ.I).
აუქციონის შედეგების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონება, საკუთრებაში ნატურით გადაეცათ ი. ნ-ესა და ე. კ-ეს, კერძოდ, ი. ნ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღირიცხა 77.64 კვ.მ ფართი, ე. კ-ის საკუთრებად კი შენობა-ნაგებობები ფართით 144,64 კვ.მ აქედან 1/3 ნაწილი (იხ. ს.ფ. 133; 242; 38-39 ტ.I).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ი. ნ-ეს, ე. კ-ესა და ლ. მ-ს შორის, ლ. მ-ს შეუნარჩუნდა რეალურ მფლობელობაში არსებული ფართები, საერთო ფართით 116,07 კვ.მ და მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 27,9 კვ.მ, ი. ნ-ისა და ე. კ-ის თანასაკუთრებაში დარჩა დარჩენილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების I და II სართულებზე განთავსებული ფართი (იხ. ს.ფ. 40-41 ტ.I).
2011 წლის 22 აგვისტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა №882011319557-11 გადაწყვეტილებით, ი. ნ-ის მიერ წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.06.2011 წლის განჩინებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განახორციელა ტრანზაქცია და ი. ნ-ის და ე. კ-ის თანასაკუთრებაში დაარეგისტრირა სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 261,71 კვ. Mმეტრი, ლიტ “ა” 3,96 კვ. მეტრი, ხოლო სახლის დანარჩენი ნაწილი აღირიცხა ლ. მ-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2011 წლის 6 დეკემბერს ფ. ტ-მა მიმართა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ი. ნ-ის და ე. კ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2011 წლის 12 დეკემბრის №882011591417-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც 2012 წლის 10 იანვარს, ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო შეწყდა №882011591417-06 გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2012 წლის 11 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №48146 გადაწყვეტილების საფუძველზე განახლდა და 2012 წლის 18 აპრილს დაკმაყოფილდა ცვლილების რეგისტრაცია №882011591417-08 გადაწყვეტილების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2012 წლის 28 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №48146 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ტ-ის 20.01.2012 წლის №8914/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმადაც:
1. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №8822011319557-11 (22.08.2011) გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა №882011319557 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 იანვრის №882011591417-06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 5 აპრილს შეიტანა ცვლილებები ი. ნ-ისა და ე. კ-ის რეგისტრირებულ მონაცემებში და მიღებული გადაწყვეტილებით №882012135160-03 (05.04.2012) ნაწილობრივ გააუქმა ნ-ისა და კ-ის თანასაკუთრება 261,71 კვ. მეტრ ფართზე(იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2012 წლის 18 აპრილს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განახლდა ფ. ტ-ის განცხადების საქმისწარმოება და საჯარო რეესტრის №48146 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, №882012162138-03 (18.04.2012) გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ფ. და ლ. ტ-ების საკუთრება მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/ ... I შესახვევი №2 (საკადასტრო კოდი: ...)(იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
2012 წლის 18 აპრილს, ასევე საჯარო რეესტრის №48146 დადგენილების შედეგად ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით №882012150050-03 (18.04.2012) დარეგისტრირდა ბ. ტ-ის საკუთრება მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/... I შესახვევი №2 (საკადასტრო კოდი:...) (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ე. კ-ისა და ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 მარტის №48146 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება №882012135160-03; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ¹№882012150050-03; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის ¹№882012162138-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №882011591417-08 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2011 წლის 6 ივნისს განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ი. ნ-ისა და ე. კ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ლ. მ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 22 აგვისტოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №882011319557-11, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ნ-ის განცხადება უფლების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/ ... I შესახვევი №2. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ი. ნ-ისა და ე. კ-ის საკუთრებად განისაზღვრა სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით 261,71 კვ.მ ლიტ “ა” 3,96 კვ.მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ., ფ. და ლ. ტ-ების განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რაც გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ., ფ. და ლ. ტ-ების განცხადება 2011 წლის 06 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ (იხ. ს.ფ. 266-277 ტ.I).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით №48146, დაკმაყოფილდა ფ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №8822011319557-11 (22.08.2011) გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა №882011319557 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 იანვრის №882011591417-06 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2012 წლის 18 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №882012150050-03, რომლითაც დაკმაყოფილდა ბ. ტ-ის განცხადება სამკვიდრო მოწმობის რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისში, ... 67/ ... ქ. I შესახვევი ¹№2.
ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2012 წლის 5 აპრილს შეიტანა ცვლილებები ი. ნ-ისა და ე. კ-ის რეგისტრირებულ მონაცემებში და მიღებული გადაწყვეტილებით №882012135160-03 (05.04.2012) ნაწილობრივ გააუქმა ნ-ის და კ-ის თანასაკუთრება 261,71 კვ. მეტრ ფართზე.
2012 წლის 18 აპრილს, ასევე საჯარო რეესტრის №48146 დადგენილების შედეგად ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით №882012150050-03 (18.04.2012) დარეგისტრირდა ბ. ტ-ის საკუთრება მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/ ... I შესახვევი №2 (საკადასტრო კოდი: ...).
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/ :
სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე ნორმა ამომწურავად მიუთითებს, თუ რა შეიძლება გახდეს რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-ისა და ე. კ-ის მესაკუთრეებად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.Aამავე დროს უდავოა ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებას (რეგისტრაციის შესახებ) საფუძვლად დაედო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო №48146 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს – ,,ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №882011319557-11 (22.08.2011) გადაწყვეტილება უკანონოა, რამდენადაც წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტით არ დასტურდებოდა სადავო ფართზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურში ბ. ტ-ის უფლების გაუქმება ან ამ უფლების გადასვლა ი. ნ-ესა და ე. კ-ეზე.” ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2012 წლის 25 იანვრის მოსაზრებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქ. 1-ლი შესახვევი №2, მესაკუთრეთა სიაში მითითებულია ე. კ-ე, ი. ნ-ე, ლ. მ-ი. საარქივო მონაცემებიდან ირკვევა, რომ მთელი უძრავი ნივთი რეგისტრირებულია. წარმოდგენილი განცხადებით მოქალაქე ფ. ტ-მა მოითხოვა რეგისტრირებული მონაცემების გაუქმება, თუმცა მოთხოვნის შესაბამისი დოკუმენტი მან ვერ წარმოადგინა. №882011319557 განცხადებით დარეგისტრირდა ე. კ-ის, ი. ნ-ისა და ლ. მ-ის საკუთრების უფლება, რომლის უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 06.06.2011 წლის სააღსრულებო ფურცელი გაცემული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და 06.06.2011 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. მოცემულ დოკუმენტში საუბარია ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა საზიარო უფლების გაუქმებაზე, ასევე დადგენილებითი ნაწილის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებულია, რომ ი. ნ-ისა და ე. კ-ის თანასაკუთრებაში დარჩეს დარჩენილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების პირველ და მეორე სართულებზე განთავსებული ფართი და ლ. მ-ის რეალურ მფლობელობაში არსებული ფართების შენარჩუნების შესახებ. ამავე განცხადებას თან ახლავს 2011 წლის 3 აგვისტოს დამატებით წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი. საქმიდან სადაც ასევე არ არის მითითებული, რომ სახლთმფლობელობის ნაწილი სხვა პირის საკუთრებაა, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მთელი საცხოვრებელი სახლის განკარგვა, რაც შეუძლებელს ხდის საჩივრის ავტორის მიერ მითითებული სამკვიდრო მოწმობის რეგისტრაციას.”
სასამართლოს განმარტებით უდავოა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო ფართის ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკუთრებაში აღრიცხვის დროს იხელმძღვანელა არა მხოლოდ სააღსრულებო ფურცლითა და სასამართლო განჩინებით, არამედ ამ საქმის განხილვის დროს გამოყენებული სხვა მასალებით. რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ მოსარჩელეების, ი. ნ-ისა და ე. კ-ის თანასაკუთრებაში რეგისტრირდება დანარჩენი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების I და II სართულებზე განთავსებული ფართი, რაც უდავოდ გულისხმობს მთელ ქონებას, რომელიც ამავე განჩინების თანახმად ლ. მ-ის საკუთრებას არ წარმოადგენს. ამდენად რეგისტრაციის საფუძველი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინება, არ გაუქმებულა და იგი ძალაშია. შესაბამისად სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ი. ნ-ისა და ე. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის განჩინებით ი. ნ-ემ და ე. კ-ემ საკუთრების უფლება მოიპოვეს სადავო უძრავ ნივთზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისთვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (პრიმა) მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 266-277; ტ.1).
აპელანტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი _ შ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: ე. კ-ე; ი. ნ-ე
წარმომადგენელი _ გ. ნ-ი
მესამე პირები: ფ., ბ. და ლ. ტ-ები;
წარმომადგენელი _ მ. დ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ძალაში დარჩება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.03.2011წ. ¹48146 გადაწყვეტილება და მისგან გამომდინარე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციები.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვისას წარმოდგენილი დოკუმენტებით რეგისტრაციაზე უარის თქმისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ნათლად გამოიხატა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის პოზიცია თავდაპირველად რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ რეგისტრაციის განხორციელების შესახებ. თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა სასამართლო განჩინების გარდა რეგისტრაციისას გამოიყენა სხვა მასალები, რასაც სამსახური ვერ დაეთანხმება, ვინაიდან უფლების დამდგენ დოკუმენტად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში მითითებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. აპელანტი ასევე არ ეთანხმება გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომ ე. კ-ემ და ი. ნ-ემ საკუთრების უფლება მოიპოვეს 06.06.2011წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ვინაიდან მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ უთითებს თუ კანონის რომელი ნორმა დაარღვია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, რომლის თანახმად ბ., ფ. და ლ. ტ-ების საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სამართლებრივი: აპელანტ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებულია (იხ. ს.ფ. 237-300; ტ.1).
მეორე აპელანტი: ფ., ბ. და ლ. ტ-ები; წარმომადგენელი - მ. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები: ე. კ-ე; ი. ნ-ე
წარმომადგენელი _ გ. ნ-ი
სარჩელზე მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმ კუთხით, რომ იმ ქონებაზე, რომელიც სადავოა, არსებობდა ტექბიუროს მიერ რეგისტრირებული უფლება ბ. ტ-ზე და ის, რომ ქონება რეესტრში არ იყო რეგისტრირებული არ შეიძლებოდა მოდავე მხარეების საკუთრებად მისი აღრიცხვის საფუძველი გამხდარიყო. აპელანტების განმარტებით, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი იყო სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება, რომელშიც წერია თუ რა ქონების მესაკუთრეები გახდნენ მოსარჩელეები, კერძოდ, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 11 ნოემბრის ოქმი უძრავი ქონების აუქციონზე გატანის შესახებ, სადაც წერია, რომ აუქციონზე გასაყიდად გატანილია ფ. და ლ. ტ-ების იპოთეკით დატვირთული ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქუჩის პირველი შესახვევი №2 შენობა-ნაგებობები ფართით 77,64 მ/კ. ასევე აღნიშნულია თუ რა ქონება გადაეცა ნატურით საკუთრებაში კრედიტორებს. სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულებით, რომელიც არის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლის გარდა არ შეიძლებოდა სხვა ქონების მესაკუთრეები გამხდარიყვნენ კრედიტორები და ეს ქონება არის ქონება, რომელიც დარეგისტრირებულია ფ. და ლ. ტ-ების სახელზე ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №67/... პირველი შესახვევი №2. აპელანტების მტკიცებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ დანარჩენი ქონება არავის სახელზე არ იყო აღრიცხული, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოიპოვა მტკიცებულება, რომ დანარჩენი ქონება ქუთაისის ავტოქარხნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.05 1990 წლის №971/783 გადაწყვეტილების შესაბამისად აღრიცხულია ფ., ბ. და ლ. ტ-ების ბაბუის - ბ. ტ-ის სახელზე. ამდენად არასწორია სასამართლოს მტკიცება, რომ ის ქონება, რომელიც მიეკუთვნა კრედიტორებს დამატებით არავის ეკუთვნოდა.
სამართლებრივი: აპელანტების - ფ., ბ. და ლ. ტ-ების მტკიცებით, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და არ გამოარკვია მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო არ უთითებს კანონზე, რომლის გამოც გააუქმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლო ასევე არასწორად უთითებს სამოქალაქო კოდექსის მუხლებს ძირითად ნივთსა და მის საკუთვნებელთან მიმართებაში. რადგანაც იმ პერიოდში, როცა სახლი ბ. ტ-ის სახელზე აღირიცხა, მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და ეკუთვნოდა მიწის მოსარგებლეს. Mმიწის მოსარგებლედ კი ითვლებოდა ბ. ტ-ი, რადგანაც მას კანონიერად აქვს შენობა დარეგისტრირებული ავტოქარხნის რაიონული საბჭოს აღმასკომის მიერ (იხ. ს.ფ. 301-313; ტ.1).
მესამე პირების: ე. კ-ისა და ი. ნ-ის შეპასუხება:
ფაქტობრივი: ე. კ-ემ და ი. ნ-ემ შესაგებლით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და განმარტეს, რომ სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება და ისე მიიღო გადაწყვეტილება, მესამე პირებმა განმარტეს, რომ ბ., ფ. და ლ. ტ-ები ითხოვდნენ გაუქმებულიყო 2011 წლის 6 ივნისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ მოტივით, რომ მათთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ, კერძოდ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახ. დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.05.1990 წლის გადაწყვეტილება. საბოლოოდ, 2012 წლის 17 მაისს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ანუ აპელანტების მოსაზრება, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია რომელიმე ფაქტობრივი გარემოება საფუძველს მოკლებულია. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ ე. კ-ე, ი. ნ-ე და ლ. მ-ი. ამ ფაქტის საწინააღმდეგო გარემოების არსებობა ან ის, რომ თავად ეს გარემოება გახლდათ მცდარი ან ამ ამონაწერის საწინააღმდეგოდ წარდგენილი იყო საჩივარი, ანდა მესაკუთრეებმა იცოდნენ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ, სადავოდ არ გამხდარა (იხ. ს.ფ 13-25; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების ფ., ბ. და ლ. ტ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ-ესა და ი. ნ-ეს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 69-83; ტ.2).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რიმლითაც უარყოფილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება აღრიცხული არ ყოფილა ფ. და ლ. ტ-ების სახელზე, შესაბამისად იგი ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით და ვერ გახდებოდა იძულებითი აღსრულების ობიექტი. სასამართლოს მსჯელობა ეფუძნება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის დებულებებს და ასკვნის, რომ სახლი არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, ხოლო სახლზე არსებული მინაშენი ამ სახლის არსებითი შემადგენელი, რომელიც არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი და მასზე ვრცელდება ძირითად ნივთზე არსებული უფლებები. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სახლის მე-2 სართულის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 117.95 კვ.მ, რაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო ფართზე არასწორად გავრცელდა სახლის მესაკუთრის უფლებები.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის არგუმენტები სადავო საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ტექაღრიცხვის სამსახური აფიქსირებდა უძრავი ქონების ფაქტობრივ სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მართალია, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, თუმცა ეფუძნებოდა ან ასახავდა ადმინისტრაციულ აქტს ან კერძო სამართლებრივ გარიგებას. ტექაღრიცხვის სამსახურის მიზანს წარმოადგენდა განაშენიანებულ ტერიტორიაზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური აღრიცხვა და პასპორტიზაცია. სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას მიეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-შენახვა. ტექბიუროში აღრიცხული პირი მიიჩნეოდა უძრავი ნივთის მესაკუთრედ ან მოსარგებლედ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან უდავოა, რომ 2011 წლის 3 აგვისტოს ¹882011319557 სარეგისტრაციო განხცადებასთან ერთად წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზი მეორე სართულზე მდებარე, დაურეგისტრირებელ 6 ოთახზე, საერთო ფართით 117,96 კვ.მ, წარმოადგენდა სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.05.1990წ. ¹9-71/783 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ფართს, რომელიც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივის მონაცემებით ირიცხებოდა აპელანტების ბაბუის ბ. ტ-ის სახელზე. აღნიშნულ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ აღრიცხულა ფ. და ლ. ტ-ების საკუთრების უფლება, იგი არ დატვირთულა იპოთეკით და არ გამხდარა იძულებითი აღსრულების ობიექტი. ასევე, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა ტექბიუროში დაცული უფლების დამდგენი დოკუმენტის გაუქმების ან ბ. ტ-ზე აღრიცხული ქონების ი. ნ-ეზე ან ე. კ-ეზე გადასვლის ფაქტს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა ¹882011319557 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის და საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა უგულვებელყოფით, საქმის გარემოებათა სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართებულად ცნო ბათილად ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 აგვისტოს ¹882011319557-11 გადაწყვეტილება და სადავო ფართზე მართებულად დაარეგისტრირა ფ., ლ. და ბ. ტ-ების საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 69-83; ტ.2).
კასატორები: 1. ე. კ-ე 2. ი. ნ-ე
წარმომადგენელი: გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური.
წარმომადგენლები: ვ. ბ-ი, შ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: 1. ფ. ტ-ი 2. ბ. ტ-ი 3. ლ. ტ-ი
წარმომადგენელი: მ. დ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული საკანონმდებლო ნორმები მიუთითებენ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სადავო საკითხთან. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მოყვანილ სამართლებრივ არგუმენტებში არ მოიპოვება ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც შეცვლიდა ე. კ-ისა და ი. ნ-ის სამართლებრივ მდგომარეობას 2011 წლის 22 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაციის შემდგომ.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, ვინაიდან საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა სწორედ რომ რეგლამენტირებული და დაცულია სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილის თანახმად საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იგივეს იმეორებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნებიან ცნობილი. განსახილველ შემთხვევაში ე. კ-ის და ი. ნ-ის საკუთრების უფლება ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დაკანონდა 2009 წლის 30 ნოემბრის ¹№882009380768 და №882009380746 გადაწყვეტილებებით, რის საფუძველზეც გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი. რაც შეეხება ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცულ ინფორმაციას, კასატორთა განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ფ. ტ-მა აღნიშნა, რომ იგი შეგნებულად მალავდა და არ არეგისტრირებდა იმ უფლებას, რომელიც გახლდათ დაცული ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში, შესაბამისად უცნობია დაირღვა თუ არა და თუ დაირღვა, ვინ დაარღვია ბ., ფ. და ლ. ტ-ების უფლებები 117,95 კვ.მ ფართთან მიმართებით.
კასატორთა განმარტებით, 2009 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრში ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკუთრების რეგისტრაციისას, 117,95 კვ. მეტრ ფართზე არ არსებობდა გარიგების წერილობითი ფორმა (სამკვიდრო მოწმობა გაცემულ იქნა მოგვიანებით 2010 წლის 16 დეკემბერს) და ბუნებრივია, არც ვინმეს საკუთრება გახლდათ რეგისტრირებული გარდა, ლ. მ-ის, ე. კ-ის და ი. ნ-ის საკუთრების უფლებისა. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერი არ შეიცავდა ასევე მინიშნებას, რომ დასახელებულ მესაკუთრეთა გარდა კიდევ არსებობდა თანამესაკუთრე.Bბ., ფ. და ლ. ტ-ების საკუთრების უფლებაAარც 2009 წლის 30 ნოემბრის და არც 2011 წლის 06 ივნისის მდგომარეობით 117,95 კვ.მ ფართზე კანონით დადგენილი წესით შეძენილი და რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მისი დაცვა ვერც საქართველოს და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობით ვერ მოხდებოდა.
პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე:
კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, კერძოდ: საჯარო რეესტრის ამონაწერს 2009 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დადგენილებებს, კერძოდ 2011 წლის 6 ივნისის, 26 იანვრის და 17 მაისის განჩინებებს. საქმის მასალებს მიეცა არასწორი შეფასება, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა იპოთეკის საგანზე და აუქციონის ჩატარების შედეგად ქონების ახალ მესაკუთრეებზე გადაცემაზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს სურს დაადასტუროს, რომ თურმე გარდა საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერებისა, კიდევ არსებობდა საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართი. აღნიშნულის შესახებ სასამართლო იშველიებს ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 03.05.1990 წლის ¹9-71/783 გადაწყვეტილებას, რომელიც 2012 წლის 17 მაისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად (იხ. ს.ფ. 89-98; 102-115; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ს.ფ. 167-170; ტ.2).
საკასაციო სასამართლომ საქმის სასამართლო განხილვისას კასატორებს (მოსარჩელეებს) და მესამე პირებს - ფ., ბ. და ლ. ტ-ებს სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე შესთავაზა მორიგების მიღწევა (იხ.ს.ფ. 180-189; 192-199; ტ.2). 2013 წლის 24 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე (იხ. ს.ფ. 218-224; ტ.2) კასატორებმა (მოსარჩელეებმა) და მესამე პირებმა წარმოადგინეს წერილობითი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
,,საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთის მხრივ (კასატორი, თავდაპირველი მოსარჩელე) ი. ნ-ე და ე. კ-ე, მათი წარმომადგენელი გ. ნ-ის მონაწილეობით და მეორეს მხრივ ფ., ბ. და ლ. ტ-ები, მათი წარმომადგენლის მ. დ-ის მონაწილეობით მოვრიგდით შემდეგზე:
1. ჩვენ, მესამე პირები - ფ., ბ. და ლ. ტ-ები ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ წინასწარ დადგენილი გრაფიკის გარეშე ი. ნ-ეს და ე. კ-ეს გადაუხადოთ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში 40000 (ორმოციათასი) აშშ დოლარი ან 45 000 (ორმოცდახუთიათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან ორი წლის განმავლობაში.
2. ჩვენ მოსარჩელეები ე. კ-ე და ი. ნ-ე ვიღებთ ვალდებულებას, რომ დათქმულ ვადაში (2 წელი) არ გავაქირავებთ, არ დავტვირთავთ იპოთეკით და არ გადავცემთ სხვის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67-... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი - საერთო ფართიდან 40,38 მ/კვ, ლიტერ - ,,ა“ საერთო ფართი 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი - 26,73 მ/კვ.
3. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მიერ მორიგების აქტით დამტკიცებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში ი. ნ-ე და ე. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი:... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართიდან 40,38 კვ.მ ლიტერ ,,ა“ საერთო ფართით 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი 26,73 მ/კვ.) გადაეცეს ფ., ლ. და ბ. ტ-ებს და აღირიცხოს მათ საკუთრებაში, ამასთანავე გაუქმდეს 2012 წლის 26 აპრილის ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადმინისტრაციულ საქმეზე №146 და ფ., ბ. და ლ. ტ-ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ამავე მისამართზე, გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იმავდროულად მოხდება ი. ნ-ისა და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულება, გაუქმდეს სადაო ქონებაზე გამოუყენებული უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება (ყადაღა) და საჭიროების შემთხვევაში, ასევე ი. ნ-ის და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45 000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთოს ან გასხვისდეს სადაო უძრავი ქონება მთლიანად, მათ შორის მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ნაწილთან ერთად.
5. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფ., ბ. და ლ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ლ. და ფ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი, მეორე სართული - საერთო ფართით: 117.95 მ/კვ; - საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ. საერთო სარგებლობის ფართის 13.43 მ.კვ 1/2 ნაწილი;
ბ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი (მეორე სართული) საერთო ფართით 117,95 მ/კვ, საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ, საერთო სარგებლობის ფართი 13.43 მ/კვ-დან 1/2 ნაწილი) აღირიცხოს ი. ნ-ის და ე. კ-ის საკუთრებაში.
6. ე. კ-ის და ი. ნ-ის მხრიდან მორიგების პირობების დარღვევის ან მათი მხრიდან ფ., ბ. და ლ. ტ-ებისათვის მორიგების პირობების შესრულებაში ხელშეშლის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ წინამდებარე აქტის შეუსრულებლობის მიზეზი გახდება, მხარეთა შორის დავა ამოწურულად ჩაითვლება, ხოლო თითოეული მხარის საკუთრების უფლებები ხელუხლებლად დარჩება მორიგების აქტის შედგენამდე არსებული სახით, ამასთანავე მოიხსნება ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ დაეკისრებათ არანაირი დამატებითი პასუხმგებლობა.“
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია კასატორების ე. კ-ისა და ი. ნ-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის გ. ნ-ისა და ასევე მესამე პირების - ლ. და ბ. ტ-ების წარმომადგენლის მ. დ-ისა და ფ. ტ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. 214-217; ტ.2).
სასამართლო სხდომაზე სასამართლოს მიერ გამოქვეყნდა მოსარჩელეებსა და მესამე პირებს შორის მიღწეული მორიგების აქტის ტექსტი და ფიზიკური პირების მიერ ნების ამგვარ გამოვლენას დაეთანხმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი (იხ. ს.ფ. 218-224; ტ.2) .
მოსარჩელესა და მესამე პირებს შორის მიღწეული მორიგების აქტის საფუძველზე მოსარჩელეებმა ე. კ-ემ და ი. ნ-ემ უარი თქვეს სარჩელზე (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ. 218-214; განცხადება ს.ფ 227; ტ.2).მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა ფიზიკური პირების მიერ ნების ამგვარ გამოვლენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების, ი. ნ-ისა და ე. კ-ის წარმომადგენლის გ. ნ-ისა და მესამე პირების: ლ. და ბ. ტ-ის წარმომადგენლის მ. დ-ისა და ფ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შესწავლის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, მოსარჩელეებისა და მესამე პირების შუამდგომლობა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს მოსარჩელეების ი. ნ-ისა და ე. კ-ის წარმომადგენლის გ. ნ-ისა და მესამე პირების - ლ. და ბ. ტ-ების წარმომადგენლის მ. დ-ისა და ფ. ტ-ის მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო, სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დამტკიცდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად:
,,საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთის მხრივ (კასატორი, თავდაპირველი მოსარჩელე) ი. ნ-ე და ე. კ-ე, მათი წარმომადგენელი გ. ნ-ის მონაწილეობით და მეორეს მხრივ ფ., ბ. და ლ. ტ-ები, მათი წარმომადგენლის მ. დ-ის მონაწილეობით მოვრიგდით შემდეგზე:
1. ჩვენ, მესამე პირები - ფ., ბ. და ლ. ტ-ები ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ წინასწარ დადგენილი გრაფიკის გარეშე ი. ნ-ეს და ე. კ-ეს გადაუხადოთ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში 40000 (ორმოციათასი) აშშ დოლარი ან 45 000 (ორმოცდახუთიათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან ორი წლის განმავლობაში.
2. ჩვენ მოსარჩელეები ე. კ-ე და ი. ნ-ე ვიღებთ ვალდებულებას, რომ დათქმულ ვადაში (2 წელი) არ გავაქირავებთ, არ დავტვირთავთ იპოთეკით და არ გადავცემთ სხვის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67-... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი - საერთო ფართიდან 40,38 მ/კვ, ლიტერ - ,,ა“ საერთო ფართი 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი - 26,73 მ/კვ.
3. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მიერ მორიგების აქტით დამტკიცებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში ი. ნ-ე და ე. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი:... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართიდან 40,38 კვ.მ ლიტერ ,,ა“ საერთო ფართით 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი 26,73 მ/კვ.) გადაეცეს ფ., ლ. და ბ. ტ-ებს და აღირიცხოს მათ საკუთრებაში, ამასთანავე გაუქმდეს 2012 წლის 26 აპრილის ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადმინისტრაციულ საქმეზე №146 და ფ., ბ. და ლ. ტ-ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ამავე მისამართზე, გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იმავდროულად მოხდება ი. ნ-ისა და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულება, გაუქმდეს სადაო ქონებაზე გამოუყენებული უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება (ყადაღა) და საჭიროების შემთხვევაში, ასევე ი. ნ-ის და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45 000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთოს ან გასხვისდეს სადაო უძრავი ქონება მთლიანად, მათ შორის მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ნაწილთან ერთად.
5. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფ., ბ. და ლ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ლ. და ფ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი, მეორე სართული - საერთო ფართით: 117.95 მ/კვ; - საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ. საერთო სარგებლობის ფართის 13.43 მ.კვ 1/2 ნაწილი;
ბ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი (მეორე სართული) საერთო ფართით 117,95 მ/კვ, საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ, საერთო სარგებლობის ფართი 13.43 მ/კვ-დან 1/2 ნაწილი) აღირიცხოს ი. ნ-ის და ე. კ-ის საკუთრებაში.
6. ე. კ-ის და ი. ნ-ის მხრიდან მორიგების პირობების დარღვევის ან მათი მხრიდან ფ., ბ. და ლ. ტ-ებისათვის მორიგების პირობების შესრულებაში ხელშეშლის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ წინამდებარე აქტის შეუსრულებლობის მიზეზი გახდება, მხარეთა შორის დავა ამოწურულად ჩაითვლება, ხოლო თითოეული მხარის საკუთრების უფლებები ხელუხლებლად დარჩება მორიგების აქტის შედგენამდე არსებული სახით, ამასთანავე მოიხსნება ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ დაეკისრებათ არანაირი დამატებითი პასუხმგებლობა.“
მორიგების აქტი წარმოდგენილია წერილობითი სახით და ხელმოწერილია ი. ნ-ისა და ე. კ-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის გ. ნ-ისა და მესამე პირების: ლ. და ბ. ტ-ების უფლებამოსილი წარმომადგენლის მ. დ-ისა და ფ. ტ-ის მიერ, რაც ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ. 214-217; ტ.2).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დავა წარმოიშვა სამოქალაქო სამართალურთიერთობაში წამოჭრილი კონფლიქტის გამო, რაც ფიზიკურ პირებს შორის გადაიჭრა მორიგებით. ამდენად, აზრი დაკარგა ადმინისტრაციულმა სარჩელმა. ამასთან, საქმეში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მორიგების მოტივით სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, ფაქტობრივად, სამოქალაქო ხასიათის კონფლიქტი, როგორც ადმინისტრაციული ხასიათის კონფლიქტის გამოწვევის წინაპირობა, მოგვარებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესის მონაწილე მხარეებმა და მესამე პირებმა მიაღწიეს მორიგებას, ამგვარად გამოხატეს ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მიჩნევით, წინამდებარე მორიგება არანაირ გავლენას არ ახდენს საჯარო ინტერესზე, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა მორიგების მიღწევის თაობაზე კანონშესაბამისია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2. მუხლის თანახმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 მუხლის ,,გ" და ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მხარეთა შორის მორიგების მიღწევის მიზეზით სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, კასატორებს – ი. ნ-ესა და ე. კ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 9.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე ,,გ“, ,,დ“ პუნქტით, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების ე. კ-ისა და ი. ნ-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის გ. ნ-ისა და მესამე პირების ფ. ტ-ის, ბ. და ლ. ტ-ების უფლებამოსილი წარმომადგენლის მ. დ-ის შუამდგომლობა; დამტკიცდეს მათ შორის წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
,,საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ერთის მხრივ (კასატორი, თავდაპირველი მოსარჩელე) ი. ნ-ე და ე. კ-ე, მათი წარმომადგენელი გ. ნ-ის მონაწილეობით და მეორეს მხრივ ფ., ბ. და ლ. ტ-ები, მათი წარმომადგენლის მ. დ-ის მონაწილეობით მოვრიგდით შემდეგზე:
1. ჩვენ, მესამე პირები - ფ., ბ. და ლ. ტ-ები ვკისრულობთ ვალდებულებას, რომ წინასწარ დადგენილი გრაფიკის გარეშე ი. ნ-ეს და ე. კ-ეს გადაუხადოთ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ერთი წლის განმავლობაში 40000 (ორმოციათასი) აშშ დოლარი ან 45 000 (ორმოცდახუთიათასი) აშშ დოლარი მორიგების აქტის დამტკიცებიდან ორი წლის განმავლობაში.
2. ჩვენ მოსარჩელეები ე. კ-ე და ი. ნ-ე ვიღებთ ვალდებულებას, რომ დათქმულ ვადაში (2 წელი) არ გავაქირავებთ, არ დავტვირთავთ იპოთეკით და არ გადავცემთ სხვის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67-... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი - საერთო ფართიდან 40,38 მ/კვ, ლიტერ - ,,ა“ საერთო ფართი 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი - 26,73 მ/კვ.
3. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მიერ მორიგების აქტით დამტკიცებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში ი. ნ-ე და ე. კ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი:... (ი. ნ-ე - სახლის გამოყოფილი ნაწილი 77,64 მ/კვ; ე. კ-ე, სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართიდან 40,38 კვ.მ ლიტერ ,,ა“ საერთო ფართით 3.96 მ/კვ. საერთო სარგებლობის ფართი 26,73 მ/კვ.) გადაეცეს ფ., ლ. და ბ. ტ-ებს და აღირიცხოს მათ საკუთრებაში, ამასთანავე გაუქმდეს 2012 წლის 26 აპრილის ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ადმინისტრაციულ საქმეზე №146 და ფ., ბ. და ლ. ტ-ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ამავე მისამართზე, გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ იმავდროულად მოხდება ი. ნ-ისა და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულება, გაუქმდეს სადაო ქონებაზე გამოუყენებული უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება (ყადაღა) და საჭიროების შემთხვევაში, ასევე ი. ნ-ის და ე. კ-ის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების (40000 აშშ დოლარის ან 45 000 აშშ დოლარის გადახდა) შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთოს ან გასხვისდეს სადაო უძრავი ქონება მთლიანად, მათ შორის მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ნაწილთან ერთად.
5. ფ., ბ. და ლ. ტ-ების მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფ., ბ. და ლ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მთლიანად, მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №67/... პირველი შესახვევი №2, მიწის საკადასტრო კოდი: ... (ლ. და ფ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი, მეორე სართული - საერთო ფართით: 117.95 მ/კვ; - საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ. საერთო სარგებლობის ფართის 13.43 მ.კვ 1/2 ნაწილი;
ბ. ტ-ი - სახლის გამოყოფილი ნაწილი (მეორე სართული) საერთო ფართით 117,95 მ/კვ, საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი 56,72 მ.კვ, საერთო სარგებლობის ფართი 13.43 მ/კვ-დან 1/2 ნაწილი) აღირიცხოს ი. ნ-ის და ე. კ-ის საკუთრებაში.
6. ე. კ-ის და ი. ნ-ის მხრიდან მორიგების პირობების დარღვევის ან მათი მხრიდან ფ., ბ. და ლ. ტ-ებისათვის მორიგების პირობების შესრულებაში ხელშეშლის შემთხვევაში, რაც საბოლოოდ წინამდებარე აქტის შეუსრულებლობის მიზეზი გახდება, მხარეთა შორის დავა ამოწურულად ჩაითვლება, ხოლო თითოეული მხარის საკუთრების უფლებები ხელუხლებლად დარჩება მორიგების აქტის შედგენამდე არსებული სახით, ამასთანავე მოიხსნება ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ დაეკისრებათ არანაირი დამატებითი პასუხმგებლობა.“
4. დაკმაყოფილდეს ი. ნ-ისა და ე. კ-ის შუამდგომლობა მორიგების მიღწევის გამო სარჩელზე უარის თქმის შესახებ და შეწყდეს საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;
5. ე. კ-ისა და ი. ნ-ის წარმომადგენელ გ. ნ-ს დაუბრუნდეს ე. კ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 23 იანვარს №12/12650 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50% (150 ლარი).
6. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/